ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 8 წლის მოზარდს თავის ტვინის დაჟეჟილობა აქვს მიღებული.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი ცენტრალურ საავტომობილო გზას კვეთდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძმე დაზიანება გამოიწვია. იხილეთ ვიდეო