სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიტლერის საყვარელი Mercedes-Benz 770K-ის ისტორია - ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება
ჰიტლერის საყვარელი Mercedes-Benz 770K-ის ისტორია - ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

ადოლფ ჰიტ­ლე­რის Mercedes-Benz 770K, რომ­ლი­თაც ფი­უ­რე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­ღე­ბებ­სა და სამ­ხედ­რო სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­დი­ო­და, 2018 წლის იან­ვარ­ში აუქ­ცი­ონ­ზე უნდა გა­ი­ყი­დოს... ავ­ტო­მო­ბი­ლით ჰიტ­ლე­რი 1939 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1941 წლის მა­ი­სამ­დე სარ­გე­ლობ­და. რო­გორც ინ­ტერ­ნეტ პორ­ტა­ლი Worldwide-auctioneer იუ­წყე­ბა, აუქ­ცი­ო­ნი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰიტ­ლე­რის­თვის იყო შექ­მნი­ლი მისი და მისი მძღო­ლის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლი 160 კმ/სთ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებს...

რო­გორც ირ­კვე­ვა, ფი­უ­რე­რი Mercedes-Benz 770K-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნით 1941 წლამ­დე სარ­გებ­ლობ­და, შემ­დეგ კი ავ­ტო­მო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე პატ­რო­ნი გა­მო­იც­ვა­ლა.

2004 წლამ­დე ის ლას ვე­გას­ში კა­ზი­ნოს მფლო­ბე­ლი მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რის, რალფ ენ­გელსტა­დის სა­კუთ­რე­ბა იყო... ამ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის 203 ეგ­ზემპლა­რი გა­მო­უშ­ვეს, თუმ­ცა, ამ დრომ­დე, მათ­გან მხო­ლოდ 5-მა მო­აღ­წია, ორი კი პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა.

Mercedes-Benz 770K-ის ფასი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კონ­კრეტ­დე­ბა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ მისი გა­ყიდ­ვი­დან შე­სუ­ლი თან­ხის 10% ჰო­ლო­კოს­ტის შე­სა­ხებ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს მოხ­მარ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ მე­სა­მე რა­ი­ხის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას სწო­რედ Mercedes-Benz 770K ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­უ­რერს ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, "მერ­სე­დე­სი" გერ­მა­ნუ­ლი ერის ძლი­ე­რე­ბი­სა და უტე­ხი სუ­ლის სიმ­ბო­ლო იყო. ეს მო­დე­ლე­ბი ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ელი­ტა­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, "დიდი მერ­სე­დე­სე­ბი­თაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და...

ფი­უ­რე­რის ნივ­თე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლი არ არის - The Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს ფი­უ­რე­რის ცო­ლის, ევა ბრა­უ­ნის ორი საც­ვა­ლი გა­ი­ყი­და, რომ­ლებ­ზეც ბრა­უ­ნის ინი­ცი­ა­ლე­ბია ამო­ქარ­გუ­ლი. ისი­ნი ფი­ლიპ სე­რე­ლის სა­ა­უქ­ცი­ო­ნე სახ­ლში თითო ცალი, და­ახ­ლო­ე­ბით, 3 000 დო­ლა­რად შე­ფას­და...

აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და ფი­უ­რე­რის ცო­ლის ოქ­როს ბე­ჭე­დიც, სარ­კი­ა­ნი ვერ­ცხლის ყუთი, ვერ­ცხლის­ვე შტა­ტი­ვი და წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი. ყვე­ლა ნივ­თი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა და მათი ფასი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ...

აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და ჰიტ­ლე­რის ძა­ლი­ან მცი­რე ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი "ჩემი ბრძო­ლა" (Mein Kampf), რო­მე­ლიც 1930 წლის აგ­ვის­ტოს გა­მო­ი­ცა, მისი პი­რა­დი ავ­ტოგ­რა­ფით.

არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ში, აუქ­ცი­ონ­ზე ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რის წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნიც გა­ი­ტა­ნეს გა­სა­ყი­დად. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ზე ჰიტ­ლე­რის სა­ხე­ლი და ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სიმ­ბო­ლოა ამოტვიფ­რუ­ლი. აპა­რა­ტი ბერ­ლინ­ში, ჰიტ­ლე­რის ბუნ­კერ­ში 1945 წელს, საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო­ებ­მა იპოვ­ნეს და ბრი­ტა­ნელ გე­ნე­რალ სერ რალფ რე­ი­ნერს გა­დას­ცეს. ტე­ლე­ფო­ნი აუქ­ცი­ონ­ზე სწო­რედ რე­ი­ნე­რის ვაჟ­მა გა­მო­ი­ტა­ნა.

Alexander Historical Auctions-s ს სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას "მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ტე­ლე­ფონს" უწო­დებ­და, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰიტ­ლე­რი სა­სიკ­ვდი­ლო ბრძა­ნე­ბე­ბის გა­სა­ცე­მად სწო­რედ მას იყე­ნებ­და... ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ტე­ლე­ფონ­ში კერ­ძო პირ­მა 300 000 დო­ლარ­ზე მეტი გა­და­ი­ხა­და...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰიტლერის საყვარელი Mercedes-Benz 770K-ის ისტორია - ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

ჰიტლერის საყვარელი Mercedes-Benz 770K-ის ისტორია - ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

ადოლფ ჰიტლერის Mercedes-Benz 770K, რომლითაც ფიურერი მნიშვნელოვან მიღებებსა და სამხედრო საზეიმო ღონისძიებებზე დადიოდა, 2018 წლის იანვარში აუქციონზე უნდა გაიყიდოს... ავტომობილით ჰიტლერი 1939 წლის ოქტომბრიდან 1941 წლის მაისამდე სარგელობდა. როგორც ინტერნეტ პორტალი Worldwide-auctioneer იუწყება, აუქციონი გერმანიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი, სპეციალურად ჰიტლერისთვის იყო შექმნილი მისი და მისი მძღოლის მოთხოვნების შესაბამისად. ინტერნეტგვერდის მონაცემებით, ავტომობილი 160 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს...

როგორც ირკვევა, ფიურერი Mercedes-Benz 770K-ის მოდელის ავტომანქანით 1941 წლამდე სარგებლობდა, შემდეგ კი ავტომობილი ამერიკელების ხელში აღმოჩნდა და რამდენიმე პატრონი გამოიცვალა.

2004 წლამდე ის ლას ვეგასში კაზინოს მფლობელი მულტიმილიონერის, რალფ ენგელსტადის საკუთრება იყო... ამ მოდელის ავტომანქანის 203 ეგზემპლარი გამოუშვეს, თუმცა, ამ დრომდე, მათგან მხოლოდ 5-მა მოაღწია, ორი კი პირად კოლექციაში ინახება.

Mercedes-Benz 770K-ის ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ მისი გაყიდვიდან შესული თანხის 10% ჰოლოკოსტის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს მოხმარდება.

ცნობილია, რომ მესამე რაიხის მაღალჩინოსნების უმეტესობას სწორედ Mercedes-Benz 770K ემსახურებოდა. არსებული ინფორმაციით, ფიურერს ავტომანქანა გამორჩეულად უყვარდა. როგორც ამბობდნენ, "მერსედესი" გერმანული ერის ძლიერებისა და უტეხი სულის სიმბოლო იყო. ეს მოდელები ფაშისტური გერმანიის ელიტაში არაოფიციალურად, "დიდი მერსედესებითაც" მოიხსენიებოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამ მარკის ავტომანქანა მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა...

ფიურერის ნივთების აუქციონზე გაყიდვის შემთხვევა პირველი არ არის - The Washington Post-ის ინფორმაციით, 2016 წელს ფიურერის ცოლის, ევა ბრაუნის ორი საცვალი გაიყიდა, რომლებზეც ბრაუნის ინიციალებია ამოქარგული. ისინი ფილიპ სერელის სააუქციონე სახლში თითო ცალი, დაახლოებით, 3 000 დოლარად შეფასდა...

აუქციონზე გაიყიდა ფიურერის ცოლის ოქროს ბეჭედიც, სარკიანი ვერცხლის ყუთი, ვერცხლისვე შტატივი და წითელი ტუჩსაცხი. ყველა ნივთი კერძო კოლექციონერმა შეიძინა და მათი ფასი არ დაუკონკრეტებიათ...

აუქციონზე გაიყიდა ჰიტლერის ძალიან მცირე ტირაჟით გამოცემული წიგნი "ჩემი ბრძოლა" (Mein Kampf), რომელიც 1930 წლის აგვისტოს გამოიცა, მისი პირადი ავტოგრაფით.

არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ში, აუქციონზე ნაცისტური გერმანიის ლიდერის წითელი ტელეფონიც გაიტანეს გასაყიდად. BBC-ის ინფორმაციით, მასზე ჰიტლერის სახელი და ნაცისტური გერმანიის სიმბოლოა ამოტვიფრული. აპარატი ბერლინში, ჰიტლერის ბუნკერში 1945 წელს, საბჭოთა სამხედროებმა იპოვნეს და ბრიტანელ გენერალ სერ რალფ რეინერს გადასცეს. ტელეფონი აუქციონზე სწორედ რეინერის ვაჟმა გამოიტანა.

Alexander Historical Auctions-s ს სახლის წარმომადგენელი მას "მასობრივი განადგურების ტელეფონს" უწოდებდა, რადგან არსებული ინფორმაციით, ჰიტლერი სასიკვდილო ბრძანებების გასაცემად სწორედ მას იყენებდა... ისტორიული მნიშვნელობის ტელეფონში კერძო პირმა 300 000 დოლარზე მეტი გადაიხადა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე