ევროკავშირის წევრი ქვეყნები მკაცრ ზომებს მიიღებენ ბიტკოინთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზია ის, რომ ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
გამოცემა წერს, რომ ეს შეთანხმება არის გეგმის ნაწილი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების მინიმუმამდე დაყვანას. ამავე მიზნისთვის მათ უკვე დაუჭირეს მხარი წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების აკრძალვას.
"დღევანდელი გადაწყვეტილება მოიტანს მეტ გამჭვირვალობას ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში", - განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, ვერა ჟუროვამ.
განაგრძეთ კითხვა