ბოლო 15 წლის მანძილზე აშშ-ში 200 ათასზე მეტი ბავშვი კანონიერად დაქორწინდა. ყველაზე მცირეწლოვან დაქორწინებულებს შორის 10 წლის გოგონები და 11 წლის ბიჭები არიან. ქორწინების შესახებ კანონში არის გამონაკლისები, რაც განსაკუთრებულ სიტუაციაში არასრულწლოვნებს დაქორწინების ნებას რთავს.
ქორწინების მინიმალური ასაკი, აშშ-ს შტატების უმრავლესობაში 18 წელია, თუმცა ყველა შტატში მოქმედებს გამონაკლისები, როგორიც არის - მშობლების თანხმობა, ანდა ორსულობა, ამ დროს მცირეწლოვნებს დაქორწინების ნებას რთავენ.
მხოლოდ ნიუ-ჯერსიში 1996 წლიდან 2012 წლამდე 3500 ბავშვი დაქორწინდა.
2001 წელს სამი 10 წლის გოგონა გათხოვდა ტენესის შტატში, მათი ქმრების ასაკი 24, 25 და 31 წელი იყო. ამავე შტატში კი ყველაზე მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც 27 წლის ქალზე დაქორწინდა, 11 წლის ბიჭი იყო, 2006 წელს.
არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანსა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენიმე ათწლეულია, მაგალითად - ალაბამაში 14 წლის გოგონა ცოლად გაჰყვა 74 წლის მამაკაცს, აიდაჰოში კი 17 წლის გოგონა 65 წლის მამაკაცზე დაქორწინდა.
ბავშვთა უფლებების დამცველი ნიკოლას სირეტი ამბობს, რომ არასრულწლოვნები, ძირითადად, სოფლებში, გაჭირვებული ოჯახებიდან არიან.
წყარო independent.co.uk