უკრაინაში "ბოევიკებმა" სვეტლოდარის რკალზე, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე მძლავრი შეტევა მიიტანეს, - ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილმა პრეს-ატაშემ ბაჩო ქორჩილავამ დაწერა.
"ქართულ ლეგიონს" რვა დაჭრილი ჰყავს. ბიჭები არტილერიული ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ", - ნათქვამია ბაჩო ქორჩილავას განცხადებაში.
აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასევე დაადასტურა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.