პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იერუსალიმის გარშემო დაპირისპირება გრძელდება - თურქეთის საპასუხო ნაბიჯები და აშშ-ს რეაქცია
იერუსალიმის გარშემო დაპირისპირება გრძელდება - თურქეთის საპასუხო ნაბიჯები და აშშ-ს რეაქცია

ან­კა­რამ გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი სა­ელ­ჩო პა­ლეს­ტი­ნა­ში, იე­რუ­სა­ლი­მის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­და­ი­ტა­ნოს. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის თქმით, ეს არის ერ­დო­ღა­ნის პა­სუ­ხი დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

"ჩვენ უკვე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი პა­ლეს­ტი­ნის დე­და­ქა­ლა­ქია, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით იქ სა­ელ­ჩოს გახ­სნას ვერ ვა­ხერ­ხებთ, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი ახლა ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პა­ლეს­ტი­ნა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო­თია წარ­მოდ­გე­ნი­ლი... თუმ­ცა, ჩვენ ძა­ლი­ან მალე ავას­რუ­ლებთ ჩა­ნა­ფიქ­რს, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ სა­ელ­ჩოს გავ­ხსნით", - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­მა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დო­ნალდ ტრამპმა იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ცხა­და, სი­ო­ნის­ტუ­რის "გა­გე­ბი­თა და ლო­გი­კით, - გა­ვა­კე­თებ და წერ­ტი­ლი. ამე­რი­კაც აპი­რებს თა­ვი­სი სა­ელ­ჩოს გა­და­ტა­ნას... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ე­რო არ აღი­ა­რებს მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ის მა­ინც მტკი­ცედ დგას თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე და მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პით, - ჩვენ თქვენ არ გა­ღი­ა­რებთ და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენც არ ვა­ღი­ა­რებთ მას..."- აცხა­დებს ის.

რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა­ზე, აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი პა­ლეს­ტი­ნის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რეს... სტამ­ბო­ლის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლია, რომ ის­რა­ელ­მა უნდა შე­წყვი­ტოს "ქა­ლა­ქის ოკუ­პა­ცია" და აგ­რეთ­ვე, გა­ე­რომ "და­იც­ვას" იე­რუ­სა­ლი­მის სტა­ტუ­სი.

თურ­ქეთ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა. ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბის გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ აქვს.

"ამ შე­უ­რა­ცხყო­ფის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ე­რო­ში ამე­რი­კის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნიკი ჰე­ი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ცხა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო - პა­სუ­ხად, აშშ-მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვეტო და­ა­დო.

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გან­მარ­ტე­ბით, - ვა­შინგტონს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვად გა­და­წყვი­ტოს ის­რა­ე­ლის რო­მელ ქა­ლაქ­ში გა­ნა­თავ­სებს სა­ელ­ჩოს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს, ამე­რი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხვა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტე­ბის პი­რის­პირ მარ­ტოდ­მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა. გა­ე­როს 14-მა წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ აშშ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­ზო­ლუ­ცი­ას და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ბო­ლოს, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას ამე­რი­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვეტო 2011 წელს და­ა­დო, - მი­ზე­ზი პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­რა­ე­ლის მოქ­მე­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1990 წლი­დან, ამე­რი­კამ გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცია 14-ჯერ დაბ­ლო­კა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ბა­ბი პა­ლეს­ტი­ნა-ის­რა­ე­ლის კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

რო­გო­რი იქ­ნე­ბა "თურ­ქე­თის სა­პა­სუ­ხო" ნა­ბი­ჯე­ბი; გახ­სნის თუ არა ერ­დო­ღა­ნი იე­რუ­სა­ლი­მის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში "სა­ელ­ჩოს" თუ ეს უბ­რა­ლოდ, "სი­ტყვის მა­სა­ლაა" და რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამა­ზე ამე­რი­კის რე­აქ­ცია, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტე­ბი მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე მსჯე­ლო­ბენ.

"ერ­ღო­და­ნის გან­ცხა­დე­ბა - ეს არის მცდე­ლო­ბა, ამე­რი­კას არ გა­ა­ტა­ნი­ნონ თა­ვი­სი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. თა­ვის მხრივ, თურ­ქეთს უკვე არ ჰყოფ­ნის რე­სურ­სი, რომ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამე­რი­კას და იმავდრო­უ­ლად აკე­თოს თა­ვი­სი საქ­მე სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, არის უფრო დეკ­ლა­რა­ცია, მხა­რე­ებ­მა მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქე­თი ცდი­ლობს, "მუ­სულ­მა­ნი ძმე­ბის"დამ­ცვე­ლის როლი მო­ირ­გოს, რომ­ლე­ბიც ახლა ერ­დო­ღა­ნის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ", - აცხა­დებს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხებ­ში ან­დრეი მა­ნო­ი­ლო.

ექ­სპერტთა კი­დევ ერთი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ერ­დო­ღანს საკ­მა­ოდ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სი აქვს, ამე­რი­კას­თან თა­ვი­სი პო­ზი­ცია მკაც­რად და­ა­ფიქ­სი­როს. ამას­თან, თურ­ქე­თი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო თა­მაშს თა­მა­შობს - ის ცდი­ლობს აღ­მო­სავ­ლე­თის ძა­ლე­ბის და რე­სურ­სე­ბი მო­ი­ზი­დოს და ამ გზით შეძ­ლოს ამე­რი­კას­თან ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა... "ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ზა­რალ­დე­ბა ის­რა­ე­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია იე­რუ­სა­ლი­მის "თა­ვი­სად" აღი­ა­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო დროს თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან ლაგ­დე­ბო­და, რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღან­მა თა­ვის სულ­თნურ ამ­ბი­ცი­ებს შეს­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი... " - წერს სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი გა­რეტ ჯენ­კის­კი.

მა­ნო­ი­ლის შე­ფა­სე­ბით, "თურ­ქე­თი, თა­ვი­სი ბოლო გან­ცხა­დე­ბით, მხო­ლოდ ის­რა­ელ­თან კი არა, არა­ბეთ­თა­ნაც იფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გან ისი­ნი თურ­ქებს არა­ბი შე­ი­ხე­ბის "უმ­ცროს ძმებ­სა" და "ახალ­გაზ­რდა მუს­ლი­მებს" უწო­დე­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, მათ მთე­ლი მუს­ლი­მე­ბის სა­ხე­ლით სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

გარ­და ამი­სა, არა­ბებს "სა­უ­კუ­ნის წყე­ნა" ახ­სოვთ თურ­ქე­ბის­გან, იმ პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც ისი­ნი მარ­თავ­დნენ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ას და მუდ­მი­ვად მო­ის­მენთ, რომ მათ არა­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმდე­ბე­ბის გამო, უნდა ზღონ... ამი­ტო­მაც, ერ­დო­ღა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცე­ბი და­დე­ბი­თად ვერ შე­ა­ფა­სე­ბენ. ასე რომ, იე­რუ­სა­ლი­მის და ზო­გა­დად, მუს­ლი­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ერ­დო­ღანს ცოტა თავ­და­ჭე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს," - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იერუსალიმის გარშემო დაპირისპირება გრძელდება - თურქეთის საპასუხო ნაბიჯები და აშშ-ს რეაქცია

იერუსალიმის გარშემო დაპირისპირება გრძელდება - თურქეთის საპასუხო ნაბიჯები და აშშ-ს რეაქცია

ანკარამ გადაწყვიტა, თავისი საელჩო პალესტინაში, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიტანოს. თურქული მედიის თქმით, ეს არის ერდოღანის პასუხი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით...

"ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, თუმცა, ჯერჯერობით იქ საელჩოს გახსნას ვერ ვახერხებთ, რადგან იერუსალიმი ახლა ოკუპირებულია. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა პალესტინაში გენერალური საკონსულოთია წარმოდგენილი... თუმცა, ჩვენ ძალიან მალე ავასრულებთ ჩანაფიქრს, უახლოეს დღეებში იქ საელჩოს გავხსნით", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადა, სიონისტურის "გაგებითა და ლოგიკით, - გავაკეთებ და წერტილი. ამერიკაც აპირებს თავისი საელჩოს გადატანას... მიუხედავად იმისა, რომ გაერო არ აღიარებს მის გადაწყვეტილებას, ის მაინც მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მოქმედებს პრინციპით, - ჩვენ თქვენ არ გაღიარებთ და ასეთ შემთხვევაში, ჩვენც არ ვაღიარებთ მას..."- აცხადებს ის.

რამდენიმე ხნით ადრე, სტამბოლში გამართული ისლამური თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარეს... სტამბოლის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩაწერილია, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს "ქალაქის ოკუპაცია" და აგრეთვე, გაერომ "დაიცვას" იერუსალიმის სტატუსი.

თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ინიციატივით მიმართა, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ ამერიკის გადაწყვეტილება გაეუქმებინა. ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კანონების განხილვის უფლება მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს.

"ამ შეურაცხყოფის დავიწყება შეუძლებელია" - ასე გამოეხმაურა გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი რეზოლუციას, რომელიც ორგანიზაციამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების წინააღმდეგ მიიღო - პასუხად, აშშ-მა ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, - ვაშინგტონს სრული უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს ისრაელის რომელ ქალაქში განათავსებს საელჩოს. გადაწყვეტილების მიღების დროს, ამერიკის წარმომადგენელი უშიშროების საბჭოს სხვა წევრი ქვეყნების დიპლომატების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა. გაეროს 14-მა წევრმა სახელმწიფომ აშშ-ს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი.

ბოლოს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ამერიკის წარმომადგენელმა ვეტო 2011 წელს დაადო, - მიზეზი პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის მოქმედების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იყო. არსებული ინფორმაციით, 1990 წლიდან, ამერიკამ გაეროს რეზოლუცია 14-ჯერ დაბლოკა და ყველა შემთხვევაში, საბაბი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს უკავშირდებოდა.

როგორი იქნება "თურქეთის საპასუხო" ნაბიჯები; გახსნის თუ არა ერდოღანი იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში "საელჩოს" თუ ეს უბრალოდ, "სიტყვის მასალაა" და როგორი იქნება ამაზე ამერიკის რეაქცია, - ამის შესახებ ექსპერტები მხოლოდ ვერსიების დონეზე მსჯელობენ.

"ერღოდანის განცხადება - ეს არის მცდელობა, ამერიკას არ გაატანინონ თავისი ახლო აღმოსავლეთში. თავის მხრივ, თურქეთს უკვე არ ჰყოფნის რესურსი, რომ შეეწინააღმდეგოს ამერიკას და იმავდროულად აკეთოს თავისი საქმე სირიის მიმართულებით... შეიძლება ითქვას, ეს განცხადებები, არის უფრო დეკლარაცია, მხარეებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ამ შემთხვევაში, თურქეთი ცდილობს, "მუსულმანი ძმების"დამცველის როლი მოირგოს, რომლებიც ახლა ერდოღანის მფარველობის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ანდრეი მანოილო.

ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილის შეფასებით, ერდოღანს საკმაოდ დიდი პოლიტიკური რესურსი აქვს, ამერიკასთან თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსიროს. ამასთან, თურქეთი, საგარეო ურთიერთობებში ძალზე სახიფათო თამაშს თამაშობს - ის ცდილობს აღმოსავლეთის ძალების და რესურსები მოიზიდოს და ამ გზით შეძლოს ამერიკასთან ვითარების დაბალანსება... "ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად ზარალდება ისრაელი, რომელიც წლებია იერუსალიმის "თავისად" აღიარებაზე ოცნებობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თურქეთთან ურთიერთობა თანდათან ლაგდებოდა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თავის სულთნურ ამბიციებს შესწირა ყველაფერი... " - წერს სამხედრო მიმომხილველი გარეტ ჯენკისკი.

მანოილის შეფასებით, "თურქეთი, თავისი ბოლო განცხადებით, მხოლოდ ისრაელთან კი არა, არაბეთთანაც იფუჭებს ურთიერთობას, რადგან ისინი თურქებს არაბი შეიხების "უმცროს ძმებსა" და "ახალგაზრდა მუსლიმებს" უწოდებენ და მიაჩნიათ, მათ მთელი მუსლიმების სახელით საუბრის უფლება არ აქვთ.

გარდა ამისა, არაბებს "საუკუნის წყენა" ახსოვთ თურქებისგან, იმ პერიოდიდან, როდესაც ისინი მართავდნენ ოსმალეთის იმპერიას და მუდმივად მოისმენთ, რომ მათ არაბების წინააღმდეგ განხორციელებული ქმდებების გამო, უნდა ზღონ... ამიტომაც, ერდოღანის ინიციატივას საუდის არაბეთის პრინცები დადებითად ვერ შეაფასებენ. ასე რომ, იერუსალიმის და ზოგადად, მუსლიმების გაერთიანების შესახებ, ერდოღანს ცოტა თავდაჭერილი განცხადებების გაკეთება მოუწევს," - წერს პოლიტოლოგი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"