Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ
 კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ

კა­ლათ­ბურ­თის და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ჯე­ბის - ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის, ია­სონ ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალს აღი­ა­რე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში სუს-იდან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ა­კე­თა, სა­დაც ამ წუ­თებ­ში ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლე­ბის და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დღეს, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ამას­თან, ად­ვო­კატ ია­სონ ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს ან ხვალ წა­რუდ­გე­ნენ.

"ისი­ნი დღეს და­ა­კა­ვეს კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე. კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ეგი­დით ე.წ. ჩა­წყო­ბი­ლი თა­მა­შე­ბის ბრალ­დე­ბით, თუმ­ცა ბრა­ლი ჯერ არ წა­რუდ­გე­ნი­ათ მათ­თვის. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან იმას, რომ გარ­კვე­უ­ლი თა­მა­შე­ბის სა­ნაც­ვლოდ აი­ღეს უკა­ნო­ნოდ გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა. მათი პო­ზი­ცი­აა ის, რომ ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მათ აი­ღეს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა რო­მელ თა­მა­შებ­ზეა სა­უ­ბა­რი ვერ გე­ტყვით, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ასე­ვე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ვის­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლე­ბი, ვერ და­ა­კონ­კრე­ტებს, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მოქ­მე­დებ­დნენ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ სქე­მას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა კა­ლათ­ბურ­თის მწვრთნე­ლე­ბი და მსა­ჯე­ბი ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, აყ­ვა­ნი­ლია 5 პირი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბი -ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მის" მწვრთნე­ლი ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი - თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი კა­ლათ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბის- ზაზა მა­ჩა­ლა­ძის, ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ახ­დენ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "სუ­პერ­ლი­გის" სხვა­დას­ხვა მატ­ჩებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის და­ფიქ­სი­რე­ბას. ვაჟა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და თე­მურ და­თი­კაშ­ვილ­მა თი­თო­ე­ულ ე.წ. "ჩა­წყო­ბილ" მატჩზე მო­ქა­ლა­ქეს მოს­თხო­ვეს 12000 ლა­რის გა­დახ­და, სა­ი­და­ნაც 2000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი თან­ხა ლარ­ში მსა­ჯე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2017 წლის 15 და 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა სა­კა­ლათ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის "სუ­პერ­ლი­გის" სამი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც დას­რულ­და წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა სხვა­ო­ბით, რის შემ­დე­გაც თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი, ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია, ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და­ე­უფლნენ მო­თხოვ­ნილ თან­ხას, სა­ერ­თო ჯამ­ში 36000 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 221-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს 4 დან 6 წლამ­დე ვა­დით.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ

 კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ

კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და თავს დამნაშავედ გრძნობენ. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში სუს-იდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ამ წუთებში ირაკლი და დავით ბერიშვილების დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართალდამცველებმა დღეს, თბილისში დააკავეს. ამასთან, ადვოკატ იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარუდგენენ.

"ისინი დღეს დააკავეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე. კალათბურთის ფედერაციის ეგიდით ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით, თუმცა ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ მათთვის. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების სანაცვლოდ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება. მათი პოზიციაა ის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ისინი აცხადებენ, რომ მათ აიღეს გარკვეული თანხა და დანაშაულს აღიარებენ, თუმცა რომელ თამაშებზეა საუბარი ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე უფლებადამცველის განმარტებით, ვისთან ერთად მოქმედებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ირაკლი და დავით ბერიშვილები, ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მისივე განმარტებით, ამ სქემას გამოძიება დაადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. "ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ