მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ
სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სას მე­დი­კა­მენ­ტებ­თან ერ­თად სა­სურ­ვე­ლია დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის - სის­ხლში შაქ­რის დო­ნის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც. გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია დი­ე­ტას­თან მათი შერ­წყმა. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რად აქ­ვე­ი­თე­ბენ სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს.

სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი­დან შაქ­რის დო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნეგო, კრა­ზა­ნა, დაფ­ნის ფო­თო­ლი, მრა­ვალ­ძარ­ღვა, წი­თე­ლი მოც­ვის, ჟო­ლოს, შავი მო­ცხა­რი­სა და მარ­წყვის ფოთ­ლე­ბი, ჭინ­ჭა­რი, მინ­დვ­რის შვი­ტა, ას­კი­ლის, ან­წლი­სა და კუ­ნე­ლის ნა­ყო­ფი, ორო­ვან­დი­სა და ბურ­ბუ­შე­ლას ფეს­ვე­ბი, ტო­პი­ნამ­ბუ­რი, კაკ­ლის ხი­დე­ბი და ნორ­ჩი ფოთ­ლე­ბი, ვარდკა­ჭა­ჭა, არ­ყის კვირ­ტე­ბი და სხვა.

კა­კა­ლი. კაკ­ლის უღ­ლის ნა­ხარ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს აუმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბას. 40 გრამს და­ას­ხით 0,5 ლიტ­რი წყა­ლი და ნელ ცე­ცხლზე ერთი სა­ა­თი ადუ­ღეთ. ყო­ვე­ლი ჭა­მის წინ, ჭა­მამ­დე 10-15 წუ­თით ადრე, თითო სა­დი­ლის კოვ­ზი ნა­ხარ­ში უნდა მი­ი­ღოთ. ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა კაკ­ლის მა­ის­ში დაკ­რე­ფი­ლი ფოთ­ლე­ბის ნა­ყე­ნიც: გა­მომშრა­ლი ფოთ­ლე­ბი

წვრი­ლად და­ჭე­რით, ერთ სა­დი­ლის კოვ­ზს და­ას­ხით ერთი ჭიქა მდუ­ღა­რე წყა­ლი, ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ადუ­ღეთ, შემ­დეგ გად­მოდ­გით, გა­ა­ცი­ვეთ, გა­და­წუ­რეთ და სვით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­ბა­რი ულუ­ფე­ბით. მისი მი­ღე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა. ეს ნა­ყე­ნი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, არა­მედ ჩიყ­ვის, ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბის, კის­ტე­ბი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დრო­საც.

შვრია. სის­ხლში შაქ­რის დო­ნის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შვრი­ის მარ­ცვა­ლი და ჩენ­ჩო. აი­ღეთ ერთი სა­დი­ლის კოვ­ზი მარ­ცვა­ლი (სა­სურ­ვე­ლია, ჩენ­ჩო­ი­ა­ნად), და­ას­ხით 1,5 ჭიქა მდუ­ღა­რე წყა­ლი და 15 წუთი ადუ­ღეთ ნელ ცე­ცხლზე. გა­ყა­ვით 3-4 ულუ­ფად (არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თა­ნა­ბა­რი იყოს), მი­ი­ღეთ ჭა­მამ­დე 15 წუ­თით ადრე. ნა­ხარ­ში შე­ი­ნა­ხეთ მა­ცი­ვარ­ში.

და­რი­ჩი­ნი. დღე­ში ნა­ხე­ვა­რი ჩაის კოვ­ზი და­რი­ჩი­ნი საკ­მა­რი­სია, რომ სის­ხლში შაქ­რის დონე და­იქ­ვე­ი­თოთ. ამ თვალ­საზ­რი­სით და­რი­ჩი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის. ის, გარ­და იმი­სა, რომ ეფექ­ტუ­რად არე­გუ­ლი­რებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს, ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად­გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბა­დაც გვევ­ლი­ნე­ბა. სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით და­რი­ჩი­ნი შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ი­შიც ჩა­ა­მა­ტოთ. ის მხო­ლოდ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის კი არ არის სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მათ­თვი­საც, ვი­საც სის­ხლში შაქ­რის ფა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. აღ­მოჩ­ნდა, რომ და­რი­ჩი­ნის აქ­ტი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტია წყალ­ში ხსნა­დი პო­ლი­ფე­ნო­ლი. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ინ­სუ­ლი­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა იმი­ტი­რე­ბას ახ­დენს - ააქ­ტი­უ­რებს ამ ჰორ­მო­ნის მიმ­ღებ რე­ცეპ­ტო­რებს და უჯრე­დებ­ში ინ­სუ­ლი­ნის მსგავ­სად "მუ­შა­ობს". ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა-გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 3-5 გრა­მი და­რი­ჩი­ნი ოცი და მეტი პრო­ცენ­ტით ამ­ცი­რებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს. Gგარ­და ამი­სა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს სა­ნე­ლე­ბე­ლი ცხი­მე­ბი­სა და "ცუდი ქო­ლეს­ტე­რი­ნის" დო­ნე­საც აქ­ვე­ი­თებს, ანე­იტ­რა­ლებს თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებს, ხელს უშ­ლის სის­ხლის შე­დე­დე­ბას, ახა­სი­ა­თებს ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა - აჩე­რებს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მთა ზრდას.

მი­ხა­კი. სის­ხლში შაქ­რის დო­ნის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და სის­ხლძარ­ღვთა გა­საწ­მენ­დად აი­ღეთ 20 ცალი მი­ხა­კი (სა­ნე­ლე­ბე­ლი და არა ყვა­ვი­ლი), და­ას­ხით ერთი ჩაის ჭიქა მდუ­ღა­რე წყა­ლი, და­ა­ხუ­რეთ თავ­სა­ხუ­რი და მთე­ლი ღამე გა­ა­ჩე­რეთ. და­ლი­ეთ 1/3 ჭიქა დღე­ში სამ­ჯერ, ჭა­მამ­დე 30 წუ­თით ადრე. სა­ღა­მოს ამ ოც მი­ხაკს კი­დევ ათი ცალი და­ა­მა­ტეთ, და­ას­ხით მდუ­ღა­რე და ისევ მთე­ლი ღამე გა­ა­ჩე­რეთ თავ­და­ხუ­რულ ჭურ­ჭელ­ში. მე­ო­რე დღეს იმა­ვე ოდე­ნო­ბით მი­ი­ღეთ. ამის შემ­დეგ ახა­ლი ნა­ყე­ნი მო­ამ­ზა­დეთ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 6 თვეა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას მედიკამენტებთან ერთად სასურველია დამხმარე საშუალებების - სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან მათი შერწყმა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებიც ეფექტურად აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.

სამკურნალო მცენარეებიდან შაქრის დონის ნორმალიზებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას ფესვები, ტოპინამბური, კაკლის ხიდები და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვა.

კაკალი. კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას. 40 გრამს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. ყოველი ჭამის წინ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი ნახარში უნდა მიიღოთ. ძალზე სასარგებლოა კაკლის მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: გამომშრალი ფოთლები

წვრილად დაჭერით, ერთ სადილის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. მისი მიღება ერთი წლის განმავლობაშიც კი შეიძლება. ეს ნაყენი რეკომენდებულია არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის, არამედ ჩიყვის, ათეროსკლეროზული პროცესების, კისტებისა და მაღალი არტერიული წნევის დროსაც.

შვრია. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად გამოიყენება შვრიის მარცვალი და ჩენჩო. აიღეთ ერთი სადილის კოვზი მარცვალი (სასურველია, ჩენჩოიანად), დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაყავით 3-4 ულუფად (არ არის აუცილებელი, თანაბარი იყოს), მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

დარიჩინი. დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს". ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. Gგარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.

მიხაკი. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვთა გასაწმენდად აიღეთ 20 ცალი მიხაკი (სანელებელი და არა ყვავილი), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მთელი ღამე გააჩერეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. საღამოს ამ ოც მიხაკს კიდევ ათი ცალი დაამატეთ, დაასხით მდუღარე და ისევ მთელი ღამე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დღეს იმავე ოდენობით მიიღეთ. ამის შემდეგ ახალი ნაყენი მოამზადეთ. მკურნალობის კურსი 6 თვეა.

განაგრძეთ კითხვა

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს