მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში
დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში

ბა­თუ­მის მე­რი­ამ მა­ი­ა­კოვ­სკის ქუ­ჩის #93-ში მდე­ბა­რე სა­ნი­აღ­ვრე არ­ხის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­თუ­მის მე­რია ავ­რცე­ლებს და ამ ფაქ­ტში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლა­ში პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის "მთე­ბი" ჩანს.

რო­გორც ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მა­სა­ლა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ჭი­რო გახ­და არ­ხის ზე­და­პი­რის ამოჭ­რა, სა­ი­და­ნაც დიდი ოდე­ნო­ბით პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბი ამო­ი­ღეს.

ბა­თუ­მის მე­რია მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის თვით­ნე­ბუ­რად დაყ­რის­გან, არ და­ა­ნაგ­ვი­ა­ნონ ქა­ლა­ქი და მო­უფრ­თხილ­დნენ გა­რე­მოს.

ბა­თუ­მის მე­რი­ის ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლა ინ­ტერ­ნეტს "იპყრობს". "პლასტმა­სის სა­ბა­დო", "ბოთ­ლებს ვი­ბა­რებთ, ბო­ოთ­ლე­ე­ებს!" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ცნო­ბი­სათ­ვის, პლასტმა­სი გა­რე­მოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია. პლასტმა­სის ბოთ­ლის და­შა­ლას სა­შუ­ა­ლოდ 450 წელი სჭირ­დე­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში

დღის ფოტო ბათუმიდან: "პლასტმასის მთები" სანიაღვრე არხებში

ბათუმის მერიამ მაიაკოვსკის ქუჩის #93-ში მდებარე სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა, - ამ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს და ამ ფაქტში უჩვეულო არაფერია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მერიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში პლასტმასის ბოთლების "მთები" ჩანს.

როგორც ქალაქის მთავრობის მასალაშია აღნიშნული, დასუფთავების პროცესში, საჭირო გახდა არხის ზედაპირის ამოჭრა, საიდანაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები ამოიღეს.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, არ დაანაგვიანონ ქალაქი და მოუფრთხილდნენ გარემოს.

ბათუმის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული მასალა ინტერნეტს "იპყრობს". "პლასტმასის საბადო", "ბოთლებს ვიბარებთ, ბოოთლეეებს!" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

ცნობისათვის, პლასტმასი გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. პლასტმასის ბოთლის დაშალას საშუალოდ 450 წელი სჭირდება.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი