პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა
რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გორ­ში ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, დევ­ნი­ლი არ არის, მისი მე­უღ­ლე არის დევ­ნი­ლი - ეს ოჯა­ხი ცხოვ­რობს მა­მა­კა­ცის მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში და ისი­ნი ბი­ნას ვერ მი­ი­ღებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, გიგა გი­ორ­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ბინა გა­და­ე­ცე­მა ისეთ ოჯა­ხებს, რომ­ლებ­საც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ აქვთ ან ნგრე­ვად შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"გორ­ში 480 ოჯა­ხის­თვის რვა 10 - სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი აშენ­და. ეს არის იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ნგრე­ვად და სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რობს და ასე­ვე იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, ვინც ყვე­ლა­ზე უფრო შე­ჭირ­ვე­ბუ­ლია და არ გა­აჩ­ნია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

ამ კორ­პუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 1200 გა­ნა­ცხა­დი მი­ვი­ღეთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უნდა გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი - ვინ მი­ი­ღებს პირ­ველ რიგ­ში და ვინ შემ­დეგ ეტაპ­ზე. ჩვენ ვა­კე­თებთ მო­ნი­ტო­რინგს - ოჯახს ვა­მოწ­მებთ, ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ხომ არ აქვთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, თან ეს არ უნდა აღ­ვიქ­ვათ რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი - კარ­გია, თუ მათ თა­ვი­ან­თი სახ­სრე­ბით შე­ი­ძი­ნეს სახ­ლი, მაგ­რამ ჩვენ ვამ­ბობთ იმას, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ერ­თბა­შად გაწ­ვდეს ყვე­ლას. ამი­ტომ, ვი­საც არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ჯერ ისი­ნი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ.

კო­მი­სი­ა­ზე, სა­დაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. შემ­დეგ მივ­დი­ვართ ად­გილ­ზე და თუ ვინ­მეს პრე­ტენ­ზია აქვს, ვის­მენთ, ვა­მოწ­მებთ და თუ რა­ი­მე ხარ­ვე­ზი გვაქვს გა­პა­რუ­ლი, ვას­წო­რებთ. ჩვენ­ზე "ზე­წო­ლას" ახ­დენს მხო­ლოდ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არა ისე­თი მუ­ქა­რა ან რა­ი­მე ქმე­დე­ბა, რო­გო­რიც დღეს გან­ხორ­ცი­ელ­და. ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა ერთ-ერ­თმა არა­დევ­ნილ­მა მა­მა­კაც­მა, რომ­ლის მე­უღ­ლეც არის დევ­ნი­ლი. ეს არა­დევ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე თა­ვის დევ­ნილ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს თა­ვის მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ოჯა­ხის მი­მართ იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პირ­ველ რიგ­ში, ბი­ნას ვაძ­ლევთ იმ ოჯა­ხებს, ვი­საც სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან ნგრე­ვად შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობს.

ჩვენ რომ მიგ­ვე­ცა ამ ოჯა­ხის­თვის ბინა, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ და პრე­ტენ­ზი­აც გა­მოთ­ქვამ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და გიგა გი­ორ­გა­ძემ.

უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნილ­მა ერთ-ერ­თმა დევ­ნილ­მა გო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. მა­მა­კაცს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. და­შა­ვე­ბუ­ლი სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ი­ყე­ნა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან და ამ­ჟა­მად გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სვე­ნეთ­ში ერთ-ერთ ამორ­ტი­ზე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ. და­შა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფია და ქი­მი­ის კურ­სი უტარ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, თა­ვა­დაც ეპი­ლეფ­სი­ი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ოჯახს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ჰყავს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა

რა კომენტარს აკეთებს მინისტრის მოადგილე დევნილის შესახებ, რომელმაც უბინაოდ დარჩენის შემდეგ ვენები გადაიჭრა

მამაკაცი, რომელმაც გორში ფიზიკური დაზიანება მიიყენა, დევნილი არ არის, მისი მეუღლე არის დევნილი - ეს ოჯახი ცხოვრობს მამაკაცის მამაპაპისეულ სახლში და ისინი ბინას ვერ მიიღებდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პირველ რიგში, ბინა გადაეცემა ისეთ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ ან ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.

„გორში 480 ოჯახისთვის რვა 10 - სართულიანი კორპუსი აშენდა. ეს არის იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში ცხოვრობს და ასევე იმ ოჯახებისთვის, ვინც ყველაზე უფრო შეჭირვებულია და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი.

ამ კორპუსებთან დაკავშირებით, 1200 განაცხადი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - ვინ მიიღებს პირველ რიგში და ვინ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს - ოჯახს ვამოწმებთ, ვიღებთ ინფორმაციებს, ხომ არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, თან ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც დანაშაული - კარგია, თუ მათ თავიანთი სახსრებით შეიძინეს სახლი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შეუძლებელია სახელმწიფო ერთბაშად გაწვდეს ყველას. ამიტომ, ვისაც არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, ჯერ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ.

კომისიაზე, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, ინდივიდუალურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შემდეგ მივდივართ ადგილზე და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ვისმენთ, ვამოწმებთ და თუ რაიმე ხარვეზი გვაქვს გაპარული, ვასწორებთ. ჩვენზე „ზეწოლას“ ახდენს მხოლოდ არგუმენტაციები და მტკიცებულებები და არა ისეთი მუქარა ან რაიმე ქმედება, როგორიც დღეს განხორციელდა. ფიზიკური დაზიანება მიიყენა ერთ-ერთმა არადევნილმა მამაკაცმა, რომლის მეუღლეც არის დევნილი. ეს არადევნილი მოქალაქე თავის დევნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის მამაპაპისეულ სახლში. ჩვენი გადაწყვეტილება ამ ოჯახის მიმართ იყო აბსოლუტურად სწორი იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, ბინას ვაძლევთ იმ ოჯახებს, ვისაც საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ან ნგრევად შენობაში ცხოვრობს.

ჩვენ რომ მიგვეცა ამ ოჯახისთვის ბინა, სხვა მოქალაქეები მოვიდოდნენ და პრეტენზიაც გამოთქვამდნენ“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.

დაზარალებულის განცხადებით, თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. მათი განცხადებით, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობენ. დაშავებულის მეუღლის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიის კურსი უტარდება. მისივე თქმით, თავადაც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია