ჩინური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, დამოუკიდებლები, გულწრფელები, ერთგულები და გაბედულები არიან. ამ მახასიათებლების წყალობით, მათ გარშემომყოფებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
წაიკითხეთ ასევე: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2018 წელს ყველაზე მეტად
ძაღლის წელში დაბადებულების ძლიერი მხარეები :
გაბედულობა, სანდოობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ინტელექტი.
სუსტი მხარეები:
სენსიტიურობა, კონსერვატიულობა, სიჯიუტე.
სასიყვარულო ურთიერთობები:
საუკეთესოდ ეწყობიან კურდღლის წელიწადში დაბადებულებს, ხასიათის ერთნაირი შტრიხები აქვთ, ერთი და იგივე ჰობი კი სასიყვარულო ურთიერთობას მეტ ხალისს მატებს. ერთმანეთის გაგება შეუძლიათ და სირთულეებს მშვიდად ხვდებიან.
ვერ ეწყობიან დრაკონის, ცხვრისა და მამლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს - სრულიად სხვადასხვა ფასეულობები აქვთ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ძაღლი ამ სამი ნიშნიდან რომელიმესთან გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას, დიდი ალბათობით კრახით დასრულდება, რადგან კომუნიკაციისა და ნდობის ნაკლებობა ექნებათ ერთმანეთთან.
რა ელით ძაღლის წელიწადში დაბადებულებს 2018 წელს:
მათი ზოდიაქოს წელი იწყება, თუმცა, საერთო ჯამში, არც ისე იდეალური იქნება 2018 წელი მათთვის. სამსახურში დაძაბულობისა და ფინანსური ასპექტების გათვალისწინებით, მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება იქნებათ. ძაღლის წელში დაბადებულებს აზრთა სხვადასხვაობა ექნებათ საკუთარ ოჯახის წევრებთანაც.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მათ ბევრი უნდა ივარჯიშონ და დაიცვან რეგულარულად დიეტა. მოერიდონ საფრთხის შემცველ სპორტს, როგორიცაა, მაგალითად, თხილამურებით სრიალი.
ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც ძაღლის წელიწადში დაიბადნენ, არიან : უინსტონ ჩერჩილი, ბენჯამინ ფრანკლინი, პრინცი უილიამი, მაიკლ ჯექსონი, მადონა, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი, ელენ დეჯენერესი.
წყარო: travelchinaguide.com
ნახეთ ასევე: როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ფინანსები და კარიერა ძაღლის წელიწადში - 2018 წლის პროგნოზი
რას მოუტანს ყვითელი ძაღლის წელი ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში - 2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი