22-24 დეკემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება.
სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს, აწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, იმართება საჯარო ლექციები.
22 დეკემბერს, ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, ასოციაციამ ტრადიციულად გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები შემდეგ 5 ნომინაციაში:
• 2017 წლის ბესტსელერი ქართველი ავტორი - გოდერძი ჩოხელის "პროზა, პოეზია, წერილები", გამომცმელობას "პალიტრა L".
• 2017 წლის ბესტსელერი ქართულად თარგმნილი წიგნი - "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".
• 2017 წლის საბავშო ბესტსელერი წიგნი - „წრიპა ბიჭის დღიური 3, ბოლო წვეთი", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".
• 2017 წლის ბესტსელერი არამხატვრული წიგნი - "საქართველოს კულინარიული ატლასი", გამომცემლობა "პალიტრა L".
წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკმებერს, ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში! აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!