მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები
როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას მკი­თხვე­ლი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლობს და გვთხოვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხში­რად ვი­მუ­შა­ოთ.

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა სწო­რედ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბია - რო­დის წარ­მო­იქ­მნა, პირ­ვე­ლად სად და რო­გორ და­ფიქ­სირ­და ისი­ნი, რა­ზეც ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

"მეც­ნი­ე­რე­ბი გვარს გვა­სა­ხელს ვუ­წო­დებთ, ადა­მი­ა­ნის სა­ხელს კი - პი­როვ­ნულ, სა­კუ­თარ სა­ხელს," - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი და გან­მარ­ტავს, რომ გვა­რი ანუ გვარ­სა­ხე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა, რაც დიდი ხნის წინ წარ­მო­იქ­მნა. ჩვენ ვართ იმ ხალ­ხებს შო­რის (იტა­ლი­ე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი, ინ­გლი­სე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი, კო­რე­ე­ლე­ბი...), რომ­ლებ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ერ­თე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის. ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­ში, სა­ბუ­თებ­ში არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც აშ­კა­რაა, რომ ქარ­თუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი/გვა­რე­ბი ის­ტო­რი­ის სიღ­რმე­შია წარ­მოქ­მნი­ლი. მა­გა­ლი­თად, XII სა­უ­კუ­ნის სა­ბუთ­ში "ჟი­ნო­ვა­ნი" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არი­ან "მი­ხი­თა­რა­ის­ძე­ნი და­ვი­თის შვილ­ნი ოქ­რაი და მა­ხა­რაი, ბრა­ჭი და იო­ა­ნე". ამ სა­ბუთ­ში ოთხი ძმის - მა­ხა­რეს, ბრა­ჭის, იო­ა­ნეს და ოქ­რა­ის - მა­მის სა­ხე­ლია და­ვი­თი, ხოლო მი­ხი­თა­რა­ის­ძე გვარ­სა­ხე­ლია. ტო­ხა­ი­ძე­ე­ბის გვა­რი პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია XI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, შემ­დეგ XII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში (1260-1270 წლებ­ში, 1579 წელს). XVIII სა­უ­კუ­ნე­ში კი ტო­ხა­ის­ძე­ე­ბის გვარს სუ­ფიქ­სი შეც­ვლია: -ძე და­ბო­ლო­ე­ბას -შვი­ლი და­ბო­ლო­ე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბია (ტო­ხაშ­ვი­ლი).

რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა გვარ­სა­ხე­ლი ჭარ­მა­უ­ლი. ამ გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - "ჭარ­მა­უ­ლი ჭაჭ­ნი­აშ­ვი­ლი გრი­გოლ" - პირ­ვე­ლად 1297 წლის სა­ბუთ­შია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნილ ან­თრო­პო­ნი­მი­ულ მო­დელ­ში პირ­ვე­ლი გვა­რია, მე­ო­რე - მა­მის სა­ხე­ლი და მე­სა­მე - პი­როვ­ნუ­ლი სა­ხე­ლი. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჭარ­მა­უ­ლე­ბი XVIII სა­უ­კუ­ნის თით­ქმის ბო­ლომ­დე მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. 1779 წლის სა­ბუ­თით კი ირ­კვე­ვა, რომ ჭარ­მა­უ­ლე­ბი ამო­წყვე­ტი­ლან. XIII სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი არი­ან გა­რა­ყა­ნი­ძე­ე­ბი, 1412 წელს გვვხვდე­ბი­ან დე­დაბ­რიშ­ვი­ლე­ბი, 1472 წელს - მა­ღა­ლაშ­ვილ­თა წი­ნა­პა­რი მა­ღა­ლა­ძე­ე­ბი და ა.შ.

ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ ყვე­ლა­ზე ძველ სა­ბუთ­ში­ცაა გვა­რი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ესაა IX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი "ფავ­ნე­ლის და­წე­რი­ლი". ამ სა­ბუთ­ში გვხვდე­ბა აზ­ნა­ურ ფავ­ნე­ლე­ბის გვა­რი. აქვე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ორი გლე­ხუ­რი გვარ­სა­ხე­ლი: შუ­ლი­ას­ძე და ტა­რი­კას­ძე. 1071-1080 წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტში ბევ­რი ქარ­თუ­ლი გვა­რის ამო­კი­თხვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოვ­თვლი: ლი­პა­რი­ტის­ძე, ჯინ­ჭა­რა­ის­ძე, ჯი­ჯო­ნი­ძე, კე­პო­ის­ძე, ქვე­ლა­ი­ძე, წორ­ბე­ლი, ნერ­ჩე­ლი, ხვი­დი­ლი­ა­ნი, კორო­ფხიშ­ვი­ლი, სქე­ლა­ე­თი, შუ­ბავ­თი...

აი, ერთი ნა­წყვე­ტი 1200 წლის სა­ბუ­თი­დან: "ესე და­წე­რი­ლი და­გი­წე­რეთ ჩუენ, ხა­რა­ის­ძე­თა კუ­ი­რი­კე და ბა­სილ­მან შენ, გი­ორ­გი მუ­შე­რის­ძე­სა". ხა­რა­ის­ძე­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ მუშ­რის­ძე­ებს: "ან დღე­ი­სით­გან წაღ­მართ არა­ვინ იყოს ჩუ­ე­ნი­სა გუ­ა­რი­სა, არცა ჩუენ, კუ­ი­რი­კე და ბა­სი­ლი და არცა ჩვენ­ნი შვილ­ნი და მო­მა­ვალ­ნი სახ­ლი­სა­ნი". X სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში" და­სა­ხე­ლე­ბულ­ნი არი­ან კახი აზ­ნა­უ­რე­ბი: გოდ­რძი მგდე­უ­რი, მამა ყან­ჩე­ლი, დაჩი და ივა­ნე სხვი­ლო­სელ­ნი, ძმე­ბი სარა და გრი­გოლ ფხუ­ე­ნელ­ნი. IX სა­უ­კუ­ნი­დან საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლე­ბუ­ლია -ელ სუ­ფიქ­სი­ა­ნი გვა­რე­ბი: ჩორ­ჩა­ნე­ლი, ტბე­ლი, სა­ზუ­ე­რე­ლი, ყან­ჩა­ე­ლი, კო­რინ­თე­ლი, სხვი­ლო­სე­ლი...

ახლა "გრი­გოლ ხანძთე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში" ჩა­ვი­ხე­დოთ: "ხოლო იყო ვინ­მე აზ­ნა­უ­რი დი­დე­ბუ­ლი წი­ნა­შე აშოტ კუ­რა­პა­ლა­ტი­სა და ერ­ქვა მას სა­ხე­ლი გაბ­რი­ელ და­ფან­ჩუ­ლი, და აწ ნა­თე­სავ­თა მის­თა ჰრ­ქვი­ან და­ფან­ჩულ­ნი"; შემ­დეგ: "ამის­თვი­სა­ცა, მსგავ­სად აღ­თქმი­სა, ხანძთას შინა ელოც­ვე­ბის ყო­ველ­თა და­ფან­ჩულ­თა ვიდ­რე დღენ­დე­ლად დღემ­დე". აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე X სა­უ­კუ­ნის მოღ­ვა­წე იყო, რო­მე­ლიც აღ­წერ­და VIII სა­უ­კუ­ნის ბოლო პე­რი­ო­დი­სა და IX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის მოღ­ვა­წის გრი­გოლ ხანძთე­ლის ცხოვ­რე­ბას. ორი აზრი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს იმის შე­სა­ხებ, რომ და­ფან­ჩუ­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ავ­ტო­რი ხომ პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა: ახ­ლაც (ე.ი. ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ) გაბ­რი­ელ და­ფან­ჩუ­ლის ნა­თე­სავ­ნი (ე.ი. შთა­მო­მა­ვალ­ნი) და­ფან­ჩუ­ლის გვარს ატა­რე­ბე­ნო.

სვა­ნეთ­ში გვა­რე­ბი XIII სა­უ­კუ­ნი­დან გვაქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა სვა­ნე­თის "სულ­თა მა­ტი­ა­ნე". ამ ძეგლ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გვა­რე­ბი დღე­საც იმა­ვე სოფ­ლებ­ში არი­ან გან­სახ­ლე­ბულ­ნი. XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მა­ჭა­ხელ­ში მკვიდრმა გვა­რებ­მა ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია. XI სა­უ­კუ­ნის ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია გი­ორ­გი ქო­ჩო­ლა­ვა, აფხა­ზე­თი­სა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წე­ბელ­და­ში XIII სა­უ­კუ­ნის წარ­წე­რა­ში იკი­თხე­ბა ლუკა მარ­ტი­ნა­ვა. ხევ­ში ღუ­დუ­შა­უ­რის გვა­რი პირ­ვე­ლად 1439 წლის "გერ­გე­ტის მა­ტი­ა­ნე­შია" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმას ნამ­დვი­ლად არ ნიშ­ნავს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბი არ წარ­მო­იქ­მნე­ბო­და, ზო­გი­ერთ გვარს ახა­ლი გვა­რე­ბი გა­მო­ე­ყო.

ქარ­თუ­ლი გვა­სა­ხე­ლე­ბის სიძ­ვე­ლე­ზე მი­უ­თი­თებს აუ­ა­რე­ბე­ლი ტო­პო­ნი­მი, რომ­ლე­ბიც გვა­რის სა­ხელს ატა­რებ­დნენ. ასე­თი ტო­პო­ნი­მე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­ში, მთი­უ­ლეთ­ში, აჭა­რა­ში.

- მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ხალ­ხს ჰქონ­და გვა­რე­ბი?

- გვა­რი ყვე­ლას არ ჰქო­ნია (მა­გა­ლი­თად, თურ­ქუ­ლე­ნო­ვან ხალ­ხებს, და­ღეს­ტნე­ლებს, სომ­ხებს. ის­ლან­დი­ე­ლებს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლი დღე­საც არა აქვთ). ზო­გი­ერთ ხალ­ხში კი გვი­ან წარ­მო­იქ­მნა. ამის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს. მხო­ლოდ იმას აღ­ვნიშ­ნავ, რომ ქარ­თველ ხალ­ხში მემ­კვიდ­რე­ო­ბით სა­ხელს ანუ გვარ­სა­ხელს თა­ვი­სი ფუნ­ქცია ჰქონ­და. ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი სის­ტე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით სა­ხე­ლის არ­სე­ბო­ბას მო­ი­თხოვ­და. ფე­ო­დალს ყმა გლე­ხი მა­მულ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით ეჯდა. მი­წა­ზე მჯდო­მი გლე­ხის მა­მუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დი­ო­და, ამი­ტომ სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად სა­ჭი­რო იყო მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლი. ეს ქარ­თველ გლეხს მკვეთ­რად უშ­ლი­და ხელს ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ნაც­ვლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ფე­ო­და­ლუ­რი პე­რი­ო­დის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ზუსტ გან­სა­ზღვრას ითხოვ­და. მი­წა­ზე სა­კუთ­რე­ბაც მემ­კვიდ­რე­ო­ბით პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბო­და, რა­მაც ბევ­რად გან­სა­ზღვრა სა­კუ­თარ სა­ხელ­თა სის­ტე­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვა­რის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია იყო სა­ქორ­წი­ნო ურ­თი­ერ­თო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ჩვენ­ში ერთი სის­ხლი­სა­ნი, ნა­თე­სა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე არ ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. ამას კი გვა­რი აწეს­რი­გებ­და, რად­გან ერთი გვა­რის მა­ტა­რე­ბელ­ნი ერთი წი­ნაპ­რი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობ­დნენ. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის თით­ქმის 90%-ს წი­ნა­პა­რი მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი უდევს სა­ფუძ­ვლად. ასე რომ, გვა­რის ანუ მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი სა­ხე­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­გა­მი­უ­რო­ბი­თაც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ად­რინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რი VIII სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა - ამ დროს წარ­მო­იქ­მნა ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი?

- უფრო ად­რეა წარ­მოქ­მნი­ლი. უბ­რა­ლოდ, ად­რინ­დელ­მა წე­რი­ლო­ბით­მა ძეგ­ლებ­მა ჩე­ნამ­დე არ მო­აღ­წია. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­აზ­რე­ბას იმ დას­კვნამ­დე მივ­ყე­ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და უწყვე­ტი გა­დას­ვლა პირ­ველ­ყო­ფი­ლი გვა­რი­სა გვი­ან­დელ გვარ­ში და გვი­ან­დე­ლი გვა­რი­სა - გვარ­სა­ხელ­ში. ქარ­თუ­ლი ენა პირ­ველ­ყო­ფილ გვარ­სა და გვი­ან­დელ გვარს ერთი ტერ­მი­ნით ("გვა­რი", უფრო ადრე - "სახ­ლი") გა­მო­ხა­ტავს. რუ­სუ­ლი ენა მათ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მიჯ­ნავს - "род" და "фамилия".

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვა­რის უწყვე­ტო­ბა რომ გვქონ­და, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ამას ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა პირ­ველ­ყო­ფი­ლი გვა­რი ეგ­ზო­გა­მი­უ­რი იყო, გვა­რის შიგ­ნით არ ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. ეგ­ზო­გა­მი­უ­რია ახა­ლი დრო­ის ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი, მთე­ლი იმ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ის დო­კუ­მენ­ტებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია - ქარ­თვე­ლი თა­ვის მოგ­ვა­რე­ზე დღე­საც არ ქორ­წინ­დე­ბა, არ ქორ­წინ­დე­ბა მას­ზე, ვის­თა­ნაც სა­ერ­თო წი­ნა­პა­რი ჰყავ­და. იგი­ვე ვი­თა­რე­ბაა ყა­ბარ­დო­ე­ლებ­ში და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვე­ლა­ზე დიდ ეთ­ნოს­ში ჩი­ნე­ლებ­ში, სა­დაც მხო­ლოდ 600 გვა­რია. ჩი­ნეთ­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ლი­არდ-ნა­ხე­ვარს მი­უ­ახ­ლოვ­და და, სა­დაც ზო­გი­ერ­თი გვა­რის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბა, დღე­საც მკაც­რი ეგ­ზო­გა­მი­აა და­ცუ­ლი - ერთი გვა­რი­სა­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე არ ქორ­წინ­დე­ბი­ან...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ლოგიკურია
0

სტატიაში თვითონვე წერს ავტორი,რომ ზოგიერთ გვარი ხელობიდან გამომდინარე წარმოიშვა.მაგალითად ხაბაზი,მეყანწიშვილი,მჭედლიშვილი,მებუკე, დაა.შ.და როგორ არიან ნათესავები მაგალითად კახელი ხაბაზი და აჭარელი ხაბაზი?ან ქართლელი მჭედლიშვილი და კახელი მჭედლიშვილი?ყველა სოფელს,თუ ქალაქს თავისი ხაბაზები, მჭედლები,და სხვა ხელობის ხალხი ჰყავდა და შესაბამისად ერთმანეთის ნათესავები მხოლოდ გვარის წარმომავლობის გამო ვერ იქნებოდნენ და არც არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

ქართული გვარების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მკითხველი ყოველთვის ინტერესით კითხულობს და გვთხოვს, ამ მიმართულებით ხშირად ვიმუშაოთ.

ამჯერად ჩვენი საუბრის თემა სწორედ ქართული გვარებია - როდის წარმოიქმნა, პირველად სად და როგორ დაფიქსირდა ისინი, რაზეც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

"მეცნიერები გვარს გვასახელს ვუწოდებთ, ადამიანის სახელს კი - პიროვნულ, საკუთარ სახელს," - გვეუბნება რესპონდენტი და განმარტავს, რომ გვარი ანუ გვარსახელი მემკვიდრეობითი სახელია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ჩვენ ვართ იმ ხალხებს შორის (იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ჩინელები, კორეელები...), რომლებშიც საზოგადოების ეს სოციალური ერთეული საუკუნეებს ითვლის. ქართულ საისტორიო წყაროებში, საბუთებში არაერთი მაგალითი არსებობს, რომელთა მიხედვითაც აშკარაა, რომ ქართული მემკვიდრეობითი სახელები/გვარები ისტორიის სიღრმეშია წარმოქმნილი. მაგალითად, XII საუკუნის საბუთში "ჟინოვანი" მოხსენიებული არიან "მიხითარაისძენი დავითის შვილნი ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოანე". ამ საბუთში ოთხი ძმის - მახარეს, ბრაჭის, იოანეს და ოქრაის - მამის სახელია დავითი, ხოლო მიხითარაისძე გვარსახელია. ტოხაიძეების გვარი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში, შემდეგ XII საუკუნის დასაწყისში (1260-1270 წლებში, 1579 წელს). XVIII საუკუნეში კი ტოხაისძეების გვარს სუფიქსი შეცვლია: -ძე დაბოლოებას -შვილი დაბოლოება ჩანაცვლებია (ტოხაშვილი).

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უწყვეტად მოიხსენიება გვარსახელი ჭარმაული. ამ გვარის წარმომადგენელი - "ჭარმაული ჭაჭნიაშვილი გრიგოლ" - პირველად 1297 წლის საბუთშია დასახელებული. წარმოდგენილ ანთროპონიმიულ მოდელში პირველი გვარია, მეორე - მამის სახელი და მესამე - პიროვნული სახელი. აქედან მოყოლებული ჭარმაულები XVIII საუკუნის თითქმის ბოლომდე მოიხსენიებიან. 1779 წლის საბუთით კი ირკვევა, რომ ჭარმაულები ამოწყვეტილან. XIII საუკუნეში პირველად მოხსენიებული არიან გარაყანიძეები, 1412 წელს გვვხვდებიან დედაბრიშვილები, 1472 წელს - მაღალაშვილთა წინაპარი მაღალაძეები და ა.შ.

ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ძველ საბუთშიცაა გვარი მოხსენიებული. ესაა IX საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული "ფავნელის დაწერილი". ამ საბუთში გვხვდება აზნაურ ფავნელების გვარი. აქვე დასახელებულია ორი გლეხური გვარსახელი: შულიასძე და ტარიკასძე. 1071-1080 წლებით დათარიღებულ დოკუმენტში ბევრი ქართული გვარის ამოკითხვაა შესაძლებელი, მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ლიპარიტისძე, ჯინჭარაისძე, ჯიჯონიძე, კეპოისძე, ქველაიძე, წორბელი, ნერჩელი, ხვიდილიანი, კოროფხიშვილი, სქელაეთი, შუბავთი...

აი, ერთი ნაწყვეტი 1200 წლის საბუთიდან: "ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, ხარაისძეთა კუირიკე და ბასილმან შენ, გიორგი მუშერისძესა". ხარაისძეები მიმართავენ მუშრისძეებს: "ან დღეისითგან წაღმართ არავინ იყოს ჩუენისა გუარისა, არცა ჩუენ, კუირიკე და ბასილი და არცა ჩვენნი შვილნი და მომავალნი სახლისანი". X საუკუნის პირველ ნახევარში "ქართლის ცხოვრებაში" დასახელებულნი არიან კახი აზნაურები: გოდრძი მგდეური, მამა ყანჩელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, ძმები სარა და გრიგოლ ფხუენელნი. IX საუკუნიდან საკმაოდ მომრავლებულია -ელ სუფიქსიანი გვარები: ჩორჩანელი, ტბელი, საზუერელი, ყანჩაელი, კორინთელი, სხვილოსელი...

ახლა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" ჩავიხედოთ: "ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰრქვიან დაფანჩულნი"; შემდეგ: "ამისთვისაცა, მსგავსად აღთქმისა, ხანძთას შინა ელოცვების ყოველთა დაფანჩულთა ვიდრე დღენდელად დღემდე". აღნიშნული ნაწარმოების ავტორი გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწე იყო, რომელიც აღწერდა VIII საუკუნის ბოლო პერიოდისა და IX საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რომ დაფანჩული გვარსახელია. ავტორი ხომ პირდაპირ გვეუბნება: ახლაც (ე.ი. ერთი საუკუნის შემდეგ) გაბრიელ დაფანჩულის ნათესავნი (ე.ი. შთამომავალნი) დაფანჩულის გვარს ატარებენო.

სვანეთში გვარები XIII საუკუნიდან გვაქვს დაფიქსირებული. ამ საუკუნით თარიღდება სვანეთის "სულთა მატიანე". ამ ძეგლში მოხსენიებული გვარები დღესაც იმავე სოფლებში არიან განსახლებულნი. XII-XIII საუკუნეებში მაჭახელში მკვიდრმა გვარებმა ჩვენამდე მოაღწია. XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულია გიორგი ქოჩოლავა, აფხაზეთისავე ტერიტორიაზე წებელდაში XIII საუკუნის წარწერაში იკითხება ლუკა მარტინავა. ხევში ღუდუშაურის გვარი პირველად 1439 წლის "გერგეტის მატიანეშია" მოხსენიებული.

ეს ყველაფერი კი იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში ახალი გვარსახელები არ წარმოიქმნებოდა, ზოგიერთ გვარს ახალი გვარები გამოეყო.

ქართული გვასახელების სიძველეზე მიუთითებს აუარებელი ტოპონიმი, რომლებიც გვარის სახელს ატარებდნენ. ასეთი ტოპონიმები მთელ საქართველოში გვხვდება, განსაკუთრებით სამეგრელოში, მთიულეთში, აჭარაში.

- მსოფლიოში ყველა ხალხს ჰქონდა გვარები?

- გვარი ყველას არ ჰქონია (მაგალითად, თურქულენოვან ხალხებს, დაღესტნელებს, სომხებს. ისლანდიელებს მემკვიდრეობითი სახელი დღესაც არა აქვთ). ზოგიერთ ხალხში კი გვიან წარმოიქმნა. ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ქართველ ხალხში მემკვიდრეობით სახელს ანუ გვარსახელს თავისი ფუნქცია ჰქონდა. ქართული ფეოდალური სისტემა მემკვიდრეობით სახელის არსებობას მოითხოვდა. ფეოდალს ყმა გლეხი მამულზე მემკვიდრეობით ეჯდა. მიწაზე მჯდომი გლეხის მამული მემკვიდრეობით გადადიოდა, ამიტომ სოციალური ურთიერთობების გასაადვილებლად საჭირო იყო მემკვიდრეობითი სახელი. ეს ქართველ გლეხს მკვეთრად უშლიდა ხელს ერთი ადგილიდან მეორეზე თავისუფლად გადანაცვლებულიყვნენ. ფეოდალური პერიოდის კანონმდებლობა იურიდიული პირის ზუსტ განსაზღვრას ითხოვდა. მიწაზე საკუთრებაც მემკვიდრეობით პრინციპს ემყარებოდა, რამაც ბევრად განსაზღვრა საკუთარ სახელთა სისტემა.

საქართველოში გვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო საქორწინო ურთიერთობის მოწესრიგება, ჩვენში ერთი სისხლისანი, ნათესავები ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. ამას კი გვარი აწესრიგებდა, რადგან ერთი გვარის მატარებელნი ერთი წინაპრისაგან მომდინარეობდნენ. ამიტომაცაა, რომ ქართული გვარების თითქმის 90%-ს წინაპარი მამაკაცის სახელი უდევს საფუძვლად. ასე რომ, გვარის ანუ მემკვიდრეობითი სახელის აუცილებლობა საქართველოში ეგზოგამიურობითაც იყო განპირობებული.

- როგორც ირკვევა, ადრინდელი ქართული გვარი VIII საუკუნით თარიღდება - ამ დროს წარმოიქმნა ქართული გვარები?

- უფრო ადრეა წარმოქმნილი. უბრალოდ, ადრინდელმა წერილობითმა ძეგლებმა ჩენამდე არ მოაღწია. ეთნოგრაფიული მასალების გააზრებას იმ დასკვნამდე მივყევართ, რომ საქართველოში მოხდა უწყვეტი გადასვლა პირველყოფილი გვარისა გვიანდელ გვარში და გვიანდელი გვარისა - გვარსახელში. ქართული ენა პირველყოფილ გვარსა და გვიანდელ გვარს ერთი ტერმინით ("გვარი", უფრო ადრე - "სახლი") გამოხატავს. რუსული ენა მათ ერთმანეთისაგან მიჯნავს - "род" და "фамилия".

საქართველოში გვარის უწყვეტობა რომ გვქონდა, როგორც აღვნიშნეთ, ამას ეთნოგრაფიული მონაცემები ადასტურებს. საერთოდ, ყველა პირველყოფილი გვარი ეგზოგამიური იყო, გვარის შიგნით არ ქორწინდებოდნენ. ეგზოგამიურია ახალი დროის ქართული გვარები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის დოკუმენტებში დადასტურებულია - ქართველი თავის მოგვარეზე დღესაც არ ქორწინდება, არ ქორწინდება მასზე, ვისთანაც საერთო წინაპარი ჰყავდა. იგივე ვითარებაა ყაბარდოელებში და წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდ ეთნოსში ჩინელებში, სადაც მხოლოდ 600 გვარია. ჩინეთში, რომლის მოსახლეობა მილიარდ-ნახევარს მიუახლოვდა და, სადაც ზოგიერთი გვარის რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება, დღესაც მკაცრი ეგზოგამიაა დაცული - ერთი გვარისანი ერთმანეთზე არ ქორწინდებიან...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"