სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე
რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხე­ლო­ბის ბაღ­ში მო­ზარ­დის დაჭ­რის საქ­მე­ზე, ძვე­ლი თბი­ლი­სის მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის სამ­მარ­თვე­ლო­ში, დაჭ­რი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე გა­მო­კი­თხეს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა და ინ­ცი­დენ­ტის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში კონ­კრე­ტი­კის­გან თა­ვის იკა­ვე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე­დაა. კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მისი მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურთ. მო­ზარ­დის მე­გობ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი არ არის, მომ­ხდარ­ზე კი ვერ­სი­ე­ბი არ აქვთ. მათი ნა­წი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ინ­ცი­დენ­ტში დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის სკო­ლე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას ყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ბაღ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე

რას ამბობენ მეგობრები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილ მოზარდზე

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში მოზარდის დაჭრის საქმეზე, ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონის სამმართველოში, დაჭრილის ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა და ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები ინგოროყვას კლინიკაშიც იმყოფებიან.

როგორც Ambebi.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უწყების პრესსამსახურში კონკრეტიკისგან თავის იკავებენ.

რაც შეეხება დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ სტაბილურად მძიმედაა. კლინიკაში იმყოფებიან მისი მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებსაც კომენტარის გაკეთება არ სურთ. მოზარდის მეგობრების განცხადებით კი, დაზარალებული კონფლიქტური არ არის, მომხდარზე კი ვერსიები არ აქვთ. მათი ნაწილი გამორიცხავს, რომ ინციდენტში დაჭრილი მოზარდის სკოლელები მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ყვებიან თვითმხილველები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ დაპირისპირებაზე

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს" - სახალხო დამცველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე