Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია იბე­რი­ა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" გა­და­ცე­მა­ში "ცენ­ზუ­რის გა­რე­შე", ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის საბ­ჭოს წევ­რს, ეკა წა­მა­ლაშ­ვილს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვა.

გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენტ, და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ, ხა­ტია წა­მა­ლაშ­ვილს შო­რის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ეთერ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მა­უ­წყებ­ლის პირ­და­პირ ეთერ­ში და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა ხა­ტია წა­მა­ლაშ­ვილს ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ კი წყა­ლი შე­ას­ხა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­შიც, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ნიკა მე­ლი­ამ შს მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას საქ­მის პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნა მოს­თხო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემაში "ცენზურის გარეშე", ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით" - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურის პალატის პრეზიდენტ, დავით ოქიტაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ხატია წამალაშვილს შორის, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში დაპირისპირება მოხდა. მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დავით ოქიტაშვილმა ხატია წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ შს მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ