პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, მო­ზარ­დის მიერ და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რემ ფა­რუ­ლად ჩა­ი­წე­რა, რაც საქ­მე­ში ჩა­ი­დო.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს არ გა­აჩ­ნდა ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა სა­სა­მარ­თლომ საქ­მეს მტკი­ცე­ბუ­ლად მა­ინც და­ურ­თო.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

გარ­და ამი­სა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პი­რიც მის­ცა, რო­მელ­თა შო­რის ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ სამი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან 5 პი­რი­დან ორზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ერთს - გი­რაო, ხოლო ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­და­ე­ცა მშობ­ლის - დე­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო.

ამასთან, სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა სასამართლომ საქმეს მტკიცებულად მაინც დაურთო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ