"ნიკორა" - 2017 წლის ლიდერი ბრენდი ხორცპროდუქტების დარგში

"ნიკორა" - 2017 წლის ლიდერი ბრენდი ხორცპროდუქტების დარგში

"ნიკორა" ხორცპროდუქტების დარგში ლიდერ ბრენდად დასახელდა. კომპანიას ჯილდო, 20 დეკემბერს, "ქართული ბრენდის დღეზე" გადაეცა, რომელიც სასტუმრო "ბილთმორ თბილისში" გაიმართა.

"ნიკორა" 19 წელია ბაზარზეა, ამ ხნის განმავლობაში არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა და კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. 500-ზე მეტი დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ადგილობრივ საწარმოებში მზადდება. "ნიკორა" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO 9001 : 2008; 22000 : 2005, დანერგილია НАССР-ის სისტემა, რაც პროდუქციის ხარისხის გარანტიაა.

ამჟამად სს "ნიკორას" ჰოლდინგში "ნიკორას" ხორცპროდუქტებთან ერთად კიდევ რამდენიმე ბრენდი ერთიანდება: "მზარეული" - ნახევარფაბრიკატები, "ოკეანე" - თევზეული, "დღის პროდუქტი" - რძის ნაწარმი, "პალომა" - ნაყინი, "მზარეულის საცხობი" - პურ-ფუნთუშეული, გაყინული საკონდიტრო ნაწარმი, "24 სალათი" - მზა საკვები, "ინტრეიდი", რომელიც არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში და "ნიკორა სუპერმარკეტი" - ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ობიექტების მფლობელი ქართულ ბაზარზე.

დღეისათვის, კომპანიაში 4000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი