საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"
პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხდო­მა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებ. მა­ნამ­დე ვიდ­რე ჩვენ ვიქ­ნე­ბით დე­პუ­ტა­ტე­ბი, თუ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, თუნ­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენ ჩვე­ნი ღირ­სე­ბა გაგ­ვაჩ­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჩემი ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ყვე­ლას არ ეხე­ბა ეს, შეძ­ლო ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა და ეს არ იყო კარ­გი სა­ყუ­რე­ბე­ლი. თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც არ უნდა ვი­ყოთ, ჯერ ჩვე­ნი ღირ­სე­ბის დაც­ვა გვა­ვა­ლია და მერე ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­ნამ­დე ხდე­ბო­და, იყო გა­მიზ­ნუ­ლი იმის­თვის, რომ ეს მომ­ხდა­რი­ყო და მე ამას ვერ და­ვუშ­ვებ­დი, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ზედ­მე­ტი იყო ეს ემო­ცი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ ნიკა მე­ლი­ას უცენ­ზუ­რო და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

და­პი­რის­პი­რე­ბა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხდო­მა­ზე მოხ­და, სა­დაც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­სა და მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მენ­დნენ.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ მე­ლი­ას მი­სა­მარ­თით გაჟ­ღე­რე­ბულ უცენ­ზუ­რო მი­მარ­თვას, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო რეპ­ლი­კე­ბი მოჰ­ყვა. მე­ლი­ამ კვი­რი­კაშ­ვილს "უნა­მუ­სო" და "კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი" უწო­და.

"რო­გორც ძვე­ლი ბიჭი ისე "იქა­ჩე­ბი". შენ ხარ უნა­მუ­სო ადა­მი­ა­ნი", - მი­მარ­თა მე­ლი­ამ კვი­რი­კაშ­ვილს.

თა­ვის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "პირ­ვე­ლად გა­ი­გო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იგი­ნე­ბო­დეს".

"ვერ გა­ვი­მე­ო­რებ იმ სი­ტყვებს. პრე­მი­ე­რის მხრი­დან კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გი­ნე­ბა ის­მო­და. და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ პრე­მი­ერ­მა არ იცის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა. ამის მერე კვი­რი­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო გი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"

პრემიერი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის - "ზედმეტი იყო ეს ემოციები"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"მოკლე განცხადებას გავაკეთებ. მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

"როგორც ძველი ბიჭი ისე "იქაჩები". შენ ხარ უნამუსო ადამიანი", - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს".

"ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."