სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ
აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ

ყი­რი­მის შემ­დეგ, მკვდა­რი დელ­ფი­ნე­ბი შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის აფხა­ზე­თის ნა­წილ­შიც გა­მო­ი­რი­ყა... ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ად­რი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­ნიშ­ნეს მკვდა­რი დელ­ფი­ნე­ბი... კრას­ნო­და­რის მხა­რის პრო­კუ­რო­რის, სერ­გეი ტა­ბელსკის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში ეს ფაქ­ტი უკვე სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბებს იძენს.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ჭი­სა და ანა­პის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 180 მკვდა­რი დელ­ფი­ნი იპო­ვეს. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, არა­ნაკ­ლებ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე, თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში მკვდა­რი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის აღ­რი­ცხვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ვერ ხერ­ხდე­ბა...

აფხა­ზე­თის ე.წ. ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი რო­მან დბა­რის გან­მარ­ტე­ბით, რე­გი­ო­ნის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე, ყო­ველ­წლი­უ­რად, 20-მდე დელ­ფი­ნი იღუ­პე­ბა. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­სა და ვირუს­თან ერ­თად, წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც არის, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ხში­რად, ისი­ნი ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის ხე­ლით იღუ­პე­ბი­ან, - მე­თევ­ზე­ე­ბი კამ­ბა­ლას და­სა­ჭე­რად 188 მი­ლი­მეტ­რი­ან ბა­დე­ებს იყე­ნე­ბენ, რა­შიც დელ­ფი­ნე­ბიც ებ­მე­ბი­ან და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, იღუ­პე­ბი­ან...

"თუმ­ცა, რო­გორც ბევ­რი სხვა, ეს სფე­როც, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია და კო­რუფ­ცი­უ­ლად იმარ­თე­ბა, რაც ძა­ლი­ან მალე ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნებს...", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დელ­ფი­ნე­ბის და­ხოც­ვის მი­ზე­ზი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და ზღვა­ში მო­ბი­ნად­რე პა­რა­ზი­ტე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ჩნდე­ბი­ან... ასე­ვე, მათ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას იწ­ვევს წყალ­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, მათი და­ა­ვა­დე­ბა თევზსა­ჭე­რის ბა­დე­ე­ბი­სა და, ზო­გა­დად, არა­ლე­გა­ლი მე­თევ­ზე­ე­ბის გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლის შე­დე­გი იყო, თუმ­ცა ეს ვერ­სია ამ­ჟა­მად არ დას­ტურ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დელ­ფი­ნე­ბის მა­სორ­ბი­ვი სიკ­ვდი­ლი და­ფიქ­სირ­და ყუ­ბან­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 200-ზე მეტი მკვდა­რი დელ­ფი­ნი გა­მო­ი­რი­ყა. ად­გი­ლობ­რივ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის შეს­წავ­ლა მა­შინ­ვე და­ი­წყო, თუმ­ცა, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის ან კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ.

ზო­გა­დად, აფხა­ზეთ­ში, ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფა­ზე წლე­ბია სა­უბ­რო­ბენ - ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა უკონ­ტრო­ლო თევ­ზჭე­რაა, რომ­ლის კონ­ტრო­ლი ვერა და ვერ მო­ხერ­ხდა. თა­ვის მხრივ, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თავს იმარ­თლებს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი თევ­ზჭე­რით თავს ირ­ჩენს და ძნე­ლია ასეთ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით აგე­ბი­ნო...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ

აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ

ყირიმის შემდეგ, მკვდარი დელფინები შავი ზღვის აკვატორიის აფხაზეთის ნაწილშიც გამოირიყა... ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე ადგილას ადრიანი გაზაფხულიდან შენიშნეს მკვდარი დელფინები... კრასნოდარის მხარის პროკურორის, სერგეი ტაბელსკის განცხადებით, ბოლო ხანებში ეს ფაქტი უკვე სახიფათო მასშტაბებს იძენს.

ბოლო მონაცემებით, სოჭისა და ანაპის სანაპიროებზე, დაახლოებით 180 მკვდარი დელფინი იპოვეს. აფხაზური მედიის თქმით, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთის სანაპირო ზოლზე, თუმცა, რეგიონში მკვდარი ძუძუმწოვრების აღრიცხვა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ხერხდება...

აფხაზეთის ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარის განმარტებით, რეგიონის სანაპირო ზოლზე, ყოველწლიურად, 20-მდე დელფინი იღუპება. სიკვდილიანობის მიზეზი ინტოქსიკაციასა და ვირუსთან ერთად, წყლის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც არის, თუმცა ყველაზე ხშირად, ისინი ბრაკონიერების ხელით იღუპებიან, - მეთევზეები კამბალას დასაჭერად 188 მილიმეტრიან ბადეებს იყენებენ, რაშიც დელფინებიც ებმებიან და გარკვეული დროის შემდეგ, იღუპებიან...

"თუმცა, როგორც ბევრი სხვა, ეს სფეროც, მოუწესრიგებელია და კორუფციულად იმართება, რაც ძალიან მალე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დაგვაყენებს...", - წერს აფხაზური მედია.

რუსი სპეციალისტების ინფორმაციით, დელფინების დახოცვის მიზეზი ვირუსული ინფექცია და ზღვაში მობინადრე პარაზიტები გახდა, რომლებიც ძუძუმწოვრების ორგანიზმში ჩნდებიან... ასევე, მათ ინტოქსიკაციას იწვევს წყალში არსებული არაჯანსაღი საკვები პროდუქტები.

თავდაპირველი ვერსიით, მათი დაავადება თევზსაჭერის ბადეებისა და, ზოგადად, არალეგალი მეთევზეების გულგრილი დამოკიდებულის შედეგი იყო, თუმცა ეს ვერსია ამჟამად არ დასტურდება.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელფინების მასორბივი სიკვდილი დაფიქსირდა ყუბანში, სადაც რამდენიმე თვეში, 200-ზე მეტი მკვდარი დელფინი გამოირიყა. ადგილობრივმა პროკურატურამ საქმის შესწავლა მაშინვე დაიწყო, თუმცა, შესაბამის სამსახურებს პრევენციული სამუშაობის დაწყების ან კონკრეტული შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

ზოგადად, აფხაზეთში, ეკოლოგიურ კატასტროფაზე წლებია საუბრობენ - ყველაზე მთავარი პრობლემა უკონტროლო თევზჭერაა, რომლის კონტროლი ვერა და ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა თავს იმართლებს, რომ ძალიან ბევრი ოჯახი თევზჭერით თავს ირჩენს და ძნელია ასეთ ადამიანებს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგებინო...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?