საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვემო ქართლის გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შეაფასა
ქვემო ქართლის გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შეაფასა

ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გრი­გოლ ნემ­სა­ძემ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან ალექ­სან­დრე მეტ­რე­ველ­თან ერ­თად წალ­კის, თეთ­რი­წყა­რო­სა და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გრი­გოლ ნემ­სა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ფა­სა და უკვე შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ად­გილ­ზე პი­რა­დად გა­ეც­ნო.

"2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში 58 000 000 ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის 400-მდე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექტს შო­რის მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნახ­ლდა ცენ­ტრა­ლუ­რი და შიდა გზე­ბი, რომ­ლებ­საც ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ ჩა­ტა­რე­ბია. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და 60-მდე სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ამ­ჟა­მად წალ­კის, მარ­ნე­უ­ლის, გარ­დაბ­ნი­სა და რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 ახა­ლი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბა. რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით რე­ა­ბი­ლი­ტირ­და 60-მდე სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტი.

მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ახა­ლი ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. წყალ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის შე­დე­გად მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 3 სო­ფელ­ში გა­და­იჭ­რა სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 5 სო­ფე­ლი 24 სა­ა­თი­ა­ნი წყალ­მო­მა­რა­გე­ბით ისარ­გებ­ლებს" - აღ­ნიშ­ნა გრი­გოლ ნემ­სა­ძემ.

ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის-გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2018 წელ­საც აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვემო ქართლის გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შეაფასა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა შეაფასა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ პირველ მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები მოინახულა.

გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა და უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო.

"2017 წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ქვემო ქართლის რეგიონში 58 000 000 ლარამდე ღირებულების 400-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განახლდა ცენტრალური და შიდა გზები, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 60-მდე საბავშვო ბაღში, ამჟამად წალკის, მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს 5 ახალი ბაღის მშენებლობა. რეგიონის მასშტაბით რეაბილიტირდა 60-მდე სპორტული ობიექტი.

მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა. წყალსადენის გაყვანის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გადაიჭრა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, რომლის დასრულების შემდეგ 5 სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს" - აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით წინა წლებთან შედარებით ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტების რაოდენობა მზარდია. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."