ანა კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასს ტყუპები შეეძინათ, ინფორმაციას ამერიკული გამოცემა TMZ ავრცელებს. ბავშვებს, რომლებიც 3 დღის წინ დაიბადნენ, ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს.
წყვილი ერთად 2001 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე არ არიან დაქორწინებულები. რამდენიმე თვის წინ ენრიკემ განაცხადა, რომ ანა ოჯახისთვის არ გაუცნია.
„დაქორწინების გარეშეც ძალიან ბედნიერები ვართ,“ - ამბობს მომღერალი.
კურნიკოვა და იგლესიასი მუდმივად ცდილობენ, პირადი ცხოვრება ჟურნალისტებისგან დამალონ. მედიისთვის არც ჩოგბურთელის ორსულობის შესახებ იყო ცნობილი.