საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია - იქითკენ მიყავთ საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა
ნიკა მელია - იქითკენ მიყავთ საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღე­საც აპი­რებს გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა და სამ­თავ­რო­ბო გუნდს მწვა­ვე კი­თხვე­ბი და­უს­ვას.

მე­ლი­ამ გუ­შინ­დელ ფაქ­ტზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ამ­კვიდ­რა ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ად ით­ვლე­ბა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", პრე­მი­ერ­მა კვირ­კაშ­ვილ­მა და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა შექ­მნა და და­ამ­კვიდ­რეს რე­ა­ლო­ბა, როცა ისი­ნი პრო­ვო­კა­ცი­ად თვლი­ან ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან დას­მულ მწვა­ვე კი­თხვებს. მე მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ აბა რას ელო­დე­ბი­ან ჩემ­გან, ან სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან? ქე­ბას და­ვუ­წყებთ მა­შინ, რო­დე­საც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას ვერ სთა­ვა­ზო­ბენ გა­მო­სა­ვალს, რო­დე­საც ვერ სთა­ვა­ზო­ბენ გან­ვი­თა­რე­ბის ვე­რა­ნა­ირ გეგ­მას, მა­შინ, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის დონე გაძ­ვირ­და 50%-ით, შიმ­ში­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის უმა­ტე­სო­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი და პენ­სია იგი­ვე დარ­ჩა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ვა­ლის გამო ქო­ნე­ბა და­უ­ყა­დაღ­დათ და იმე­დიც არ აქვთ, როცა ახალ­გაზ­რდო­ბა ცდი­ლობს ქვეყ­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას და ბევ­რი სხვა? რას ელო­დე­ბა, რომ დი­თირ­ამ­ბე­ბით გუნ­დრუ­კის ქნე­ვას და­ვუ­წყებ? ბუ­ნებ­რი­ვია, არ მა­ინ­ტე­რე­სებს მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს რას აკე­თებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კვი­რი­კაშ­ვი­ლი. რა გეგ­მა აქვს, რას გუ­ლის­ხმობს მისი ოთხი პუნ­ქტი? ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უბ­რობს ამ გეგ­მა­ში, გარ­და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა. ეს მთავ­რო­ბა არის სა­შო­ვარ­ზე მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც რე­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა გა­ა­ღა­ტა­კა. ამას არ სჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტა­რის კო­მენ­ტა­რი და მწვა­ვე კი­თხვა ქუ­ჩებ­ში ჩანს. იქით­კენ მი­ყავთ ახლა საქ­მე, მად­ლო­ბა მაქვს მო­სახ­დე­ლი, რომ ცივი ია­რა­ღი არ გა­მო­ი­ყე­ნა პრე­მი­ერ­მა კვი­რი­კაშ­ვილ­მა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად არის კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა, რო­დე­საც პერ­მი­ერს უნა­მუ­სოს უწო­დებს, მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა:

"კრი­ტი­კუ­ლია კი­თხვა ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ზე, კრი­ტი­კუ­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნა­ცე­მია სა­კუ­თარ სახ­ლთან, მა­შინ რო­დე­საც მინი ომი მო­ა­წყვეს ტე­რო­რის­ტებ­მა. კი­თხვას უს­ვამ ადა­მი­ანს, რო­გორ მოხ­და ეს და არც ერთ კი­თხვას პა­სუხს არ სცემს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის უნა­მუ­სო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს რამე მა­ინც გა­ა­კე­თოს ხალ­ხის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი სა­უ­ბა­რი მათ­თვის მგლის თავ­ზე სა­ხა­რე­ბის კი­თხვას ჰგავს, მა­ინც ვა­პი­რებ, გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი კუთ­ვნი­ლი დრო და კი­დევ ერთხელ ჩა­ვა­ხე­დო პო­ლი­ტი­კურ სარ­კე­ში - რა აკე­თე­ბენ და რის სა­კე­თებ­ლად მო­ვიდ­ნენ", – გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ნიკა მელია - იქითკენ მიყავთ საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა

ნიკა მელია - იქითკენ მიყავთ საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღესაც აპირებს გამოიყენოს თავისი უფლება და სამთავრობო გუნდს მწვავე კითხვები დაუსვას.

მელიამ გუშინდელ ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა ახალი მოცემულობა, როდესაც კრიტიკული კითხვები პროვოკაციად ითვლება.

"ქართულმა ოცნებამ", პრემიერმა კვირკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმატესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გეგმაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, რამდენად არის კრიტიკული კითხვა, როდესაც პერმიერს უნამუსოს უწოდებს, მელიამ აღნიშნა:

"კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში - რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ", – განაცხადა ნიკა მელიამ.

LIVE: "360 გრადუსი" - დაინფიცირებული მარნეულელი ქალის შვილი, ბიძინა კულუმბეგოვი, დიმიტრი შაშკინი

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან