თუ თქვენი პლასტიკური ბარათის პინ-კოდი არის 1234, აუცილებლად უნდა შეცვალოთ. ვერ შეძლებთ, ამაზე მარტივად გამოსაცნობი პინი შეარჩიოთ.
პაროლების მონაცემთა ბაზები ათწლეულების მანძილზე უამრავჯერ გატეხეს. შედეგების გაანალიზების მიხედვით დადგინდა, რომელი პაროლების მქონე ანგარიშებში შეაღწიეს კიბერთავდამსხმელებმა ყველაზე ხშირად.
ციფრებით შედგენილი პაროლების ბაზები ნიკ ბერიმ გააანალიზა, ბერი ახლა "ფეისბუქში" მუშაობს. ყველაზე პოპულარული 4-ციფრიანი - პაროლები იყო 1234 და 1111.
მისი მონაცემებით, წლების განმავლობაში ყველაზე ნაკლებად შემდეგ პინებს იყენებდნენ:
• 7063
• 6093
• 6827
• 7394
• 0859
• 8957
• 9480
• 6793
• 8398
• 0738
• 7637
• 6835
• 9629
• 8093
• 8068
თუმცა, თუ გადაწყვეტთ, რომ პინი შესაცვლელია, ზემოთ ჩამოთვლილი ყველაზე ნაკლებად გამოყენებული პინებიდან ერთ-ერთის არჩევას მოერიდეთ, რადგან სია თქვენ გარდა კიდევ ბევრმა ადამიანმა ნახა.
წყარო indy100.com