საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხმარებლის თვალწინ ამზადებს?
ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხმარებლის თვალწინ ამზადებს?

გურ­მა­ნე­ბი ხში­რად ეძე­ბენ ახალ-ახალ ლო­კა­ცი­ებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. უმე­ტეს­წი­ლად ვი­ხიბ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძით და შემ­დეგ ის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი ხდე­ბა. თუმ­ცა, თით­ქმის არას­დროს ვი­ცით ვინ დგას იმ სა­ო­ცა­რი კერ­ძე­ბის უკან, რო­მელ­თა გა­მოც ამა თუ იმ კა­ფის ერ­თგუ­ლი სტუმ­რე­ბი ვხდე­ბით. ძი­რი­თა­დად, შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბი ღიად არ ჩნდე­ბი­ან მომ­ხმა­რებ­ლის წი­ნა­შე და "კუ­ლი­სებ­ში" ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა იც­ნობ­დე იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს კერ­ძებს, რომ­ლე­ბიც ასე გვიყ­ვარს.

ამ კუ­თხით ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა წიგ­ნის კაფე "პი­ა­ტო", რომ­ლის შეფმ­ზა­რე­უ­ლი, მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ხვდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს, ის­მენს მათ მო­საზ­რე­ბებს და არა ერთ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურპრიზს სთა­ვა­ზობს მათ. 

მიშა იმ­ყო­ფე­ბო­და კაფე "პი­ა­ტოს" თე­ლა­ვის ფი­ლი­ალ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მზა­რე­უ­ლებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ნი­უს და­სა­ნერ­გად აქ­ტი­ურ ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად კი მან თე­ლა­ვის "პი­ა­ტოს" ერ­თგულ სტუმ­რებს ნამ­დვი­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პერ­ფორ­მან­სი წარ­მო­უდ­გი­ნა. მან კლა­სი­კუ­რი პიცა მარ­გა­რი­ტა სტუმ­რე­ბის თვალ­წინ უჩ­ვე­უ­ლი მე­თო­დით - ცე­ცხლით და­ამ­ზა­და, მას­თან ერ­თად კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი სა­ლა­თიც შეს­თა­ვა­ზა სტუმ­რებს, რო­მე­ლიც პი­ა­ტოს სტან­დარ­ტულ მე­ნი­უ­ში არ არის. "ყო­ვე­ლი­ვე ეს იყო ექ­სპრომ­ტად თე­ლა­ვის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ლა­თი, ნამ­დვილ იტა­ლი­ურ პი­ცას­თან ერ­თად. ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ჩან­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად, მეც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან ჩემი, რო­გორც შეფმ­ზა­რე­უ­ლის მი­ზა­ნი სწო­რედ ესაა: თი­თო­ე­უ­ლი სტუ­მა­რი ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი ტო­ვებ­დეს პი­ა­ტოს" - აცხა­დებს მიშა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. მიშა უკვე 7 წე­ლია ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ყო­ველ­დღი­უ­რად რწმუნ­დე­ბა, რომ კუ­ლი­ნა­რია ამო­უ­წუ­რა­ვი სფე­როა.

თე­ლა­ვის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ღა­მოს კაფე "პი­ა­ტო" უკვე თბი­ლის­შიც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. 26 დე­კემ­ბერს 20:00 სა­ათ­ზე კან­დე­ლა­კის 7 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე კა­ფე­ში შეფმ­ზა­რე­უ­ლი მო­რიგ პერ­ფორ­მანსს ჰპირ­დე­ბა სტუმ­რებს. ამ­ჯე­რად ის გან­სა­კუთ­რე­ბულ ზამ­თრის სა­ლათს და­ამ­ზა­დებს ცე­ცხლო­ვა­ნი სო­უ­სით. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად რო­ი­ა­ლი და საქ­სა­ფო­ნი გა­ა­ფორ­მებს და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ზე იმოქ­მე­დებს -30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა.

თუ გიყ­ვართ იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბი და მყუდ­რო კა­ფე­ე­ბი გი­ზი­დავთ, ნამ­დვი­ლად უნდა ეწ­ვი­ოთ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ებ­ში" მდე­ბა­რე კაფე "პი­ა­ტოს", გა­იც­ნოთ მისი შეფმ­ზა­რე­უ­ლი და არ გა­მო­ტო­ვოთ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო­ე­ბი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პერ­ფორ­მან­სე­ბის თან­ხლე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხმარებლის თვალწინ ამზადებს?

ვინ არის შეფმზარეული, რომელიც კერძებს უნიკალური მეთოდით მომხმარებლის თვალწინ ამზადებს?

გურმანები ხშირად ეძებენ ახალ-ახალ ლოკაციებს განსხვავებული კერძების დასაგემოვნებლად. უმეტესწილად ვიხიბლებით კონკრეტული კერძით და შემდეგ ის კონკრეტული ადგილი ჩვენი საყვარელი საკვები ობიექტი ხდება. თუმცა, თითქმის არასდროს ვიცით ვინ დგას იმ საოცარი კერძების უკან, რომელთა გამოც ამა თუ იმ კაფის ერთგული სტუმრები ვხდებით. ძირითადად, შეფმზარეულები ღიად არ ჩნდებიან მომხმარებლის წინაშე და "კულისებში" ყოფნას ამჯობინებენ, თუმცა ყოველთვის საინტერესოა იცნობდე იმ ადამიანს, რომელიც ამზადებს კერძებს, რომლებიც ასე გვიყვარს.

ამ კუთხით ერთ-ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა წიგნის კაფე "პიატო", რომლის შეფმზარეული, მიშა ბერძენიშვილიც პერიოდულად ხვდება მომხმარებლებს, ისმენს მათ მოსაზრებებს და არა ერთ საინტერესო სიურპრიზს სთავაზობს მათ. 

მიშა იმყოფებოდა კაფე "პიატოს" თელავის ფილიალში, სადაც ადგილობრივ მზარეულებს განახლებული მენიუს დასანერგად აქტიურ ტრენინგებს უტარებდა. ამ ყველაფრის პარალელურად კი მან თელავის "პიატოს" ერთგულ სტუმრებს ნამდვილი კულინარიული პერფორმანსი წარმოუდგინა. მან კლასიკური პიცა მარგარიტა სტუმრების თვალწინ უჩვეული მეთოდით - ცეცხლით დაამზადა, მასთან ერთად კი განსაკუთრებული, ჯანსაღი სალათიც შესთავაზა სტუმრებს, რომელიც პიატოს სტანდარტულ მენიუში არ არის. "ყოველივე ეს იყო ექსპრომტად თელავისთვის გაკეთებული, ჯანსაღი და განსხვავებული სალათი, ნამდვილ იტალიურ პიცასთან ერთად. ჩვენი სტუმრები ძალიან კმაყოფილები ჩანდნენ და შესაბამისად, მეც კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი, როგორც შეფმზარეულის მიზანი სწორედ ესაა: თითოეული სტუმარი ბედნიერი და კმაყოფილი ტოვებდეს პიატოს" - აცხადებს მიშა ბერძენიშვილი. მიშა უკვე 7 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და როგორც თავად აღნიშნავს, ყოველდღიურად რწმუნდება, რომ კულინარია ამოუწურავი სფეროა.

თელავის შემდეგ, განსაკუთრებულ საღამოს კაფე "პიატო" უკვე თბილისშიც შემოგთავაზებთ. 26 დეკემბერს 20:00 საათზე კანდელაკის 7 ნომერში მდებარე კაფეში შეფმზარეული მორიგ პერფორმანსს ჰპირდება სტუმრებს. ამჯერად ის განსაკუთრებულ ზამთრის სალათს დაამზადებს ცეცხლოვანი სოუსით. საღამოს მუსიკალურად როიალი და საქსაფონი გააფორმებს და სპეციალურად ამ პერიოდში ყველა ალკოჰოლურ სასმელზე იმოქმედებს -30%-იანი ფასდაკლება.

თუ გიყვართ იტალიური კერძები და მყუდრო კაფეები გიზიდავთ, ნამდვილად უნდა ეწვიოთ "ბიბლუსი გალერეებში" მდებარე კაფე "პიატოს", გაიცნოთ მისი შეფმზარეული და არ გამოტოვოთ სასიამოვნო საღამოები კულინარიული პერფორმანსების თანხლებით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს