პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავალამაზოთ ზამთარში სახლი და ეზო მინიმალური რესურსით - რჩევები ზურა შევარდნაძისგან
როგორ გავალამაზოთ ზამთარში სახლი და ეზო მინიმალური რესურსით - რჩევები ზურა შევარდნაძისგან

ცნო­ბილ მე­ბა­ღეს ზურა შე­ვარ­დნა­ძეს გა­სულ კვი­რას სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ თა­ვის სა­მო­თხე­ში ვეწ­ვი­ეთ. გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი, ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზიც აქვს - 11 დე­კემ­ბერს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მამა გახ­და. ჩვილს ბე­ბი­ის სა­ხე­ლი - ესმა და­არ­ქვა. ახალ­ბე­და მა­მამ გვი­თხრა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის პა­ტა­რამ უკვე ის მო­ა­ხერ­ხა, რომ მა­მი­კოს სა­ოც­რად აბედ­ნი­ე­რებს...

შე­ვარ­დნა­ძის ბაღი ამ უფე­რულ­სა და ცივ სე­ზონ­ზეც ყვა­ვის, იქ სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე, ფერი ზე­ი­მობს. ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა ზამ­თარ­ში სა­კუ­თა­რი ბა­ღი­სა და გა­რე­მოს გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ჩვენც ვკი­თხეთ, ანუ რო­გორ გა­ვა­ლა­მა­ზოთ გა­რე­მო ისე, რო­დე­საც ამის­თვის დიდი რე­სურ­სი არ გვაქვს.

- ეს არც ისე რთუ­ლია, ად­ვი­ლად გა­მო­გი­ვათ, თუნ­დაც იმ ხი­ლით, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში იყი­დით, კი, ნამ­დვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ ირ­გვლივ პა­ტა­რა ზე­ი­მის მო­წყო­ბა ეზო­ში, მა­გი­და­ზე, ფან­ჯრის რა­ფა­ზე... ოღონდ, ისე უნდა და­ვა­წყოთ და გან­ვა­ლა­გოთ, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი გა­ხა­ლის­დეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე გოგ­რის და­დე­ბაც, მა­ნამ­დე, სა­ნამ მის დაჭ­რას და მო­ხარ­შვას გა­და­წყვეტთ. იქვე რამ­დე­ნი­მე გირჩსაც თუ მი­ვუ­წყობთ და ერთ-ორ ხი­დან ჩა­მო­ვარ­დნილ ფო­თოლს მი­ვუ­დებთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ცო­ცხლდე­ბა - ასე ცოტა ყოფ­ნის... უბ­რა­ლოდ უნდა ვის­წავ­ლოთ ამ ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვა. ასე ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან თუ გა­ვა­ხა­ლი­სებთ სა­კუ­თარ კუ­თხე­ებს, თო­რემ წა­ი­ღო ბაზ­რე­ბი პლასტმა­სმა, პო­ლი­ე­თი­ლენ­მა. ხე­ლოვ­ნუ­რია ნაძ­ვის ხის მორ­თუ­ლო­ბაც - ფსევ­დო და ცოტა სა­ხი­ფა­თოც გახ­და, რაც გულ­და­სა­წყვე­ტია.

ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, ბუ­ნე­ბის სხვა­ნა­ი­რი აღ­ქმა ვის­წავ­ლოთ და შემ­დგომ ეს ჩვე­ნი გა­რე­მოს გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად გა­მოვ­ხა­ტოთ.

- ნაძ­ვის ხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა მი­თი­თე­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვცეთ?

- მომ­ხრე არ ვარ, რომ ნაძ­ვის ხე აუ­ცი­ლებ­ლად ცო­ცხა­ლი იყოს. მე ის მშრა­ლი ტო­ტე­ბის­გან ავა­წყე. ან არ მეს­მის სა­ერ­თოდ, რა სა­ჭი­როა ნაძ­ვის ხე მა­შინ, როცა გვაქვს ჩი­ჩი­ლა­კი და ასე­ვე მისი შექ­მნის ასე­თი მშვე­ნი­ე­რი ტრა­დი­ცია. იქ­ნებ შე­ვეშ­ვათ ცო­ცხა­ლი ნაძ­ვის, ფიჭ­ვის კაფ­ვას. კმა­რა ამ­დე­ნი ულ­მო­ბე­ლი ხერ­ხვა და ჩეხ­ვა! ევ­რო­პა­ში სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხე­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პლან­ტა­ცი­ე­ბი აქვთ, სა­დაც ნაძ­ვებს აშე­ნე­ბენ. კარ­გია, როცა შენი დარ­გუ­ლია და იმას ჭრი და თან, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს მოყ­ვა­ნილ კომ­ბოს­ტოს ან პა­მი­დორს ჰგავს, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ხე­ლით წყვეტ და ჭრი. თუმ­ცა რო­დე­საც ტყე­ში ჭრი უდი­დეს სა­გან­ძურს, იმ გა­რე­მოს ყო­ველ წელს ხომ გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას აკ­ლებ, რაც იქა­უ­რო­ბა სა­ში­ნელ სა­ნა­ხავს ხდის...

სა­ოც­რად მიყ­ვარს შე­მოდ­გო­მით ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი ისე, რომ ოპე­რა­ში წას­ვლას იქ წას­ვლა მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს სა­ა­ხალ­წლოდ ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი - როცა ამ­დე­ნი დაკ­ლუ­ლი ფრინ­ვე­ლი და სა­ქო­ნე­ლი დახ­ლებ­ზე დევს და შუ­ა­ლე­დებ­ში დაჭ­რი­ლი ნაძ­ვის ტო­ტე­ბი აწყვია. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ეს არის მა­რაზ­მი!

ასე­თი ეპი­ზო­დე­ბით ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ერი უცებ გარ­და­ვი­სა­ხე­ბით კა­ნი­ბა­ლე­ბად!.. ამ­დე­ნი კი­სერ­მოგ­რე­ხი­ლი ინ­და­უ­რი, ქა­თა­მი, მოჭ­რი­ლი ღო­რის თავ-ფეხი, ბუ­ნე­ბი­დან გა­მო­ჩე­ხი­ლი ტოტი სხვა რა არის? ამი­ტო­მაც არ დავ­დი­ვარ ამ დროს ბა­ზარ­ში. იქ­ნებ შემ­დეგ წელს მა­ინც შევ­ძლოთ ამ სა­ში­ნე­ლი ჩვე­ვის დათ­მო­ბა?!

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორ გავალამაზოთ ზამთარში სახლი და ეზო მინიმალური რესურსით - რჩევები ზურა შევარდნაძისგან

როგორ გავალამაზოთ ზამთარში სახლი და ეზო მინიმალური რესურსით - რჩევები ზურა შევარდნაძისგან

ცნობილ მებაღეს ზურა შევარდნაძეს გასულ კვირას სხვადასხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ თავის სამოთხეში ვეწვიეთ. გახარებული იყო ჩვენი მასპინძელი, ამისთვის სერიოზული მიზეზიც აქვს - 11 დეკემბერს ქალიშვილი შეეძინა, მამა გახდა. ჩვილს ბებიის სახელი - ესმა დაარქვა. ახალბედა მამამ გვითხრა, რომ რამდენიმე დღის პატარამ უკვე ის მოახერხა, რომ მამიკოს საოცრად აბედნიერებს...

შევარდნაძის ბაღი ამ უფერულსა და ცივ სეზონზეც ყვავის, იქ სხვადასხვა მცენარე, ფერი ზეიმობს. ამიტომ რამდენიმე რჩევა ზამთარში საკუთარი ბაღისა და გარემოს გასახალისებლად ჩვენც ვკითხეთ, ანუ როგორ გავალამაზოთ გარემო ისე, როდესაც ამისთვის დიდი რესურსი არ გვაქვს.

- ეს არც ისე რთულია, ადვილად გამოგივათ, თუნდაც იმ ხილით, რომელსაც ამ პერიოდში იყიდით, კი, ნამდვილად შეგიძლიათ ირგვლივ პატარა ზეიმის მოწყობა ეზოში, მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე... ოღონდ, ისე უნდა დავაწყოთ და განვალაგოთ, რომ გარშემო ყველაფერი გახალისდეს. შესაძლებელია ასევე გოგრის დადებაც, მანამდე, სანამ მის დაჭრას და მოხარშვას გადაწყვეტთ. იქვე რამდენიმე გირჩსაც თუ მივუწყობთ და ერთ-ორ ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლს მივუდებთ, ყველაფერი გაცოცხლდება - ასე ცოტა ყოფნის... უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრის დანახვა. ასე ბუნებრივი მასალისგან თუ გავახალისებთ საკუთარ კუთხეებს, თორემ წაიღო ბაზრები პლასტმასმა, პოლიეთილენმა. ხელოვნურია ნაძვის ხის მორთულობაც - ფსევდო და ცოტა სახიფათოც გახდა, რაც გულდასაწყვეტია.

ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბუნების სხვანაირი აღქმა ვისწავლოთ და შემდგომ ეს ჩვენი გარემოს გასახალისებლად გამოვხატოთ.

- ნაძვის ხეებთან დაკავშირებით რა მითითებები შეგიძლიათ მოგვცეთ?

- მომხრე არ ვარ, რომ ნაძვის ხე აუცილებლად ცოცხალი იყოს. მე ის მშრალი ტოტებისგან ავაწყე. ან არ მესმის საერთოდ, რა საჭიროა ნაძვის ხე მაშინ, როცა გვაქვს ჩიჩილაკი და ასევე მისი შექმნის ასეთი მშვენიერი ტრადიცია. იქნებ შევეშვათ ცოცხალი ნაძვის, ფიჭვის კაფვას. კმარა ამდენი ულმობელი ხერხვა და ჩეხვა! ევროპაში საახალწლოდ ნაძვის ხეებისთვის სპეციალური პლანტაციები აქვთ, სადაც ნაძვებს აშენებენ. კარგია, როცა შენი დარგულია და იმას ჭრი და თან, სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის. ეს ყველაფერი შენს მოყვანილ კომბოსტოს ან პამიდორს ჰგავს, რომელსაც საკუთარი ხელით წყვეტ და ჭრი. თუმცა როდესაც ტყეში ჭრი უდიდეს საგანძურს, იმ გარემოს ყოველ წელს ხომ გარკვეულ რაოდენობას აკლებ, რაც იქაურობა საშინელ სანახავს ხდის...

საოცრად მიყვარს შემოდგომით ბაზარში სიარული ისე, რომ ოპერაში წასვლას იქ წასვლა მირჩევნია, მაგრამ საშინლად არ მიყვარს საახალწლოდ ბაზარში სიარული - როცა ამდენი დაკლული ფრინველი და საქონელი დახლებზე დევს და შუალედებში დაჭრილი ნაძვის ტოტები აწყვია. წინასაახალწლოდ ეს არის მარაზმი!

ასეთი ეპიზოდებით ცივილიზებული ერი უცებ გარდავისახებით კანიბალებად!.. ამდენი კისერმოგრეხილი ინდაური, ქათამი, მოჭრილი ღორის თავ-ფეხი, ბუნებიდან გამოჩეხილი ტოტი სხვა რა არის? ამიტომაც არ დავდივარ ამ დროს ბაზარში. იქნებ შემდეგ წელს მაინც შევძლოთ ამ საშინელი ჩვევის დათმობა?!

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და, ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 429 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა