პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფი" "დიმიტრი ცინცაძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერთად ქველმოქმედებას განახორციელებს
"ვისოლ ჯგუფი" "დიმიტრი ცინცაძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერთად ქველმოქმედებას განახორციელებს

"ვი­სოლ ჯგუ­ფი" ქველ­მოქ­მე­დე­ბას "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ამის შე­სა­ხებ, დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც "ვი­სოლ ჯგუფ­მა" მე­მო­რან­დუ­მი აღ­ნიშ­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან გა­ა­ფორ­მა.

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, სოსო ფხა­კა­ძის თქმით, "ვი­სოლ ჯგუ­ფი", თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის "ვენ­დის", "დან­კინ დო­ნატ­სის" და "სმარ­ტის" მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­თან ერ­თად და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც მხარ­და­ჭე­რა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ 3 წამ­ყვან საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდთან, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით, შეგ­როვ­დე­ბა თან­ხა, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბა იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ფონ­დი ეწე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­მი­ვე ფონ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ისი­ნი წლე­ბია მოღ­ვა­წე­ო­ბენ. ჩვენ გვი­ხა­რია, რომ მათი დახ­მა­რე­ბით, კი­დევ ბევ­რი სი­კე­თის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა. დღე­ი­დან "ვი­სოლ ჯგუ­ფი" თა­ვი­სი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის და­ნა­პი­რებს - "ჩვენ ვქმნით უკე­თეს მო­მა­ვალს" ახალ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და გა­ა­ფარ­თო­ებს იმ მო­წყვლად ჯგუფს, ვი­საც აქამ­დე უწევ­და თა­ნად­გო­მას", - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კა­ხა­ბერ ჯა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ვი­სოლ ჯგუ­ფის" ყვე­ლა ობი­ექ­ტში გან­თავ­სდე­ბა "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის" შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბი. "საქ­ველ­მოქ­მე­დო ყუ­თე­ბი ყვე­ლას­თვის გამ­ჭირ­ვა­ლე და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა კი მოხ­მარ­დე­ბა ფონ­დის შვი­ლო­ბი­ლებს, სა­დაც ამ­ჟა­მად 210 ბავ­შვი ირი­ცხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნაშ­ვილ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision -ის დი­რექ­ტო­რის, ეკა ჟვა­ნი­ას თქმით, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე სამ თავ­შე­სა­ფარ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბას 120 მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვი იღებს.

"დღე­ვან­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ "ვი­სოლ ჯგუფ­თან" გა­ვა­ფორ­მეთ, გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ყუ­თე­ბი გან­ვა­თავ­სოთ "ვენ­დის" რეს­ტორ­ნებ­ში და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ გა­ღე­ბუ­ლი თან­ხით, World Vision სა­ქარ­თვე­ლო მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს ყო­ველ­დღი­უ­რად სრულ­ყო­ფი­ლი და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს", - გა­ნა­ცხა­და ეკა ჟვა­ნი­ამ.

"დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონ­დი" 2013 წელს ლე­ი­კე­მი­ი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად შე­იქ­მნა. ფონ­დი ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ფუძნ­და. ის უკვე და­ეხ­მა­რა 267 ბავ­შვს.

ორ­გა­ნი­ზა­ცია We Help და­არ­სდა 2013 წელს. ფონ­დის მთა­ვა­რი მი­სი­აა და­ა­კავ­ში­როს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, რომ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სებ­თან ონ­ლა­ინ სივ­რცის მეშ­ვე­ო­ბით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია, და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision სა­ქარ­თვე­ლო­ში 1996 წლი­დან ბავ­შვებ­თან, ოჯა­ხებ­თან და თე­მებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს სი­ღა­რი­ბის და უთა­ნას­წო­რო­ბის და­საძ­ლე­ვად. ორ­გა­ნი­ზა­ცია მიზ­ნად ისა­ხავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ჯან­სა­ღი, აქ­ტი­უ­რი და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მნას.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

R

"ვისოლ ჯგუფი" "დიმიტრი ცინცაძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერთად ქველმოქმედებას განახორციელებს

"ვისოლ ჯგუფი" "დიმიტრი ცინცაძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერთად ქველმოქმედებას განახორციელებს

"ვისოლ ჯგუფი" ქველმოქმედებას "დიმიტრი ცინცაძის ფონდთან", World Vision- თან და We Help - თან ერთად განახორციელებს. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც "ვისოლ ჯგუფმა" მემორანდუმი აღნიშნულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან გააფორმა.

"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის თქმით, "ვისოლ ჯგუფი", თავისი შვილობილი კომპანიების "ვენდის", "დანკინ დონატსის" და "სმარტის" მომხმარებლებთან და საქველმოქმედო ფონდებთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"საქართველოში მოქმედ 3 წამყვან საქველმოქმედო ფონდთან, ჩვენი მომხმარებლის დახმარებით, შეგროვდება თანხა, რომელიც მოხმარდება იმ საქმიანობას, რომელსაც თითოეული ფონდი ეწევა საქართველოში. სამივე ფონდი საზოგადოებისთვის ცნობილია, ისინი წლებია მოღვაწეობენ. ჩვენ გვიხარია, რომ მათი დახმარებით, კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა. დღეიდან "ვისოლ ჯგუფი" თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს - "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს" ახალ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს და გააფართოებს იმ მოწყვლად ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" დამფუძნებელმა კახაბერ ჯანაშვილმა აღნიშნა, რომ "ვისოლ ჯგუფის" ყველა ობიექტში განთავსდება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" შესაწირი ყუთები. "საქველმოქმედო ყუთები ყველასთვის გამჭირვალე და ხელმისაწვდომი იქნება. შეგროვებული თანხა კი მოხმარდება ფონდის შვილობილებს, სადაც ამჟამად 210 ბავშვი ირიცხება", - განაცხადა ჯანაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision -ის დირექტორის, ეკა ჟვანიას თქმით, მიმდინარე ეტაპზე სამ თავშესაფარში მომსახურებას 120 მიუსაფარი ბავშვი იღებს.

"დღევანდელი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ "ვისოლ ჯგუფთან" გავაფორმეთ, გვაძლევს შესაძლებლობას შემოწირულობის ყუთები განვათავსოთ "ვენდის" რესტორნებში და მომხმარებლების მიერ გაღებული თანხით, World Vision საქართველო მიუსაფარ ბავშვებს ყოველდღიურად სრულყოფილი და ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფს", - განაცხადა ეკა ჟვანიამ.

"დიმიტრი ცინცაძის ფონდი" 2013 წელს ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. ის უკვე დაეხმარა 267 ბავშვს.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წელს. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მიზანია, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება.

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

თეკლე ჯანელიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი