სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დადგა ქუთაისის ცენტრში მინიატურული ნაძვის ხე - მერიის კომენტარი "ფეისბუქში" პოპულარულ ფოტოზე
ვინ დადგა ქუთაისის ცენტრში მინიატურული ნაძვის ხე - მერიის კომენტარი "ფეისბუქში" პოპულარულ ფოტოზე

რამ­დე­ნი­მე დღეა, "ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში მო­ე­დან­ზე დად­გმუ­ლი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ნაძ­ვის ხეა ასა­ხუ­ლი. "აცა­დეთ, მო­მა­ვალ ახალ წლამ­დე ტანს აიყ­რის"; "პა­ტა­რა ბოვ­შის პას­პორ­ტი"; "ჩე­ვი­ცუცქე­თო?!"; "რა საყ­ვა­რე­ლია, ასე­თი პა­ტა­რაა და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი აა­ლა­პა­რა­კა" - ხუმ­რო­ბენ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ფო­ტოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან რო­გორც იუ­მო­რის­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, ისე ქა­ლა­ქის მე­რი­ის მი­მართ საყ­ვე­დუ­რე­ბი მოჰ­ყვა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ გა­ნა­თავ­სა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ნაძ­ვის ხე, რომ­ლის ზო­მამ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბით ვი­ღა­ცამ იხუმ­რა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაძ­ვის ხე ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას არ და­უდ­გამს: 

"ვი­ღა­ცამ ძა­ლი­ან ცუ­დად იხუმ­რა, თო­რემ ქუ­თა­ი­სის მე­რია ამ ნაძ­ვის ხეს რო­გორ დად­გამ­და?! ცის­ფერ­ყან­წელ­თა ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ეს ფოტო არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ადრე თეთ­რი ნაძ­ვი იდგა, რო­მე­ლიც რე­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ნი­კე­ას ქუ­ჩა­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, მის ად­გილ­ზე კი და­იდ­გმე­ბა ახა­ლი, 7-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვი. ქუ­თა­ი­სის მე­რია იმ ნაძ­ვის ხის დად­გმას, თა­ვის თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებს ნამ­დვი­ლად არ აკად­რებ­და.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქუ­თა­ი­სის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე

მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე კი 17-მეტ­რი­ა­ნია, რო­მე­ლიც მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატრთან უკვე დგას," - გან­მარ­ტა­ვენ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში. რო­გორ ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა­ში გვი­თხრეს, ცის­ფერ­ყან­წელ­თა ქუ­ჩა­ზე ახა­ლი ნაძ­ვის დად­გმის პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია და სულ მალე მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატრთან გან­თავ­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე და ქა­ლა­ქის სხვა გა­ნა­თე­ბე­ბიც აინ­თე­ბა.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ძვე­ლი გა­ნა­თე­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბამ და მონ­ტაჟ­მა 54 000, ხოლო ახა­ლი გა­ნა­თე­ბე­ბე­ბის სა­ფა­სურ­მა 238 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ დადგა ქუთაისის ცენტრში მინიატურული ნაძვის ხე - მერიის კომენტარი "ფეისბუქში" პოპულარულ ფოტოზე

ვინ დადგა ქუთაისის ცენტრში მინიატურული ნაძვის ხე - მერიის კომენტარი "ფეისბუქში" პოპულარულ ფოტოზე

რამდენიმე დღეა, "ფეისბუქში" ვრცელდება ფოტო, რომელზეც ქუთაისის ცენტრში მოედანზე დადგმული მინიატურული ნაძვის ხეა ასახული. "აცადეთ, მომავალ ახალ წლამდე ტანს აიყრის"; "პატარა ბოვშის პასპორტი"; "ჩევიცუცქეთო?!"; "რა საყვარელია, ასეთი პატარაა და ამდენი ადამიანი აალაპარაკა" - ხუმრობენ ფეისბუქ-მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში.

ფოტოს მომხმარებლებისგან როგორც იუმორისტული კომენტარები, ისე ქალაქის მერიის მიმართ საყვედურები მოჰყვა. AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ განათავსა ქალაქის ცენტრში თითქმის შეუმჩნეველი ნაძვის ხე, რომლის ზომამ ინტერნეტმომხმარებლებში დიდი აურზაური გამოიწვია. როგორც ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, აღნიშნული ფოტოს გავრცელებით ვიღაცამ იხუმრა, რადგან აღნიშნული ნაძვის ხე ქალაქის მთავრობას არ დაუდგამს: 

"ვიღაცამ ძალიან ცუდად იხუმრა, თორემ ქუთაისის მერია ამ ნაძვის ხეს როგორ დადგამდა?! ცისფერყანწელთა ქუჩაზე, სადაც ეს ფოტო არის გადაღებული, ადრე თეთრი ნაძვი იდგა, რომელიც რებილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე გადაიტანეს, მის ადგილზე კი დაიდგმება ახალი, 7-მეტრიანი ნაძვი. ქუთაისის მერია იმ ნაძვის ხის დადგმას, თავის თანაქალაქელებს ნამდვილად არ აკადრებდა.

ასე გამოიყურება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე

მთავარი ნაძვის ხე კი 17-მეტრიანია, რომელიც მესხიშვილის თეატრთან უკვე დგას," - განმარტავენ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. როგორ ქალაქის მთავრობაში გვითხრეს, ცისფერყანწელთა ქუჩაზე ახალი ნაძვის დადგმის პროცესი უკვე დაწყებულია და სულ მალე მესხიშვილის თეატრთან განთავსებული მთავარი ნაძვის ხე და ქალაქის სხვა განათებებიც აინთება.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ძველი განათებების აღდგენისთვის დახარჯული თანხის მოცულობამ და მონტაჟმა 54 000, ხოლო ახალი განათებებების საფასურმა 238 000 ლარი შეადგინა.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი