მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ
ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა უნდა იცო­დეთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მარ­ხვის შე­სა­ხებ, თქვენს კი­თხვებს მო­ძღვა­რი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

- რო­მე­ლი ლოც­ვე­ბი უნდა ვი­კი­თხოთ მარ­ხვა­ში?

- შო­ბის მარ­ხვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვე­ბი არ არის, მაგ­რამ რაც უფრო მეტს ილო­ცებს ადა­მი­ა­ნი, პა­რაკ­ლისს და და­უჯ­დო­მელს, ფსალ­მუ­ნებს ან სა­ხა­რე­ბას წა­ი­კი­თხავს, ეს იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­ხვა­ში.

- რას ნიშ­ნავს მძი­მე მარ­ხვა?

- მძი­მე ანუ მკაც­რი მარ­ხვა არის ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა ის ცდი­ლობს უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­იც­ვას მარ­ხვა. მი­ი­ღოს საკ­ვე­ბი ზე­თის გა­რე­შე (მარ­ხვა­ში ზეთი შე­იძ­ლე­ბა) და უფრო მეტი ილო­ცოს.

- თუ მარ­ხვის დროს ვერ ვა­ხერ­ხებ აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბას, მეთ­ვლე­ბა თუ არა მარ­ხვა შე­ნახ­ვად?

- არ მგო­ნია დღეს ადა­მი­ანს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს, რომ 40-დღი­ან მარ­ხვა­ში ერთხელ ვერ მო­ვი­დეს ტა­ძარ­ში და აღ­სა­რე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მო­ძღვა­რი ვერ ნა­ხოს.

- სამ­სა­ხუ­რის გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვა­ხერ­ხებ ტა­ძარ­ში სი­ა­რულს, რო­გორ მო­ვიქ­ცე?

- სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ყო­ველ­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ადა­მი­ა­ნი მსა­ხუ­რე­ბა­ზე მო­ვი­დეს. მსა­ხუ­რე­ბა არის დი­ლის 7 სა­ათ­ზე, 8 სა­ათ­ზე, 9 სა­ათ­ზე და ამის შემ­დეგ მი­დი­ან სამ­სა­ხურ­ში. უამ­რა­ვი ტა­ძა­რია თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მის­ვლა და წირ­ვა­ზე დას­წრე­ბა.

- რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბია ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა მარ­ხვის დროს?

- და­საშ­ვე­ბია ნორ­მის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ეს არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს ღრე­ო­ბა­ში და ისეთ ქმე­დე­ბა­ში, რომ ადა­მი­ან­მა ან სა­კუ­თარ თავს ავ­ნოს ან სხვას.

- რამ­დე­ნად არის და­საშ­ვე­ბი სა­მარ­ხო შო­კო­ლა­დი­სა და კატ­ლე­ტის მი­ღე­ბა მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში?

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ისე გან­ვე­წყო­ბით ხოლ­მე მარ­ხვის წინ, თუ რა უნდა ვჭა­მოთ და რო­გო­რი საკ­ვე­ბი უნდა ვი­ყი­დოთ, რომ მარ­ხვას აღარ გავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ არის პრობ­ლე­მა კატ­ლე­ტის და შო­კო­ლა­დის მი­ღე­ბა, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მთა­ვა­რი - სუ­ლი­ე­რი წინსვლა ლოც­ვით, სი­კე­თის კე­თე­ბით და სხვადსხვა სათ­ნო­ე­ბე­ბითხდე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცოლ-ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­ხვა­ში?

- მარ­ხვა არ არის აკ­რძალ­ვა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცოლ-ქმარ­ზე. მათ შე­უძ­ლი­ათ შე­თან­ხმდნენ, რომ არ ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ თუ ერთი ცდი­ლობს იყოს ეკ­ლე­სი­უ­რი, მთა­ვა­რია მათ შო­რის იყოს მშვი­დო­ბა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

- საკ­ვე­ბის გარ­და რაზე უნდა ვთქვათ უარი მარ­ხვა­ში?

- მარ­ხვა არის სწო­რედ ის, რომ რაც გვიყ­ვარს, მის­გან უნდა შე­ვი­კა­ვოთ თავი. ეს არის ზედ­მე­ტი გარ­თო­ბა. მარ­ხვის დროს უფრო მეტი უნდა ვი­ლო­ცოთ. ადა­მი­ა­ნი მე­ტად უნდა და­ფიქ­რდეს სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სა­კუ­თარ ცოდ­ვებ­ზე. ათა­სი წვრილ­მა­ნი აქვს ადა­მი­ანს სულ­ში, რო­მელ­საც ჩა­ძი­ე­ბა და შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა უნდა იცოდეთ მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ, თქვენს კითხვებს მოძღვარი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

- რომელი ლოცვები უნდა ვიკითხოთ მარხვაში?

- შობის მარხვაში განსაკუთრებული ლოცვები არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტს ილოცებს ადამიანი, პარაკლისს და დაუჯდომელს, ფსალმუნებს ან სახარებას წაიკითხავს, ეს იქნება განსაკუთრებული მდგომარეობა მარხვაში.

- რას ნიშნავს მძიმე მარხვა?

- მძიმე ანუ მკაცრი მარხვა არის ადამიანის მდგომარეობა, როცა ის ცდილობს უფრო განსაკუთრებულად დაიცვას მარხვა. მიიღოს საკვები ზეთის გარეშე (მარხვაში ზეთი შეიძლება) და უფრო მეტი ილოცოს.

- თუ მარხვის დროს ვერ ვახერხებ აღსარების ჩაბარებას, მეთვლება თუ არა მარხვა შენახვად?

- არ მგონია დღეს ადამიანს ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ 40-დღიან მარხვაში ერთხელ ვერ მოვიდეს ტაძარში და აღსარების ჩასაბარებლად მოძღვარი ვერ ნახოს.

- სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს, როგორ მოვიქცე?

- სამების საკათედრო ტაძარში ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ადამიანი მსახურებაზე მოვიდეს. მსახურება არის დილის 7 საათზე, 8 საათზე, 9 საათზე და ამის შემდეგ მიდიან სამსახურში. უამრავი ტაძარია თბილისის მასშტაბით, სადაც ადამიანს შეუძლია მისვლა და წირვაზე დასწრება.

- რამდენად დასაშვებია ალკოჰოლის მიღება მარხვის დროს?

- დასაშვებია ნორმის ფარგლებში, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ღრეობაში და ისეთ ქმედებაში, რომ ადამიანმა ან საკუთარ თავს ავნოს ან სხვას.

- რამდენად არის დასაშვები სამარხო შოკოლადისა და კატლეტის მიღება მარხვის პერიოდში?

- ფსიქოლოგიურად ისე განვეწყობით ხოლმე მარხვის წინ, თუ რა უნდა ვჭამოთ და როგორი საკვები უნდა ვიყიდოთ, რომ მარხვას აღარ გავს ეს ყველაფერი. არ არის პრობლემა კატლეტის და შოკოლადის მიღება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - სულიერი წინსვლა ლოცვით, სიკეთის კეთებით და სხვადსხვა სათნოებებით ხდება.

- შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვაში?

- მარხვა არ არის აკრძალვა. ეს დამოკიდებულია ცოლ-ქმარზე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ არ ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ თუ ერთი ცდილობს იყოს ეკლესიური, მთავარია მათ შორის იყოს მშვიდობა და მათი ურთიერთობა ნებადართულია.

- საკვების გარდა რაზე უნდა ვთქვათ უარი მარხვაში?

- მარხვა არის სწორედ ის, რომ რაც გვიყვარს, მისგან უნდა  შევიკავოთ თავი. ეს არის ზედმეტი გართობა. მარხვის დროს უფრო მეტი უნდა ვილოცოთ. ადამიანი მეტად უნდა დაფიქრდეს საკუთარ მდგომარეობაზე, საკუთარ ცოდვებზე. ათასი წვრილმანი აქვს ადამიანს სულში, რომელსაც ჩაძიება და შეცდომების გამოსწორება სჭირდება.

იხილეთ ვიდეო

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად- ფსიქოლოგის რჩევები