სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი "გიდის პროფესია" - საინტერესო და საჭირო წიგნი ექსკურსიათმძღოლებისთვის
წიგნი "გიდის პროფესია" - საინტერესო და საჭირო წიგნი ექსკურსიათმძღოლებისთვის

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გი­დე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო "გი­დის პრო­ფე­სია"გა­მო­უშ­ვა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ზა­ნია და­ეხ­მა­როს მოქ­მედ და დამ­წყებ გი­დებს პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­სა და და­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. წიგ­ნი, რომ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლიც წელს გა­მო­ი­ცა აღ­წე­რი­ლია ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა: ექ­სკურ­სია და მისი არსი, გი­დის მიერ ექ­სკურ­სი­ის მომ­ზა­დე­ბა, ტუ­რის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა, ექ­სკურ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, წიგნ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, აჭა­რის მოკ­ლე ის­ტო­რია და ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი.

"ხში­რად გვეს­მის, რომ თუ ადა­მი­ა­ნი ფლობს რო­მე­ლი­მე უცხო ენას და გა­აჩ­ნია გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ეს საკ­მა­რი­სია გი­დის პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის. ეს მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნაა, რად­გან გი­დის პრო­ფე­სია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით უნი­ვერ­სა­ლუ­რია. კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის გარ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გიდი უნდა იყოს ერუ­დი­რე­ბუ­ლი და არ­ტის­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მას შე­ეძ­ლოს პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, ჰქონ­დეს კარ­გი მახ­სოვ­რო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი, რომ შეძ­ლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის და ტემ­პე­რა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. კარ­გმა გიდ­მა ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ უნდა იცო­დეს იმ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი მიჰ­ყავს.

გიდი კარ­გად უნდა ფლობ­დეს იმ უცხო ენას, რო­მელ­ზეც ატა­რებს ექ­სკურ­სი­ებს და კარ­გად უნდა იც­ნობ­დეს ამ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ხალ­ხის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ნამ­დვი­ლი გი­დის ცოდ­ნა სცდე­ბა აუ­ცი­ლე­ბელს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტუ­რის­ტე­ბის თხოვ­ნით შე­იც­ვლე­ბა მარ­შრუ­ტი, ეს გი­დის­თვის პრობ­ლე­მას არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო გახ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო გი­დის პრო­ფე­სი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მელ­შიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გი­დის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და,"გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა თა­მარ კა­ი­კა­ციშ­ვილ­მა.

გი­დის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძვა­ნე­ლოს I ნა­წი­ლი და­ეთ­მო გი­დის პრო­ფე­სი­ის თე­ო­რი­ულ ნა­წილს, რო­მე­ლიც და­მუ­შავ­და ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს "გი­დის ხე­ლოვ­ნე­ბა"და მი­სი­ვე სა­ლექ­ციო კურ­სის მი­ხედ­ვით. მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მა კი 2018 წელს იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

წიგნი "გიდის პროფესია" - საინტერესო და საჭირო წიგნი ექსკურსიათმძღოლებისთვის

წიგნი "გიდის პროფესია" - საინტერესო და საჭირო წიგნი ექსკურსიათმძღოლებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო "გიდის პროფესია"გამოუშვა. სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

"ხშირად გვესმის, რომ თუ ადამიანი ფლობს რომელიმე უცხო ენას და გააჩნია გარკვეული ინფორმაცია, ეს საკმარისია გიდის პროფესიისათვის. ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან გიდის პროფესია თავისი შინაარსით უნივერსალურია. კონკრეტული ინფორმაციის ფლობის გარდა პროფესიონალი გიდი უნდა იყოს ერუდირებული და არტისტული ადამიანი, მას შეეძლოს პუბლიკის წინაშე გამოსვლა, ჰქონდეს კარგი მახსოვრობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, გაწონასწორებული ხასიათი, რომ შეძლოს განსხვავებული ხასიათის და ტემპერამენტის ადამიანებთან ურთიერთობა. კარგმა გიდმა ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდეს იმ ადგილების შესახებ, სადაც ტურისტები მიჰყავს.

გიდი კარგად უნდა ფლობდეს იმ უცხო ენას, რომელზეც ატარებს ექსკურსიებს და კარგად უნდა იცნობდეს ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის ისტორიას, კულტურასა და თავისებურებებს. ნამდვილი გიდის ცოდნა სცდება აუცილებელს. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების თხოვნით შეიცვლება მარშრუტი, ეს გიდისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მომზადებულიყო გიდის პროფესიის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელშიც პროფესიონალი გიდისთვის აუცილებელი ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნებოდა,"განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს "გიდის ხელოვნება"და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა კი 2018 წელს იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი