კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კებ­მა" ფინ­კა ბან­კის კლი­ენ­ტი მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი და­ი­წყო. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა. ტრე­ნინ­გის მთა­ვა­რი თემა სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბი, ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, გაც­ვლი­თი კურ­სი, ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბი, და­ზღვე­ვა და სა­პენ­სიო რე­ფორ­მა იყო.

სა­ლო­მე მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა. სა­თა­ნა­დო ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ფი­ნან­სე­ბის უკეთ მარ­თვას, ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვას, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვას, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და მათ თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ერ­თო ჯამ­ში, მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა."

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: "დღე­ვან­დელ­მა ტრე­ნინ­გმა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ვუ­პა­სუ­ხეთ მათ ყვე­ლა კი­თხვას და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ეფექ­ტუ­რად შეძ­ლე­ბენ თა­ვის შე­მო­სავ­ლე­ბის და­გეგ­მვა­სა და ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნას".

ვუ­სალ ვერ­დი­ე­ვი, ფინ­კა ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: "ჩვენ­თვის, ფინ­კა ბან­კის­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენს კლი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზოთ არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ მივ­ცეთ ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა, რათა შეძ­ლონ ფი­ნან­სე­ბის სწო­რად და მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა. მად­ლო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის".

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 5 შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბი და­გეგ­მი­ლია სე­ნაკ­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში და თე­ლავ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 100-მე მე­წარ­მე გა­დამ­ზად­დე­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მათი მხრი­დან ბიზ­ნეს-გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი.

პრო­ექტს - "ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის"" "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი" ფინ­კა ბანკთან და გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის ფონდთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა

მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისში გაიმართა. ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.

სალომე მოისწრაფიშვილი, გერმანული შემნახველი ბანკების წარმომადგენელი: "პროექტის მიზანია მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. სათანადო ფინანსური განათლება ხელს შეუწყობს ფინანსების უკეთ მართვას, ბიუჯეტის დაგეგმვას, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევას, მოსალოდნელი რისკების შეფასებასა და მათ თავიდან აცილებას. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, მცირე ბიზნესის განვითარებას ემსახურება."

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი: "დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას".

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის".

პროექტის ფარგლებში 5 შეხვედრა გაიმართება. ტრენინგები დაგეგმილია სენაკში, ბათუმში, ქუთაისში და თელავში. პროექტის ფარგლებში 100-მე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის"" "საზოგადოება და ბანკები" ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

 

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი