მამაკაცი, რომელსაც 300 ათასი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობა ბრალდება, პატიმრობას აპროტესტებს

მამაკაცი, რომელსაც 300 ათასი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობა ბრალდება, პატიმრობას აპროტესტებს

მამაკაცი, რომელსაც "აუშვიცის ბუღალტრად" მოიხსენიებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. მას 300 ათასი ადამიანის დახოცვაში თანამონაწილეობა ბრალდება. ბრალდებულის ადვოკატების თქმით, პატიმრობა არღვევს მისთვის ცხოვრების უფლებას.

ოსკარ გროენინგს 2015 წელს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი საქმე ერთ-ერთი ბოლოა გადარჩენილი ნაცისტების საქმეებს შორის, თუმცა მისი დაპატიმრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

96 წლის გროენინგი უპირისპირდება სასამართლოს მიერ 29 ნოემბერს გამოტანილ განაჩენს, სადაც ნათქვამია, რომ უკვე სრულებით შესაძლებელია, ბრალდებული ციხეში მოთავსდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება საპყრობილეშიც მოხერხდება.

ყოფილ ნაცისტ ოფიცერს, ოსკარ გროენინგს საკუთარი ხელით არავინ მოუკლავს, თუმცა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა. სასამართლომ მას მასობრივ მკვლელობაში თანამონაწილეობაში დასდო ბრალი. გროენინგი ბანაკში ჩაყვანილი ებრაელებისთვის წართმეულ ფულს ახარისხებდა.

მან სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ მორალურად დამნაშავე იყო, და თქვა, რომ გულანთებული ნაცისტი იყო, როდესაც აუშვიცში გაგზავნეს სამუშაოდ 1942 წელს, 21 წლის ასაკში.

ჰოლოკოსტის დროს დაახლოებით 6 მლნ ებრაელი მოკლეს.

გროენინგის სასამართლო პროცესზე აუშვიცის პატიმარმა კეტლინ ზაჰავიმ დამსწრეებს უამბო, როგორ დასრულდა მისი ბედნიერი ბავშვობა, როდესაც მთელი ოჯახი დააკავეს, დედა და დეიდა კი სიკვდილით დასაჯეს.

ზაჰავისა და მისი ოჯახის გადარჩენილ წევრებს პოლონეთში, საკონცენტრაციო ბანაკში "ცხოველებივით ეპყრობოდნენ".

"იმედი მაქვს, ის საზარელი ამბები, რაც აუშვიცში ხდებოდა, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მოსვენებას არ მოგცემთ," - უთხრა მან გროენინგს.

წყარო independent.co.uk

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ