პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე
"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში მოხ­სე­ნე­ბით წარ­სდგა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის სხდო­მა­ზე სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა, შემ­დეგ კი დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა და­ინ­ტე­რეს­და გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძის კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხით და სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბის შე­სა­ხებ დას­ვა შე­კი­თხვა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს მი­მარ­თა:

"კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს და შემ­დეგ ოთხ ტენ­დერს ზე­დი­ზედ იგებს, სა­უ­ბა­რი მაქვს გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძის კომ­პა­ნი­ა­ზე, ეს ხომ შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა? მი­ი­ღეთ თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძის­თვის მი­გე­ცათ მიწა, რომ­ლის სა­ფა­სუ­რი დღემ­დე არ გა­და­უხ­დია?"

ამა­ზე პა­სუ­ხად კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "სი­მარ­თლეს გე­ტყვით. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სიძე თუ იყო სა­ერ­თოდ კომ­პა­ნი­ა­ში, სტუ­დია მო­ნი­ტო­რის სი­უ­ჟე­ტი­დან შე­ვი­ტყვე და პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, იმ მო­მენ­ტში გახ­და ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი, ეს ფი­ცით შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო..."

ამ დროს პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატს სი­ტყვა რეპ­ლი­კით შე­ა­წყვე­ტი­ნეს, რომ ის გა­ჩე­ჩი­ლა­ძის შვი­ლის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­ზეც კვი­რი­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"ვის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი... ბო­დი­ში რა... სხვა­თა­შო­რის მისი სი­ძის (უც­ნო­ბის სიძე, გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე) ქორ­წილ­ში ნამ­დვი­ლად არ ვარ ნამ­ყო­ფი. ლე­ვა­ნის შვი­ლის ქორ­წილ­ში ვარ მხო­ლოდ ნამ­ყო­ფი მაგ ოჯა­ხი­დან" - აღ­ნიშ­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და რა­ტომ ჰქონ­და გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს მო­ლო­დი­ნი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ტენ­დე­რის სა­კითხს მო­უგ­ვა­რებ­და.

"რო­დე­საც მან მომ­მარ­თა, მა­შინ­ვე ერ­თა­დერ­თი და­ვა­ლე­ბა მი­ვე­ცი ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, რომ ის გარ­კვე­უ­ლი­ყო დე­ტა­ლებ­ში - იყო თუ არა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი. რა თქმა უნდა, მან მო­ი­კი­თხა ეს სა­კი­თხი და მი­ვი­ღე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე და­ვას­კვე­ნი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამჭვირ­ვა­ლედ და კა­ნო­ნის დაც­ვით იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რი და რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბა ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბის მი­მართ, სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას ამ თე­მა­ზე. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რი, მე სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე. მე ამის უფ­ლე­ბა მაქვს, ვი­ნა­ი­დან ვარ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი და მთავ­რო­ბის ტენ­დერ­ზეა სა­უ­ბა­რი და ეს არ არის ზე­წო­ლა არა­ვის­ზე. ტენ­დე­რი იყო კა­ნო­ნის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ჩემი რე­ა­გი­რე­ბა დას­რულ­და სწო­რედ აქ, ვი­ნა­ი­დან არა­ვის არ უნდა ჩა­ეთ­ვა­ლა, რომ მე­გო­ბარს და­ვეხ­მა­რე და ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე

"ლევანის შვილის ქორწილში ვარ ნამყოფი მხოლოდ..." - კვირიკაშვილის პასუხი ოპოზიციას გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინა, შემდეგ კი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან დაკავშირებული საკითხით და სახელმწიფო ტენდერების შესახებ დასვა შეკითხვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა:

"კომპანია, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს და შემდეგ ოთხ ტენდერს ზედიზედ იგებს, საუბარი მაქვს გაჩეჩილაძის სიძის კომპანიაზე, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, გაჩეჩილაძის სიძისთვის მიგეცათ მიწა, რომლის საფასური დღემდე არ გადაუხდია?"

ამაზე პასუხად კვირიკაშვილმა განაცხადა: "სიმართლეს გეტყვით. გაჩეჩილაძის სიძე თუ იყო საერთოდ კომპანიაში, სტუდია მონიტორის სიუჟეტიდან შევიტყვე და პირდაპირ გეუბნებით, იმ მომენტში გახდა ჩემთვის ცნობილი, ეს ფიცით შემიძლია დავადასტურო..."

ამ დროს პრემიერობის კანდიდატს სიტყვა რეპლიკით შეაწყვეტინეს, რომ ის გაჩეჩილაძის შვილის ქორწილში იმყოფებოდა, რაზეც კვირიკაშვილმა უპასუხა:

"ვის ქორწილში ვიყავი... ბოდიში რა... სხვათაშორის მისი სიძის (უცნობის სიძე, გიორგი შარაშიძე) ქორწილში ნამდვილად არ ვარ ნამყოფი. ლევანის შვილის ქორწილში ვარ მხოლოდ ნამყოფი მაგ ოჯახიდან" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ასევე დაინტერესდა რატომ ჰქონდა გიორგი გაჩეჩილაძეს მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრი ტენდერის საკითხს მოუგვარებდა.

"როდესაც მან მომმართა, მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ ის გარკვეულიყო დეტალებში - იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა ეს საკითხი და მივიღე ამომწურავი პასუხი. აქედან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარების გაკეთებას ამ თემაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი, მე სპეციალურად შევისწავლე. მე ამის უფლება მაქვს, ვინაიდან ვარ მთავრობის მეთაური და მთავრობის ტენდერზეა საუბარი და ეს არ არის ზეწოლა არავისზე. ტენდერი იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული და ჩემი რეაგირება დასრულდა სწორედ აქ, ვინაიდან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."