პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია
სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია

2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ცე­მუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლის ვა­დამ 2018 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­და­ი­წია.

პარ­ლა­მენ­ტმა "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს ეხე­ბა, მე­ო­რე მოს­მე­ნით იმ დათ­ქმით მი­ი­ღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ცე­მულ მარ­თვის მოწ­მო­ბებს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა და­მა­ტე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბა კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბი­სას იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა და­ა­ყე­ნა, რაც მომხსნე­ბელ­მა - ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­ზი­ა­რა. აქამ­დე 2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ცე­მულ მარ­თვის მოწ­მო­ბებს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა 2018 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე უნარ­ჩუნ­დე­ბო­დათ, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ კი ეს ვადა 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ი­ზარ­და.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დღეს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია, კერ­ძოდ, 62-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი, ვგუ­ლის­ხმობ გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებს, არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შემ­დე­გი სა­ხით: 2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბებს იუ­რი­დი­უ­ლი ვადა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ 2018 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე, გარ­და ამ კა­ნო­ნის მე­ო­თხე პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, ჩვენ­თვის არ არის სი­ახ­ლე, ხდე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლის პრო­ცე­სი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს დრო, რო­მე­ლიც იყო მი­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის, არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი და თუკი დარ­ჩე­ბა ამ რე­დაქ­ცი­ით ეს მუხ­ლი, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ 2018 წლის პირ­ველ იან­ვარს ძა­ლი­ან ბევრ, ათა­სო­ბით ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს არ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს 2006 წლამ­დე გა­ცე­მუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბით. ჩვენ ამ კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ მე­ო­რე მოს­მე­ნით, თუმ­ცა, კენ­ჭი არ გვიყ­რია. გთა­ვა­ზობთ, 62-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წილ­ში, შევ­ცვა­ლოთ სი­ტყვა 2018 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე სი­ტყვით - 2018 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე ანუ და­მა­ტე­ბით მი­ე­ცეს ვადა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მარ­თვის მოწ­მე­ბე­ბის შე­საც­ვლე­ლად და გა­ე­ზარ­დოთ ვადა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ჩა­ე­ტი­ონ დრო­ში და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ისარ­გებ­ლონ ძა­ლა­ში მქო­ნე მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსნებელმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა. აქამდე 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1-ელ აპრილამდე გაიზარდა.

"საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, კერძოდ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვგულისხმობ გარდამავალ დებულებებს, არის ჩამოყალიბებული შემდეგი სახით: 2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობებს იურიდიული ვადა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა ამ კანონის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საზოგადოებამ იცის, ჩვენთვის არ არის სიახლე, ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი. დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით. ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა, კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სიტყვით - 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ