პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 დაღუპული და 10 დაჭრილი პოლიციელი – "თალიბანის" "პასუხი" ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტზე
6 დაღუპული და 10 დაჭრილი პოლიციელი – "თალიბანის" "პასუხი" ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტზე

"ისი­ნი გვებ­რძვი­ან უფრო მე­ტად სხვე­ბის ხე­ლით - ჩვენ ვებ­რძვით, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, მაგ­რამ შე­დე­გი ერთი იქ­ნე­ბა, არ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვე­ნი მიწა აკონ­ტრო­ლონ და აქ გავ­ლე­ნე­ბი გა­იმ­ყა­რონ" - ასე შე­ა­ფა­სა "თა­ლი­ბან­მა" ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი, სა­დაც 22 დე­კემ­ბერს თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ბომ­ბი აა­ფეთ­ქა, რის შე­დე­გა­დაც 6 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა და 10 და­იჭ­რა, მათ­გან ხუ­თის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლი მო­ზარ­დი იყო, თუმ­ცა მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და.

"ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში ავ­ღა­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მე­თა­უ­რი, სულ­თან მუ­ჰა­მა­დი აცხა­დებს, რომ ტე­რო­რის­ტმა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მა­სა­ლით დატ­ვირ­თუ­ლი სამ­ხედ­რო "ჰა­მე­რი", მა­ი­ვან­დის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას შე­ა­ჯა­ხა. მა­სი­ურ­მა აფეთ­ქე­ბამ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა და ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც და­ა­ზი­ა­ნა.

ავ­ღა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ველ შე­სას­ვლელ­თან გან­ლა­გე­ბულ­მა მცვე­ლებ­მა, 3 ათა­სი კი­ლოგ­რა­მი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მა­სა­ლით დატ­ვირ­თულ "ჰა­მერს" გზა გა­და­უ­ღო­ბეს და ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, თუმ­ცა, აფეთ­ქე­ბამ­დე ტე­რო­რის­ტმა მე­ო­რე ჭიშ­კრამ­დე მიღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თავ­დას­ხმა­ზე, რო­მე­ლიც ვიცე-პრე­ზი­დენტ მაიკ პენ­სის ავ­ღა­ნეთ­ში და­უ­გეგ­მა­ვი ვი­ზი­ტი­დან სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოხ­და, "თა­ლი­ბან­მა" აიღო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა.

პენ­სი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს­ტუმ­რა, თუმ­ცა, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტია, რომ ტე­რო­რის­ტებს ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ და რო­გორც ჩანს, მო­ემ­ზად­ნენ კი­დეც...

სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბოლო დროს, ავ­ღა­ნეთ­ში უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე თავ­დას­ხმებ­მა იმა­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გეგ­მავს თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­მართ კი­დევ უფრო მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, თუმ­ცა იმა­საც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მათ­თან ბრძო­ლის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტით ეწ­ვია ავ­ღა­ნეთს, ამე­რი­კე­ლი და ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი 16-წლი­ან ომში მიღ­წე­უ­ლი "რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის­თვის" შე­ა­ქო. მისი შე­ფა­სე­ბით, ავ­ღა­ნე­თის­თვის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ახა­ლი სტრა­ტე­გია წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

ამე­რი­კე­ლი მა­ღა­ლიჩ­ნო­სა­ნი 21 დე­კემ­ბერს, გვი­ან ღა­მეს, ქა­ბულ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენტ აშ­რაფ ღა­ნი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ლი­დერს აბ­დუ­ლა აბ­დუ­ლას შეხ­ვდა. ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მან ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ 2017 წელს, "თა­ლი­ბა­ნის" მეტი ლი­დე­რი იქნა მოკ­ლუ­ლი, ვიდ­რე ადრე, კონ­ფლიქ­ტის წინა წლებ­ში გან­მავ­ლო­ბა­ში.

პენ­სმა ასე­ვე ისა­უბ­რა ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ, დო­ნალდ ტრამ­პის ახალ სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას და ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბის­თვის მეტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას თა­ლი­ბებ­თან ბრძო­ლა­ში.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის თქმით, "თა­ლი­ბა­ნი" ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია და ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ კარ­გად გაწ­ვრთნილ ავ­ღა­ნურ ჯარ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი თავ­დახ­მე­ბით, მათი გეგ­მე­ბის ჩაშ­ლას ახერ­ხებს... ". ასე რომ, რო­გორც თეთრ სახ­ლს, ასე­ვე ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­საღ­წე­ვად, ჯერ კი­დევ ბევ­რი აქვს სა­მუ­შაო...",- წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

6 დაღუპული და 10 დაჭრილი პოლიციელი – "თალიბანის" "პასუხი" ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტზე

6 დაღუპული და 10 დაჭრილი პოლიციელი – "თალიბანის" "პასუხი" ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტზე

"ისინი გვებრძვიან უფრო მეტად სხვების ხელით - ჩვენ ვებრძვით, საკუთარი ძალებით, მაგრამ შედეგი ერთი იქნება, არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი მიწა აკონტროლონ და აქ გავლენები გაიმყარონ" - ასე შეაფასა "თალიბანმა" ყანდაარის პროვინციაში მომხდარი ფაქტი, სადაც 22 დეკემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც 6 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაიჭრა, მათგან ხუთის მძიმე მდგომარეობაშია.

დასავლური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელი მოზარდი იყო, თუმცა მარტო არ მოქმედებდა.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში ავღანეთის რეგიონული პოლიციის მეთაური, სულთან მუჰამადი აცხადებს, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული სამხედრო "ჰამერი", მაივანდის რაიონის პოლიციის განყოფილებას შეაჯახა. მასიურმა აფეთქებამ პოლიციის განყოფილება და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

ავღანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პირველ შესასვლელთან განლაგებულმა მცველებმა, 3 ათასი კილოგრამი ასაფეთქებელი მასალით დატვირთულ "ჰამერს" გზა გადაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, აფეთქებამდე ტერორისტმა მეორე ჭიშკრამდე მიღწევა მოახერხა.

პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა, "თალიბანმა" აიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნის ავღანეთში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

პენსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს მოულოდნელად ესტუმრა, თუმცა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ფაქტია, რომ ტერორისტებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და როგორც ჩანს, მოემზადნენ კიდეც...

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ბოლო დროს, ავღანეთში უშიშროების ძალების ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე თავდასხმებმა იმატა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა გეგმავს თავდამსხმელების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებები განახორციელოს, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ მათთან ბრძოლის რამდენიმეწლიანი გამოცდილების შეფასებით, ეს ძალიან რთული იქნება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები 16-წლიან ომში მიღწეული "რეალური პროგრესისთვის" შეაქო. მისი შეფასებით, ავღანეთისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგია წარმატებულია.

ამერიკელი მაღალიჩნოსანი 21 დეკემბერს, გვიან ღამეს, ქაბულში ჩავიდა, სადაც ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და აღმასრულებელ ლიდერს აბდულა აბდულას შეხვდა. ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, მან ავღანეთის პრეზიდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2017 წელს, "თალიბანის" მეტი ლიდერი იქნა მოკლული, ვიდრე ადრე, კონფლიქტის წინა წლებში განმავლობაში.

პენსმა ასევე ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდას და ამერიკელი სამხედრო ლიდერებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას თალიბებთან ბრძოლაში.

დასავლური მედიის თქმით, "თალიბანი" ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და ამერიკელების მიერ კარგად გაწვრთნილ ავღანურ  ჯარზე მოულოდნელი და დაუნდობელი თავდახმებით, მათი გეგმების ჩაშლას ახერხებს... ". ასე რომ, როგორც თეთრ სახლს, ასევე ავღანეთის ხელისუფლებას, სრულფასოვანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო...",- წერს დასავლური მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე