"უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" დღის რეჟიმიდან გამოვიყვანოთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილი ტრიბუნიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას დაპირისპირებას და მომხდარს სამარცხვინო უწოდა.
"მე ვფიქრობ, რომ დროსთან მიმართებაში ადეკვატურად, მაგრამ უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა მიმართულებით, რათა ჩვენც და ქვეყნის მოსახლეობაც გამოვიყვანოთ აი, ამ "ნაციონალური მოძრაობის" დღის რეჟიმიდან. მე ვფიქრობ, ნამეტან ანგარიშს ვუწევთ ჩვენ მათ, თუ არადა ვნახეთ გუშინდელი სამარცხვინო, უმსგავსო გამოსვლა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ იხილა", - განაცხადა პაპუაშვილმა.