საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხენკელი - მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, რეალურად, ასე არ არის
ჩხენკელი - მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, რეალურად, ასე არ არის

პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სპე­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას ჩა­ა­ტა­რებს.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, ამ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა და კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბის მიღ­წე­ვა.

"რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატს ჰქონ­და შე­კი­თხვა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის. საქ­მე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მშობ­ლე­ბი, ფიქ­რო­ბენ, რომ მათი შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყ­ვნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დეთ. რე­ა­ლუ­რად, ასე არ არის და ამას მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს. იმის­თვის, რომ დავძლი­ოთ ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­რი­ე­რი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს კამ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ჩხენ­კელ­მა ამ კამ­პა­ნი­ის სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაც ჩა­მოთ­ვა­ლა: "ამ კამ­პა­ნი­ას სამი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს: 1. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბა - ამა­ში ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. თი­თო­ე­ულ ოჯა­ხამ­დე მი­ვი­ტანთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მათ თვალ­ნათ­ლივ და­ა­ნა­ხებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებს და პლუ­სებს. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ გერ­მა­ნი­ის მო­დე­ლი. გერ­მა­ნი­ის სა­გან­მან­თლებ­ლო სის­ტე­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბურ­ჯი არის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბით, ჩვენ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ შევ­ძლებთ მშობ­ლე­ბის და მათი შვი­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ღირ­სე­უ­ლი კა­რი­ე­რა, ღირ­სე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით, რო­დე­საც ის და­ამ­თავ­რებს პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯს. ჩვენ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი. მა­გა­ლი­თად არის "სპექტრი" და არის სხვა მრა­ვა­ლიც. აქაც გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და გვინ­და ეს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი ვაჩ­ვე­ნოთ ჩვენს სტუ­დენ­ტებს, რომ კონ­კრე­ტულ­მა კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს შე­დეგს მო­ი­ტანს;

2. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბა­ზა­ზე მოხ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვა. ჩვენ გვინ­და, ზო­გა­დად, და­ვამ­კვიდ­როთ უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია. ასე­ვე, ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, რომ აღი­ა­რონ ის სა­გან­მან­თლებ­ლო კრე­დი­ტე­ბი, რო­მე­ლიც კურსდამ­თავ­რე­ბულს ექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის გავ­ლის შემ­დეგ. ასე რომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტის­თვის, თუ მას სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში. ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ და იმე­დია ესეც მოხ­სნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ბა­რი­ერს - სტუ­დენ­ტი რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გა­ივ­ლის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას.

3. ჩვენ უკვე გვქონ­და სა­უბ­რე­ბი კერ­ძო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ვგეგ­მავთ, რომ კერ­ძო ბიზ­ნე­სე­ბის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნას პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია. მის ბა­ზა­ზე თუ შე­იქ­მნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი იმ გა­რან­ტი­ით, რომ სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეს კომ­პა­ნია შეს­თა­ვა­ზებს სა­მუ­შა­ოს, რა­შიც თვი­თონ კომ­პა­ნი­ე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა მო­ი­გებს ამ მო­დე­ლით. ესეც იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ყვე­ლამ მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხოს კავ­ში­რი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბას შო­რის", - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

ჩხენკელი - მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, რეალურად, ასე არ არის

ჩხენკელი - მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, რეალურად, ასე არ არის

პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციის მიზნით განათლების სამინისტრო სპეციალურ კამპანიას ჩაატარებს.

როგორც განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ამ კამპანიის მიზანი, პირველ რიგში, იქნება მშობლებისა და შვილების დარწმუნება, რომ პროფესიული სასწავლებლიდან სრულიად შესაძლებელია წარმატებული კარიერისა და კარგი ანაზღაურების მიღწევა.

"რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა შეკითხვა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. ვისარგებლებ შემთხვევით და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით გავაკეთებ კომენტარს. პროფესიული განათლება იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით არის ფსიქოლოგიური ხასიათის. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ოჯახების უმრავლესობა, მშობლები, ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუცილებლად უნდა იყვნენ უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში იმისთვის, რომ წარმატებული კარიერა და კარგი ანაზღაურება ჰქონდეთ. რეალურად, ასე არ არის და ამას მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს. იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი, შემუშავებული გვაქვს კამპანია", - განაცხადა ჩხენკელმა.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩხენკელმა ამ კამპანიის სამი ძირითადი მიმართულებაც ჩამოთვალა: "ამ კამპანიას სამი მთავარი მიმართულება აქვს: 1. ინფორმირებულება - ამაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. თითოეულ ოჯახამდე მივიტანთ ინფორმაციას, რომელიც მათ თვალნათლივ დაანახებს პროფესიული განათლების უპირატესობებს და პლუსებს. მაგალითად, ავიღოთ გერმანიის მოდელი. გერმანიის საგანმანთლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი არის პროფესიული განათლება. კონკრეტული მაგალითების ჩვენებით, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მშობლების და მათი შვილების დარწმუნებას, რომ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ღირსეული კარიერა, ღირსეული სამსახური შესაბამისი ანაზღაურებით, როდესაც ის დაამთავრებს პროფესიულ კოლეჯს. ჩვენთან საქართველოში უკვე გვაქვს ძალიან წარმატებული პროფესიული კოლეჯები. მაგალითად არის "სპექტრი" და არის სხვა მრავალიც. აქაც გვაქვს კონკრეტული მაგალითები და გვინდა ეს კონკრეტული მაგალითები ვაჩვენოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ კონკრეტულმა კურსდამთავრებულმა პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ მიაღწია წარმატებას. დარწმუნებული ვარ ეს შედეგს მოიტანს;

2. უნივერსიტეტების ბაზაზე მოხდება პროფესიული პროგრამების დანერგვა. ჩვენ გვინდა, ზოგადად, დავამკვიდროთ უმაღლესი პროფესიული განათლების კონცეფცია. ასევე, ჩვენ საშუალებას მივცემთ უმაღლეს სასწავლებლებს, რომ აღიარონ ის საგანმანთლებლო კრედიტები, რომელიც კურსდამთავრებულს ექნება პროფესიული კოლეჯის გავლის შემდეგ. ასე რომ, მაქსიმალურად გამარტივებული იქნება სტუდენტისთვის, თუ მას სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და იმედია ესეც მოხსნის ფსიქოლოგიურ ბარიერს - სტუდენტი რეალურად იქნება უნივერსიტეტში და გაივლის პროფესიულ პროგრამას.

3. ჩვენ უკვე გვქონდა საუბრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან და ვგეგმავთ, რომ კერძო ბიზნესების ბაზაზე შეიქმნას პროფესიული კოლეჯები. მაგალითად, ავიღოთ სამშენებლო კომპანია. მის ბაზაზე თუ შეიქმნება პროფესიული კოლეჯი იმ გარანტიით, რომ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ეს კომპანია შესთავაზებს სამუშაოს, რაშიც თვითონ კომპანიებიც დაინტერესებულები არიან, ყველა მოიგებს ამ მოდელით. ესეც იქნება საშუალება, რომ ყველამ მკაფიოდ დაინახოს კავშირი პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას შორის", - განაცხადა ჩხენკელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი