პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"

არა მარ­ტო ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და მივ­მარ­თო, რომ ეს საქ­მე ასე არ დარ­ჩეს და ბო­ლომ­დე იყოს მიყ­ვა­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, დათო სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ "რუს­თა­ვი2"-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მას ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ში მხო­ლოდ ორი პირი ფი­გუ­რი­რებ­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის მამა ასე­ვე არ ეთან­ხმე­ბა ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გარ­დაც­ვლილ დათო სა­რა­ლი­ძეს ია­რა­ღი მხო­ლოდ ერთხელ მო­უქ­ნია.

ზაზა სა­რა­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მო­მა­ვალ­ში არ გან­მე­ორ­დეს.

"ორ არას­რულ­წლო­ვანს რა­ტომ უნდა მოს­ვლო­და აზ­რად თავ­ში, რომ 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნოს ერთ ადა­მი­ანს?! ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ისიც, რომ შემ­თხვე­ვით გამ­ვლე­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლიც მოკ­ლეს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ საქ­მე­ში მეტი პო­როვ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბი­ოთ ორი ია­რა­ღია ამო­ღე­ბუ­ლი და ორ პი­როვ­ნე­ბა­ზე კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი.

არ ვე­თან­ხმე­ბი ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ ერთხელ მო­უქ­ნია მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ია­რა­ღი. თუ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ერთხელ მო­უქ­ნია დანა, მე­ო­რე პირი 11-ჯერ ვერ მო­ას­წრებ­და და­ნის დარ­ტყმას, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

არა მარ­ტო ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, არა­მედ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და მივ­მარ­თო, რომ ეს საქ­მე ასე არ დარ­ჩეს და ბო­ლომ­დე იყო მიყ­ვა­ნი­ლი. არა იმის გამო, რომ ჩემი შვი­ლია და­ღუ­პუ­ლი, იმის გამო, რომ ეს მე­ო­რედ არ მოხ­დეს. თუ ვინ­მე და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა, თუ ეცად­ნენ, რომ შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბით შე­უმ­სუ­ბუ­ქეს სას­ჯე­ლი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ყვე­ლა მო­ზარ­დი იმას იფიქ­რებს, რომ მეც იგი­ვეს გა­ვა­კე­თე­ბო", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ - "გა­მო­რი­ცხუ­ლია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკ­ლავ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა: "მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი"

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარ დანაშაულში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებდეს. გარდაცვლილის მამა ასევე არ ეთანხმება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილ დათო სარალიძეს იარაღი მხოლოდ ერთხელ მოუქნია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის ობიექტური და სამართლებრივი გამოძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.

"ორ არასრულწლოვანს რატომ უნდა მოსვლოდა აზრად თავში, რომ 12 ჭრილობა მიაყენოს ერთ ადამიანს?! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შემთხვევით გამვლელი ლევან დადუნაშვილიც მოკლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში მეტი პოროვნება მონაწილეობდეს, მაგრამ ჯერჯერობიოთ ორი იარაღია ამოღებული და ორ პიროვნებაზე კეთდება აქცენტი.

არ ვეთანხმები ადვოკატის განცხადებას, რომ ერთხელ მოუქნია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ მოუქნია დანა, მეორე პირი 11-ჯერ ვერ მოასწრებდა დანის დარტყმას, ეს გამორიცხულია.

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყო მიყვანილი. არა იმის გამო, რომ ჩემი შვილია დაღუპული, იმის გამო, რომ ეს მეორედ არ მოხდეს. თუ ვინმე დაუსჯელი დარჩა, თუ ეცადნენ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებით შეუმსუბუქეს სასჯელი, ჩათვალეთ, რომ ყველა მოზარდი იმას იფიქრებს, რომ მეც იგივეს გავაკეთებო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი