პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლურჯი ვეშაპი", ხორავას ქუჩის ტრაგედია, სუიციდის მცდელობები... - აგრესია მოზარდებში და ფსიქოლოგის რჩევები
"ლურჯი ვეშაპი", ხორავას ქუჩის ტრაგედია, სუიციდის მცდელობები... - აგრესია მოზარდებში და ფსიქოლოგის რჩევები

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ზარ­დებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის, ანთვით­და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­მა სის­ხლი­ან­მა გარ­ჩე­ვამ, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოფშკვეთ­ში თა­ნა­ტოლ­მა 17 წლის ბიჭი მოკ­ლა. უკვე ორი კვი­რაა ეძე­ბენ ქო­ბუ­ლე­თი­დან და­კარ­გულ 17 წლის ბიჭს - ოჯა­ხი ეჭ­ვობს, რომ მო­ზარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შებს უკავ­შირ­დე­ბა, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში კი, ასე­ვე 17 წლის ბიჭ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა სა­ნა­დი­რო თო­ფით მი­ი­ყე­ნა, მი­ზე­ზად კვლავ ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშ "ლურჯ ვე­შაპს" ასა­ხე­ლე­ბენ. 2 დღის წინ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 15 წლის ბიჭი დაჭ­რეს...

რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა, რომ შვი­ლი სა­კუ­თა­რი, ან - სხვე­ბის აგ­რე­სი­ის­გან და­იც­ვას, რა­ტომ მო­ი­მა­ტა ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებ­ში აგ­რე­სი­ამ, AMBEBI.GE ფსი­ქო­ლოგ ნინო ახა­ლა­ი­ას ესა­უბ­რა.

"მო­ზარ­დო­ბის ხანა პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ეტა­პია, რო­დე­საც სხე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი კრი­ზი­სე­ბი ქმნი­ან ძლი­ერ და­ძა­ბუ­ლო­ბას, რას­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა თა­ვად მო­ზარ­დსაც უჭირს.

აგ­რე­სია - ეს არის დესტრუქ­ცი­ულ ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი არის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სხვის­თვის, ან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. აგ­რე­სი­უ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ სწო­რედ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა, რაც პირ­ველ რიგ­ში ნიშ­ნავს, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა, გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­კუ­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, ის­წავ­ლოს სა­კუ­თა­რი იმ­პულ­სე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მარ­თვა, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის ან პრო­ტეს­ტის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვა.

წა­ი­კი­თხეთ: ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბი­დან და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მამ­დე?

თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა უამ­რა­ვი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის საფრ­თხის ქვეშ არის - ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, თა­ვი­სი წი­ნა­ის­ტო­რი­ით, მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბით ეხე­ბა ყვე­ლას - რთუ­ლია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის პი­რო­ბებ­ში იყო კარ­გი მშო­ბე­ლი. ჯერ ერთი, ყვე­ლა მშო­ბე­ლი თა­ვად არის შვი­ლი და მას თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ის­ტო­რია ხელს უშ­ლის, ან ხელს უწყობს იყოს კარ­გი მშო­ბე­ლი. დღე­ვან­დე­ლი მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლე­ბის­თვის გარ­და­ტე­ხის ასა­კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დღეს მო­ზარ­დი ატა­რებს ბევრ ტრავ­მას, რომ­ლის მი­ღე­ბის­გან სა­კუ­თარ­მა მშო­ბელ­მა ვერ და­იც­ვა.

რისკ -ფაქ­ტო­რი ბევ­რია - ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ასა­კობ­რი­ვი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ -პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი, ეკო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბი. გა­რე­მო, სა­დაც ვცხოვ­რობთ თა­ვის­თა­ვად არის აგ­რე­სი­უ­ლი - ირ­გვლივ უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს - სახ­ლში, ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით თუ ინ­ტერ­ნე­ტით მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბა ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე - ერ­თგვა­რი ტალ­ღა მოჰ­ყვე­ბა ხში­რად არა­ე­კო­ლო­გი­უ­რად ტრანსლი­რე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­ას იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბის, რა­ზე­დაც არის აქ­ცენ­ტე­ბი," - ამ­ბობს ნინო ახა­ლა­ია.

ამას­თან, ფსი­ქო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხის და თა­ნა­ტოლ­თა წრის გავ­ლე­ნა მო­ზარ­დზე.

"თუ კი ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მაა მი­ღე­ბუ­ლი და ძა­ლა­დო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას, მას უამ­რა­ვი ფორ­მა აქვს - პი­როვ­ნუ­ლი უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა, გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კა, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, მო­რა­ლუ­რი შან­ტა­ჟი, აგ­რე­სი­ის ვერ­ბა­ლუ­რი ფორ­მა, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლე­ბად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, რა­და­გან ეს არის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა ადა­მი­ა­ნის­თვის... თუ კი თა­ვად მოზ­რდი­ლებ­მა არ იცი­ან, რო­გორ გა­უმკლავ­დნენ სა­კუ­თარ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, სტრესს, აგ­რე­სი­ულ იმ­პულ­სებს - ცხა­დია, ზა­რალ­დე­ბა ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, ტრავ­მირ­დე­ბა ჩვი­ლიც კი, რო­მელ­მაც ლა­პა­რა­კიც კი არ იცის.

მსხვერ­პლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია - გა­დის სახ­ლი­დან და ან თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე­ბა მო­ძა­ლა­დე, ან ად­ვი­ლად და­ექვმე­დე­ბა­რე­ბა სხვი­სი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას. ნე­ბი­სი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა მსხვერ­პლი - თა­ვად მო­ძა­ლა­დე რჩე­ბათ ყუ­რა­დღე­ბის და მხარ­და­ჭე­რის მიღ­მა - რამ გა­უ­წია პრო­ვო­ცი­რე­ბა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მო­ძა­ლა­დის როლ­ში. ეს არის როლი და მას­ში არა­ვინ უნდა დარ­ჩეს," - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ადა­მი­ა­ნი წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მო­დის მა­შინ, რო­დე­საც არ უს­მე­ნენ, არ აქვს მხარ­და­ჭე­რა, ამი­ტომ მას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან აღი­ა­რე­ბა.

არა­ნაკ­ლებ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­გორ ზრუ­ნავს მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის ფსი­ქი­კა­ზე.

"სკო­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ წერა - კი­თხვის და ამო­ცა­ნე­ბის სწავ­ლე­ბა. სკო­ლა ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­რე­მო - სა­დაც იზ­რდე­ბა ბავ­შვი და ვი­თარ­დე­ბა პი­როვ­ნუ­ლად.

რას აკე­თებს სკო­ლა მო­ზარ­დის­თვის - რამ­დე­ნად სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი აქვს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში? არის თუ არა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე მი­მარ­თუ­ლი დატ­ვირ­თვა - სხვა­დას­ხვა წრე, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, რაც აუც­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დის ფსი­ქო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის - ენერ­გია, რო­მე­ლიც აქვს გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში უნდა გა­ნი­მუხ­ტოს, და­ი­ხარ­ჯოს, ამ ენერ­გი­ამ უნდა მის­ცეს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რას აკე­თებს თა­ვად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რამ­დე­ნად სწორ სა­მუ­შაო მო­დელს სთა­ვა­ზობს სკო­ლას და მას­წავ­ლე­ბელს.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი, სირ­ცხვი­ლია პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბა. თუკი პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, ვერ და­იძ­ლე­ვა.

შე­უ­ფა­სე­ბე­ლია ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბის როლი. სკო­ლებს არ ჰყავთ არც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ან სა­ერ­თოდ არ ჰყავთ ფსი­ქო­ლო­გი.

მო­ზარ­დო­ბის ხა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ლა­ხოს ადეკ­ვა­ტუ­რად, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს რო­გორც ნაღმმა - მო­ი­ტა­ნოს სა­ვა­ლა­ლო შედ­გე­ბი. ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა. რაც მთა­ვა­რია, ზრუნ­ვა თა­ვი­დან­ვე, არა შეშ­ფო­თე­ბა მა­შინ, რო­დე­საც აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბის შე­დე­გი ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და სამ­წუ­ხა­როა," - აცხა­დებს ნინო ახა­ლა­ია.

თი­ნა­თინ კა­კი­აშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"ლურჯი ვეშაპი", ხორავას ქუჩის ტრაგედია, სუიციდის მცდელობები... - აგრესია მოზარდებში და ფსიქოლოგის რჩევები

"ლურჯი ვეშაპი", ხორავას ქუჩის ტრაგედია, სუიციდის მცდელობები... - აგრესია მოზარდებში და ფსიქოლოგის რჩევები

ბოლო პერიოდში საქართველოში მოზარდებს შორის ძალადობის, ან თვითდაზიანების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ხორავას ქუჩაზე მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, იმავე პერიოდში წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვეთში თანატოლმა 17 წლის ბიჭი მოკლა. უკვე ორი კვირაა ეძებენ ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს - ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდის გაუჩინარება ინტერნეტთამაშებს უკავშირდება, ხელვაჩაურში კი, ასევე 17 წლის ბიჭმა თვითდაზიანება სანადირო თოფით მიიყენა, მიზეზად კვლავ ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" ასახელებენ. 2 დღის წინ დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე 15 წლის ბიჭი დაჭრეს...

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, რომ შვილი საკუთარი, ან - სხვების აგრესიისგან დაიცვას, რატომ მოიმატა ქართველ ახალგაზრდებში აგრესიამ, AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნინო ახალაიას ესაუბრა.

"მოზარდობის ხანა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე წინააღმდეგობრივი ეტაპია, როდესაც სხეულში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები და პიროვნული კრიზისები ქმნიან ძლიერ დაძაბულობას, რასთანაც გამკლავება თავად მოზარდსაც უჭირს.

აგრესია - ეს არის დესტრუქციულ ხასიათის ქმედება, რომლის მიზანი არის ზიანის მიყენება სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვის. აგრესიულობა განსაკუთრებით მწვავედ სწორედ მოზარდობის ასაკში ვლინდება, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებულად სჭირდება მხარდაჭერა, გააცნობიეროს საკუთარი წინააღმდეგობები, ისწავლოს საკუთარი იმპულსების კონსტრუქციულად მართვა, საკუთარი სურვილების, მოსაზრებების ან პროტესტის ადეკვატურად გამოხატვა.

წაიკითხეთ: ნულოვანი ტოლერანტობიდან დაუსჯელობის სინდრომამდე?

თანამედროვე მოზარდის ფსიქიკა უამრავი ნეგატიური ზეგავლენის საფრთხის ქვეშ არის - ქვეყანაში არსებული ვითარება, თავისი წინაისტორიით, მიმდინარე მდგომარეობით ეხება ყველას - რთულია, ჩვენი ქვეყნის პირობებში იყო კარგი მშობელი. ჯერ ერთი, ყველა მშობელი თავად არის შვილი და მას თავისი ბავშვობის ისტორია ხელს უშლის, ან ხელს უწყობს იყოს კარგი მშობელი. დღევანდელი მოზარდების მშობლებისთვის გარდატეხის ასაკი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პერიოდში მიმდინარეობდა. დღეს მოზარდი ატარებს ბევრ ტრავმას, რომლის მიღებისგან საკუთარმა მშობელმა ვერ დაიცვა.

რისკ -ფაქტორი ბევრია - ბიოლოგიური, ასაკობრივი, ინდივიდუალურ -პიროვნული თავისებურები, ეკოლოგიური სიტუაცია, სოციალური ასპექტები. გარემო, სადაც ვცხოვრობთ თავისთავად არის აგრესიული - ირგვლივ უამრავი მაგალითი არსებობს - სახლში, ქუჩაში, სკოლაში, ტელევიზიით თუ ინტერნეტით მოწოდებულ ინფორმაციაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ინფორმაციის გაშუქება ძალადობის შემთხვევებზე - ერთგვარი ტალღა მოჰყვება ხშირად არაეკოლოგიურად ტრანსლირებად ინფორმაციას იმავე პრობლემების, რაზედაც არის აქცენტები," - ამბობს ნინო ახალაია.

ამასთან, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის და თანატოლთა წრის გავლენა მოზარდზე.

"თუ კი ოჯახში ურთიერთობის ძალადობრივი ფორმაა მიღებული და ძალადობა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, მას უამრავი ფორმა აქვს - პიროვნული უფლების შელახვა, გამუდმებული კრიტიკა, უპატივცემულობა, მორალური შანტაჟი, აგრესიის ვერბალური ფორმა, რომელსაც არანაკლებად სავალალო შედეგი მოჰყვება, რადაგან ეს არის ღირსების შელახვა ადამიანისთვის... თუ კი თავად მოზრდილებმა არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ გაღიზიანებას, სტრესს, აგრესიულ იმპულსებს - ცხადია, ზარალდება ოჯახის თითოეული წევრი, ტრავმირდება ჩვილიც კი, რომელმაც ლაპარაკიც კი არ იცის.

მსხვერპლობა ძალიან რთულია - გადის სახლიდან და ან თვითონ აღმოჩნდება მოძალადე, ან ადვილად დაექვმედებარება სხვისი მხრიდან ძალადობას. ნებისიერ შემთხვევაში იქნება მსხვერპლი - თავად მოძალადე რჩებათ ყურადღების და მხარდაჭერის მიღმა - რამ გაუწია პროვოცირება, როგორ აღმოჩნდა მოძალადის როლში. ეს არის როლი და მასში არავინ უნდა დარჩეს," - ამბობს ფსიქოლოგი.

მისი განმარტებით, ადამიანი წყობილებიდან გამოდის მაშინ, როდესაც არ უსმენენ, არ აქვს მხარდაჭერა, ამიტომ მას ძალიან სჭირდება საკუთარი ოჯახის წევრებისგან აღიარება.

არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს სააღმზრდელო დაწესებულებას, როგორ ზრუნავს მასწავლებელი მოსწავლის ფსიქიკაზე.

"სკოლის დანიშნულება არ არის მხოლოდ წერა - კითხვის და ამოცანების სწავლება. სკოლა ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემო - სადაც იზრდება ბავშვი და ვითარდება პიროვნულად.

რას აკეთებს სკოლა მოზარდისთვის - რამდენად სწორი აქცენტები აქვს სასწავლო პროცესში? არის თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესზე მიმართული დატვირთვა - სხვადასხვა წრე, სპორტული კლუბები, რაც აუცლებელია მოზარდის ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობისთვის - ენერგია, რომელიც აქვს გარდატეხის ასაკში უნდა განიმუხტოს, დაიხარჯოს, ამ ენერგიამ უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა.

რას აკეთებს თავად განათლების სისტემა, რამდენად სწორ სამუშაო მოდელს სთავაზობს სკოლას და მასწავლებელს.

ჩვენს ქვეყანაში დღემდე სირცხვილად ითვლება ფსიქოლოგთან ვიზიტი, სირცხვილია პრობლემის არსებობის აღიარება. თუკი პრობლემის აღიარება არ მოხდება, ვერ დაიძლევა.

შეუფასებელია ფსიქოგანათლების როლი. სკოლებს არ ჰყავთ არც საკმარისი რაოდენობის კარგი სპეციალისტები, ან საერთოდ არ ჰყავთ ფსიქოლოგი.

მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი აგრესიულობა შეიძლება გადაილახოს ადეკვატურად, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეიძლება იმოქმედოს როგორც ნაღმმა - მოიტანოს სავალალო შედგები. ამიტომ არის აუცილებელი კომპლექსური მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა. რაც მთავარია, ზრუნვა თავიდანვე, არა შეშფოთება მაშინ, როდესაც აგრესიული ქცევების შედეგი ასეთი მასშტაბური და სამწუხაროა," - აცხადებს ნინო ახალაია.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი