პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს
ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს

ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას სარ­ჩე­ლი გა­ნი­ხი­ლა, რო­მე­ლიც მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნა. ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბუ­ლი იმ აქ­ტის გა­უქ­მე­ბას ითხო­ვენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი კონ­და­ხი­ში­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქტი ფორ­მა­ლუ­რად არის გა­ცე­მუ­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­მი­ნის­ტრომ სა­კი­თხი სა­თა­ნა­დოდ არ შე­ის­წავ­ლა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბა­თი­ლად სცნობს სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მულ აღ­ნიშ­ნულ აქტს.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აშ­კა­რა გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა სა­ვიც­კა­ია, იმ­ყო­ფე­ბა აშ­კა­რად უკა­ნო­ნო დევ­ნის ქვეშ. მას­ზე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზე­წო­ლას უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა და არა­ერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იქნა წარ­დგე­ნი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში- პირ­და­პი­რი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი იმის, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რო­გორ აღ­წერს, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა იყო აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­გორ მოხ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­კერ­ვა და მათ­თვის არა­სა­სურ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის გა­რე­მოც­ვის და­პა­ტიმ­რე­ბა, რათა შემ­დგომ­ში მათ­გან მი­ე­ღოთ სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ა­უქ­მებს სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ულ ფორ­მა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმის თა­ო­ბა­ზე და და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტროს, რომ მი­ე­ნი­ჭოს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი,"- გან­მარ­ტა ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სხვა გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია, ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თა­რი და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის გამო ეში­ნია. სა­ვიც­კა­ი­ას თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა მას სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მულ აქტს გა­ა­უქ­მებს.

ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­სა­მარ­თლო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ლე­ვან ბარ­და­ვე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ას­თან ჩა­ტარ­და გა­სა­უბ­რე­ბა, ან­კე­ტი­რე­ბა და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა, მოკ­ვლე­უ­ლი იქნა მა­სა­ლე­ბი და სა­მი­ნის­ტრომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ვიც­კას­თან მი­მარ­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­მე­წარ­მეუ სუ­ბი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

"ქალ­ბა­ტონ­მა ირი­ნა სა­ვიც­კა­ი­ამ მო­მარ­თა ჩვენს სა­მი­ნის­ტროს მის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით. ის თა­ვის მო­თხოვ­ნას სა­ფუძ­ვლად უდებ­და იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ თით­ქოს­და, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან მი­მარ­თე­ბით-რო­გორც ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევრთან მი­მარ­თე­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს დევ­ნა­სა და შე­ვიწ­რო­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით. ეს სა­კი­თხე­ბი შეს­წავ­ლი­ლი იქნა ჩვენს მიერ და მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ხოლო პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა ან ამ­გვა­რის შე­საძ­ლო სა­მო­მავ­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საფრ­თხე, ჩვენ ვთვლით, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბით ად­გი­ლი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ლე­ვან ბარ­და­ვე­ლი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა და მოს­მე­ნე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და 29 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლო გა­მო­ა­ცხა­დებს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით, თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე სა­სა­მარ­თლო უარს იტყვის სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, ირი­ნა სა­ვიც­კას უფ­ლე­ბათ­დამ­ცვე­ლე­ბი მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.

"30 დე­კემ­ბერს 6 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ეწუ­რე­ბა, დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ამ ეტა­პამ­დე მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხელს შეგ­ვი­წყობს მისი სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

ირი­ნა სა­ვიც­კა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს. ის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "leader distribution"-ის ბუ­ღალ­ტე­რია, ამას­თა­ნა­ვე არის უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტი და სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი რი­ბალ­კას მე­გო­ბა­რი. უფ­ლე­ბათ­დამ­ცვე­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწო­რედ რი­ბალ­კას დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის სურთ სა­ვიც­კა­ი­ას გა­მო­ყე­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­ვიც­კა­ი­ას ექ­სტრა­დი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს

ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს

ირინა სავიცკაიას უფლებადამცველებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის ირინა სავიცკაიას სარჩელი განიხილა, რომელიც მისმა უფლებადამცველებმა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა. ირინა სავიცკაიას უფლებადამცველები ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული იმ აქტის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა. ირინა სავიცკაიას ადვოკატი გიორგი კონდახიშივილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი ფორმალურად არის გაცემული, ვინაიდან სამინისტრომ საკითხი სათანადოდ არ შეისწავლა.

უფლებადამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ბათილად სცნობს სამინისტროს მიერ გაცემულ აღნიშნულ აქტს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე აშკარა გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე, ქალბატონი ირინა სავიცკაია, იმყოფება აშკარად უკანონო დევნის ქვეშ. მასზე ახორციელებენ ზეწოლას უკრაინის სამართალდამველი ორგანოები, პროკურატურა და არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იქნა წარდგენილი სასამართლოში- პირდაპირი ვიდეო ჩანაწერი იმის, უკრაინის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როგორ აღწერს, თუ რა პოლიტიკური დაკვეთა იყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორ მოხდა სისხლის სამართლის საქმეების ხელოვნურად შეკერვა და მათთვის არასასურვილი პოლიტიკური ფიგურების გარემოცვის დაპატიმრება, რათა შემდგომში მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გააუქმებს სამინისტროს მიერ მიღეულ ფორმალურ გადაწყვეტილებას, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და დაავალდებულებს შესაბამის სამინისტროს, რომ მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი,"- განმარტა ირინა სავიცკაიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ სხვა გზით შეუძლებელია, ირინა სავიცკაიამ ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები განახორციელოს.

საქმის არსებითი განხილვისას ირინა სავიცკაიამ მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარი და მცირეწლოვანი შვილის კეთილდღეობის გამო ეშინია. სავიცკაიას თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა მას სამართლიანი სასამართლო პროცესით ვერ უზრუნველყოფს და იმედი გამოთქვა, რომ ქართული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემულ აქტს გააუქმებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ განმარტა, რომ ირინა სავიცკაიასთან ჩატარდა გასაუბრება, ანკეტირება და კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, მოკვლეული იქნა მასალები და სამინისტრომ მიიჩნია, რომ სავიცკასთან მიმართებით მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც დაკავშირებულია გარკვეული სამეწარმეუ სუბიექტების საქმიანობასთან.

"ქალბატონმა ირინა სავიცკაიამ მომართა ჩვენს სამინისტროს მისთვის თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. ის თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ თითქოსდა, უკრაინის ხელისუფლება მასთან მიმართებით-როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის წევრთან მიმართებით, ახორციელებს დევნასა და შევიწროვებას პოლიტიკური მოტივებით. ეს საკითხები შესწავლილი იქნა ჩვენს მიერ და მივიჩნიეთ, რომ მასთან მიმართებით მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნა ან ამგვარის შესაძლო სამომავლოდ განხორციელების საფრთხე, ჩვენ ვთვლით, რომ მასთან მიმართებით ადგილი არ აქვს", - განაცხადა წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ.

სასამართლო განხილვა და მოსმენები დასრულებულია და 29 დეკემბერს სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. გიორგი კონდახიშვილის თქმით, თუ სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე სასამართლო უარს იტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ირინა სავიცკას უფლებათდამცველები მას აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.

"30 დეკემბერს 6 თვიანი პატიმრობა ეწურება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპამდე მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც აბსოლუტურად ხელს შეგვიწყობს მისი საპატიმროდან გათავისუფლების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია "leader distribution"-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი. უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.

სალომე აბულაშვილი

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი