კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"
როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"

კიმ ჩენ ინის დიქ­ტა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვებს სხვა ქვეყ­ნე­ბის თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ. იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი პა­ტი­მა­რია, ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლი მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს ცი­ხე­ებ­ში, გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ებ­ში.

მცი­რე ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შვებს სკო­ლებ­შიც კი უხ­დე­ბათ მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ამას­თან, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, და­ეს­წრონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სიკ­ვდი­ლით სა­ჯა­როდ დას­ჯას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights Watch აზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძვა­ნე­ლი ფილ რო­ბერტსო­ნი ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრელ ამ­ბებს ჰყვე­ბა. იმ ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი, ვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მტრად გა­ნი­ხი­ლავს, წლებს მშობ­ლებ­თან ერ­თად ბა­ნა­კებ­ში ატა­რე­ბენ. რო­ბერტსო­ნის თქმით, ბა­ნა­კებ­ში ჯო­ჯო­ხე­თუ­რი სი­სას­ტი­კეა.

"თუ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ოჯა­ხე­ბის "გა­მოს­წო­რე­ბა" შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბა­ნა­კებ­ში მათ აწა­მე­ბენ, აშიმ­ში­ლე­ბენ და სიკ­ვდი­ლამ­დე ამუ­შა­ვე­ბენ. ასე­თი ოჯა­ხე­ბი ბა­ნა­კებ­ში მთელ ცხოვ­რე­ბას ატა­რე­ბენ.

ფი­ზი­კუ­რად აწა­მე­ბენ ბავ­შვებ­საც, გა­ნათ­ლე­ბას მათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აძ­ლე­ვენ. აი­ძუ­ლე­ბენ, იმუ­შა­ონ სა­შიშ პი­რო­ბებ­ში, ეს კი ხში­რად ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბით სრულ­დე­ბა.

გო­გო­ნებს, მი­აღ­წე­ვენ თუ არა სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბას, სხვა პა­ტიმ­რე­ბი აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. თუ ვინ­მე გაქ­ცე­ვას ცდის, ან სა­ჯა­როდ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, ანდა - წა­მე­ბა ემუქ­რე­ბა.

ეს ბა­ნა­კე­ბი არის ჯო­ჯო­ხე­თის ჩრი­ლო­კო­რე­უ­ლი ვერ­სია და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის ასაკს, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან,"-ამ­ბობს რო­ბერტსო­ნი.

ის ბავ­შვე­ბი კი, რომ­ლებ­საც "გა­უ­მარ­თლათ" და ცი­ხე­ში არ ატა­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ას­რუ­ლონ. მათ ხში­რად უხ­დე­ბათ დიდი ზო­მის ქვე­ბის გა­და­ზიდ­ვა, მარ­ცვლე­უ­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა, ხე­ე­ბის მოჭ­რა... მსგავს და­ვა­ლე­ბებს ბავ­შვე­ბი სკო­ლის­გან იღე­ბენ.

ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ ოჯა­ხებ­შიც.

"ამ ყვე­ლა­ფერს და­უ­მა­ტეთ საკ­ვე­ბის არ­ქო­ნა, სა­ში­ნე­ლი გა­ჭირ­ვე­ბა, ზამ­თრის პი­რო­ბებ­ში სახ­ლებ­ში ხში­რად გათ­ბო­ბა არ აქვთ. მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ბავ­შვებს ძა­ლი­ან რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ," - აღ­ნიშ­ნავს რო­ბერტსო­ნი.

წყა­რო express.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"

როგორ ცხოვრობენ ბავშვები დიქტატურაში - "ეს ჯოჯოხეთის ჩრდილოკორეული ვერსიაა"

კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში ბავშვებს სხვა ქვეყნების თანატოლებისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება აქვთ. იმის გამო, რომ ქვეყანაში უამრავი პატიმარია, ბავშვების დიდი ნაწილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს ციხეებში, გამოსასწორებელ კოლონიებში.

მცირე ასაკის მიუხედავად, ბავშვებს სკოლებშიც კი უხდებათ მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამასთან, ისინი ვალდებულები არიან, დაესწრონ დამნაშავეების სიკვდილით საჯაროდ დასჯას.

ორგანიზაციის Human Rights Watch აზიის წარმომადგენლობის ხელმძვანელი ფილ რობერტსონი ჩრდილო კორეელი ბავშვების შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს ჰყვება. იმ ოჯახების შვილები, ვისაც ხელისუფლება მტრად განიხილავს, წლებს მშობლებთან ერთად ბანაკებში ატარებენ. რობერტსონის თქმით, ბანაკებში ჯოჯოხეთური სისასტიკეა.

"თუ მიიჩნევენ, რომ ოჯახების "გამოსწორება" შეუძლებელია, ბანაკებში მათ აწამებენ, აშიმშილებენ და სიკვდილამდე ამუშავებენ. ასეთი ოჯახები ბანაკებში მთელ ცხოვრებას ატარებენ.

ფიზიკურად აწამებენ ბავშვებსაც, განათლებას მათ, ფაქტობრივად, არ აძლევენ. აიძულებენ, იმუშაონ საშიშ პირობებში, ეს კი ხშირად ბავშვების გარდაცვალებით სრულდება.

გოგონებს, მიაღწევენ თუ არა სქესობრივ მომწიფებას, სხვა პატიმრები აუპატიურებენ. თუ ვინმე გაქცევას ცდის, ან საჯაროდ სიკვდილით დასჯა, ანდა - წამება ემუქრება.

ეს ბანაკები არის ჯოჯოხეთის ჩრილოკორეული ვერსია და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, ყველას ერთნაირად არაადამიანურად ეპყრობიან,"-ამბობს რობერტსონი.

ის ბავშვები კი, რომლებსაც "გაუმართლათ" და ციხეში არ ატარებენ ცხოვრებას, იძულებულები არიან, მძიმე ფიზიკური სამუშაოები შეასრულონ. მათ ხშირად უხდებათ დიდი ზომის ქვების გადაზიდვა, მარცვლეულის მოსავლის აღება, ხეების მოჭრა... მსგავს დავალებებს ბავშვები სკოლისგან იღებენ.

ბავშვებზე ძალადობენ ოჯახებშიც.

"ამ ყველაფერს დაუმატეთ საკვების არქონა, საშინელი გაჭირვება, ზამთრის პირობებში სახლებში ხშირად გათბობა არ აქვთ. მარტივად გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბავშვებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ," - აღნიშნავს რობერტსონი.

წყარო express.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"