საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება
"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება

"ჩემი სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მწვრთნე­ლი ვარ. ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია, რად­გან ძნე­ლია, რამე გა­მო­ა­პა­რო, მათი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­პო­ვო, სპორ­ტი შე­აყ­ვა­რო და კარგ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რო... აკა­დე­მი­ა­ში ასე­თი წე­სია, ვარ­ჯი­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა, მეც ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, წე­სე­ბის კაცი ვარ, ბავ­შვებ­საც მა­გა­ლითს ვაძ­ლევ, სხვაგ­ვა­რად დის­ციპ­ლი­ნას ვერ ის­წავ­ლი­ან. დღე­საც მო­უთ­მე­ნელ­მა ლო­დინ­მა ჩა­ი­ა­რა და სა­ნატ­რელ ვარ­ჯიშ­ზე ავე­დი. 21:23-ზე ტე­ლე­ფონ­მა და­მი­რე­კა. სამ­ჯერ არ ვუ­პა­სუ­ხე"... - ეს ამო­ნა­რი­დია ბექა ჭყო­ი­ძის სტა­ტუ­სი­დან, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ­ბავს უც­ნა­უ­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა აქვს.

10 წუ­თის შემ­დეგ, ბე­ქამ შე­მო­სულ ნო­მერ­ზე და­რე­კა. აღ­მოჩ­ნდა, ერთ-ერთი გა­თა­მა­შე­ბი­დან ურე­კავ­დნენ, მისი ნო­მე­რი ამო­ვი­და, პრი­ზი - 2017 წლის "ჰი­უნ­დაი აქ­ცენ­ტი" იყო. ეს ამ­ბა­ვი აქ არ სრულ­დე­ბა, და­ნარ­ჩენს ბექა თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ხა­რა­გა­ულ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. პროგ­რა­მის­ტო­ბა მინ­დო­და და დღეს კა­ლათ­ბურ­თის მწვრთნე­ლი ვარ. სა­ნამ მწვრთნე­ლი გავ­ხდე­ბო­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო "კა­ვე­ე­ნი", შემ­დეგ სცე­ნა­რის­ტად ვმუ­შა­ობ­დი, მერე ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და მე­სა­მე კურ­სზე ვარ.

- ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- კა­ლათ­ბურ­თი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უეც­რად არ გა­ჩე­ნი­ლა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­რის­ტად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, შინ მხო­ლოდ და­სა­ძი­ნებ­ლად მივ­დი­ო­დი, ღამე კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ­დი. არ­და­დე­გე­ბის დროს ხა­რა­გა­ულ­ში ჩავ­დი­ო­დი. იქ მე და ჩემს მე­გობ­რებს გვაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ინი­ცი­ა­ტორ­თა კავ­ში­რი", კა­ლათ­ბურ­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ო­დით, ტურ­ნი­რებს ვა­ტა­რებ­დით. ადრე კა­ლათ­ბურთს სულ 5-6 ბავ­შვი თუ თა­მა­შობ­და, წელს ზა­ფხულ­ზე ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ ჩა­ვა­ტა­რეთ, 10 გუნ­დი დი­დებ­ში გვყავ­და, 8 - პა­ტა­რებ­ში და თითო თა­მაშს 300-მდე მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და. მო­ე­და­ნი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ვა­წყვეთ, ფა­რიც თა­ვად ავა­წყვეთ. ხა­რა­გა­ულ­ში არის სპორ­ტის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სოა. ბავ­შვებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ივარ­ჯი­შონ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, კა­ლათ­ბურთში ჩემი ცოდ­ნა მხო­ლოდ მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მე­ტად გა­მეღრმა­ვე­ბი­ნა. მწვრთნე­ლის ლი­ცენ­ზია რომ ამე­ღო, სამ­წვრთნე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა მქო­ნო­და.

არ­სე­ბო­ბენ სკო­ლე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია, ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იმუ­შაო, გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვო და შემ­დეგ გა­მოც­და­ზე გახ­ვი­დე. მე არა­ვინ მყო­ლია ისე­თი, ვინც და­მეხ­მა­რე­ბო­და და სად­მე "გამ­ჩი­თავ­და".

ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ასის­ტენტ მწვრთნელ კოტე ტუ­ღუშს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მივ­წე­რე, რომ მწვრთნე­ლად მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი მქონ­და. ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბა­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი. გა­მოხ­მა­უ­რე­ბას დი­დად არ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ ბა­ტონ­მა კო­ტემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, მყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას მო­გაქ­ცევს და ცხოვ­რე­ბა­ში კარგ შანსს მოგ­ცემ­სო. მან ამ აკა­დე­მი­ის ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს შე­მახ­ვედ­რა. იმ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, ვსწავ­ლობ­დი, თან ახალ სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და, 3 დღე­ში მუ­შა­ო­ბა უნდა და­მე­წყო, არც თუ ური­გო ად­გილ­ზე, ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით.

შევ­ხვდი ირაკ­ლი შა­ნი­ძეს, ვი­ლა­პა­რა­კეთ და მი­თხრა, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მია შენ­ნა­ირ ახალ­გაზ­რდებს ეძებს, მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლი გქონ­დეს. სა­წყის ეტაპ­ზე ეს მხო­ლოდ ენ­თუ­ზი­აზ­მის ხარ­ჯზე იქ­ნე­ბაო. რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი.

ერთი წე­რი­ლი კოტე ტუ­ღუშ­თან, ერთი ზარი მის­გან, ერთი შეხ­ვედ­რა და მე უკვე კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ა­ში ვი­ყა­ვი. ეს შოკი იყო, ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა. ნა­შოვნ სამ­სა­ხურ­ზე უარი ვთქვი. შევ­ხვდი აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტორს, მთა­ვარ მწვრთნელს და მე­ო­რე დღეს­ვე ვარ­ჯიშ­ზე მწვრთნე­ლის დამ­ხმა­რედ მი­ვე­დი. თბი­ლად მი­მი­ღეს, კომ­ფორ­ტულ ზო­ნა­ში აღ­მოვ­ჩნდი. 3 თვის შემ­დეგ მწვრთნე­ლად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. წელს 6 გუნდს ვა­ვარ­ჯი­შებ, 4 გუნ­დი 12 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი არი­ან და 2 გუნ­დი - 16 წლამ­დე ბი­ჭე­ბის.

- ახლა იმ დღე­ზე მი­ამ­ბე, რა მი­ზე­ზი­თაც ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მოხ­და.

- ვარ­ჯიშ­ზე ზა­რებს არ ვპა­სუ­ხობ, ტე­ლე­ფო­ნი იმის­თვის შე­მაქვს, რომ დრო ვა­კონ­ტრო­ლო, წამმ­ზო­მის ფუნ­ქცი­ას ვი­ყე­ნებ. იმ დღე­საც ასე იყო, ტე­ლე­ფონ­ზე ზარი შე­მო­ვი­და, ქა­ლა­ქის ნომ­რი­დან იყო და არ ვუ­პა­სუ­ხე. მე­ო­რე­დაც და­რე­კა... ვარ­ჯი­ში­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ შე­მო­სულ ნო­მერ­ზე დავ­რე­კე და გა­ვარ­კვიე, რომ ერთ-ერთი გა­თა­მა­შე­ბი­დან მი­რე­კავ­დნენ. 4 ბი­ლე­თი მქონ­და. სულ სამი პრი­ზი თა­მაშ­დე­ბო­და: 1000 ლარი ერთჯე­რა­დად, აი­ფონ X და ავ­ტო­მო­ბი­ლი... აღ­მოჩ­ნდა, რომ მე 2017 წლის "ჰი­უნ­დაი აქ­ცენტს" ვი­გებ­დი. ის ღამე არ მი­ძი­ნია, წა­მი­ე­რად ჩამ­თვლემ­და, უაზ­რო სიზ­მრებს ვნა­ხუ­ლობ­დი, მეღ­ვი­ძე­ბო­და. სრუ­ლი შოკი მქონ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი დავ­წე­რე, რომ არ ამო­მეთ­ქვა, გული გა­მის­კდე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება

"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება

"ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მწვრთნელი ვარ. ბავშვებთან მუშაობა რთულია, რადგან ძნელია, რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო... აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ, ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან. დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და სანატრელ ვარჯიშზე ავედი. 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა. სამჯერ არ ვუპასუხე"... - ეს ამონარიდია ბექა ჭყოიძის სტატუსიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამბავს უცნაური და ამაღელვებელი გაგრძელება აქვს.

10 წუთის შემდეგ, ბექამ შემოსულ ნომერზე დარეკა. აღმოჩნდა, ერთ-ერთი გათამაშებიდან ურეკავდნენ, მისი ნომერი ამოვიდა, პრიზი - 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტი" იყო. ეს ამბავი აქ არ სრულდება, დანარჩენს ბექა თავად გვიამბობს.

- ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. პროგრამისტობა მინდოდა და დღეს კალათბურთის მწვრთნელი ვარ. სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, ჩემს ცხოვრებაში იყო "კავეენი", შემდეგ სცენარისტად ვმუშაობდი, მერე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მესამე კურსზე ვარ.

- ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში როგორ აღმოჩნდი?

- კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში უეცრად არ გაჩენილა. მთელი ცხოვრება სპორტის ამ სახეობით ვიყავი გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ სცენარისტად მუშაობის პერიოდში, შინ მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, ღამე კალათბურთის თამაშებს ვუყურებდი. არდადეგების დროს ხარაგაულში ჩავდიოდი. იქ მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი", კალათბურთის პოპულარიზაციას ვეწეოდით, ტურნირებს ვატარებდით. ადრე კალათბურთს სულ 5-6 ბავშვი თუ თამაშობდა, წელს ზაფხულზე ჩემპიონატი რომ ჩავატარეთ, 10 გუნდი დიდებში გვყავდა, 8 - პატარებში და თითო თამაშს 300-მდე მაყურებელი ესწრებოდა. მოედანი საკუთარი ხელით მოვაწყვეთ, ფარიც თავად ავაწყვეთ. ხარაგაულში არის სპორტის სასახლე, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, დასავლეთ საქართველოში საუკეთესოა. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ივარჯიშონ.

ძალიან მინდოდა, კალათბურთში ჩემი ცოდნა მხოლოდ მოყვარულის დონეზე არ დარჩენილიყო, მეტად გამეღრმავებინა. მწვრთნელის ლიცენზია რომ ამეღო, სამწვრთნელო გამოცდილება უნდა მქონოდა.

არსებობენ სკოლები, სადაც შეგიძლია, ლიცენზიის გარეშე იმუშაო, გამოცდილება დააგროვო და შემდეგ გამოცდაზე გახვიდე. მე არავინ მყოლია ისეთი, ვინც დამეხმარებოდა და სადმე "გამჩითავდა".

ერთ დღეს საქართველოს ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, სოციალურ ქსელში მივწერე, რომ მწვრთნელად მუშაობის სურვილი მქონდა. ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე თანახმა ვიყავი. გამოხმაურებას დიდად არ ველოდებოდი, მაგრამ ბატონმა კოტემ დამირეკა და მითხრა, მყავს მეგობარი, რომელიც ყურადღებას მოგაქცევს და ცხოვრებაში კარგ შანსს მოგცემსო. მან ამ აკადემიის ერთ-ერთ წარმომადგენელს შემახვედრა. იმ პერიოდში სამსახურიდან წამოსული ვიყავი, ვსწავლობდი, თან ახალ სამსახურს ვეძებდი, შემოთავაზებაც მქონდა, 3 დღეში მუშაობა უნდა დამეწყო, არც თუ ურიგო ადგილზე, ნორმალური ანაზღაურებით.

შევხვდი ირაკლი შანიძეს, ვილაპარაკეთ და მითხრა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია შენნაირ ახალგაზრდებს ეძებს, მთავარია, სურვილი გქონდეს. საწყის ეტაპზე ეს მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე იქნებაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ერთი წერილი კოტე ტუღუშთან, ერთი ზარი მისგან, ერთი შეხვედრა და მე უკვე კალათბურთის აკადემიაში ვიყავი. ეს შოკი იყო, ოცნებები სრულდება. ნაშოვნ სამსახურზე უარი ვთქვი. შევხვდი აკადემიის დირექტორს, მთავარ მწვრთნელს და მეორე დღესვე ვარჯიშზე მწვრთნელის დამხმარედ მივედი. თბილად მიმიღეს, კომფორტულ ზონაში აღმოვჩნდი. 3 თვის შემდეგ მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. წელს 6 გუნდს ვავარჯიშებ, 4 გუნდი 12 წლამდე მოზარდები არიან და 2 გუნდი - 16 წლამდე ბიჭების.

- ახლა იმ დღეზე მიამბე, რა მიზეზითაც ჩვენი შეხვედრა მოხდა.

- ვარჯიშზე ზარებს არ ვპასუხობ, ტელეფონი იმისთვის შემაქვს, რომ დრო ვაკონტროლო, წამმზომის ფუნქციას ვიყენებ. იმ დღესაც ასე იყო, ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ქალაქის ნომრიდან იყო და არ ვუპასუხე. მეორედაც დარეკა... ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ შემოსულ ნომერზე დავრეკე და გავარკვიე, რომ ერთ-ერთი გათამაშებიდან მირეკავდნენ. 4 ბილეთი მქონდა. სულ სამი პრიზი თამაშდებოდა: 1000 ლარი ერთჯერადად, აიფონ X და ავტომობილი... აღმოჩნდა, რომ მე 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტს" ვიგებდი. ის ღამე არ მიძინია, წამიერად ჩამთვლემდა, უაზრო სიზმრებს ვნახულობდი, მეღვიძებოდა. სრული შოკი მქონდა. სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, რომ არ ამომეთქვა, გული გამისკდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი