მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"
გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფე­ხით შე­მო­ი­ა­რა და რაც უფრო მეტს და­დის, უფრო მეტ პრობ­ლე­მას აწყდე­ბა ბუ­ნე­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და წუხს, რომ რაც უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ესა თუ ის ად­გი­ლი, მით უფრო სწრა­ფად იც­ვლე­ბა იქა­უ­რო­ბა, ოღონდ - ცუ­დის­კენ. ახალ­გაზ­რდა მო­ლაშ­ქრემ, მი­რი­ან თე­დო­რა­ძემ ტყის გა­ნად­გუ­რე­ბის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ხეზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნახ­ვოს, რომ მცე­ნა­რე ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მწვა­ნე საფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბით, სა­კუ­თარ თავ­საც ვა­ნად­გუ­რებთ...

მი­რი­ან თე­დო­რა­ძე:

- თუ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალს არ ჩავ­თვლით, მარ­თლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მაქვს შე­მოვ­ლი­ლი... ბევრ ად­გი­ლას, მარ­თლაც ჩვენ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ავე­დით პირ­ვე­ლად. ჩვენ გა­ვავ­რცე­ლეთ, რომ ამა და იმ ად­გი­ლას ულა­მა­ზე­სი ლან­დშაფ­ტი, ჩანჩქე­რი ან კა­ნი­ო­ნი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს გვი­ხა­რო­და, მაგ­რამ შემ­დეგ, სა­ნა­ნე­ბე­ლიც გაგ­ვიხ­და.

- რა­ტომ?

- ამ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ გავ­რცელ­და, ის ად­გი­ლე­ბი თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში და­ნაგ­ვი­ან­და, შემ­დეგ, იქა­უ­რო­ბას ვი­ღაც კერ­ძო მე­პატ­რო­ნე­ე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ და უსა­ხუ­რი ფა­ცხე­ბი ჩად­გეს, იქა­უ­რო­ბა სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლად აქ­ცი­ეს... რა თქმა უნდა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს კო­მერ­ცი­უ­ლი, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კუ­თხით უყუ­რე­ბენ... სა­ხელ­მწი­ფო, ასე­თი ად­გი­ლე­ბის დაც­ვის­თვის, თა­ვი­სე­ბურ გზას მი­მარ­თავს - იქა­უ­რო­ბას და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ად აცხა­დე­ბენ და ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია... ერთი სი­ტყვით, რა­საც ადა­მი­ა­ნის ხელი ეხე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და უმე­ტეს­წი­ლად, ცუ­დის­კენ. თუნ­დაც, კინ­ჩხის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ: იმ სო­ფელ­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ყვე­ლა თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უფრთხილ­დე­ბო­და ბუ­ნე­ბას, 2004 წლამ­დე იქ თევ­ზა­ო­ბაც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო. სა­მა­გი­ე­როდ, მას შემ­დეგ, რაც ფო­ტო­ე­ბი გა­ვავ­რცე­ლეთ, იქა­უ­რო­ბა ერ­თბა­შად შე­იც­ვა­ლა - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყო ხალ­ხმა დი­ნე­ბა. თევ­ზა­ო­ბას ვინ ჩი­ვის, მხო­ლოდ კალ­მახს იჭერ­დნენ, სხვას არც კად­რუ­ლობ­დნენ... გზა გა­იჭ­რა. თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მათ შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც... ბუ­ნე­ბის­გან ნა­ჩუ­ქა­რი სი­ლა­მა­ზის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქცე­ვა გა­და­წყვი­ტეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ აი­სა­ხა ბუ­ნე­ბა­ზე. სა­ხელ­მწი­ფოც, ვე­რა­ფერს რომ ვერ გახ­და, ჯე­ბი­რე­ბით შე­მო­ღო­ბა იქა­უ­რო­ბა. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას შეს­ვლა ფა­სი­ა­ნიც გა­ხა­დეს, რა­მაც ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ამ­ცი­რა.

- გარ­და იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად "ვე­ლად გაჭ­რი­ლი ხარ~, ვიცი, რომ ცდი­ლობ, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა სხვა­მაც მი­ი­ღოს...

- დიახ, მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან მეს­მო­და, რომ ერთი დღით მა­ინც უნ­დო­და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებ­და. ლაშ­ქრო­ბებ­ზე სი­ა­რულ­თან ერ­თად, ერთ-ერთ დიდ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბო­და და იმავდრო­უ­ლად, მთე­ლი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მაზ ად­გი­ლებ­ში, ვი­დე­ოს იღებ­დნენ. მე გამ­ყო­ლი ვი­ყა­ვი, თან ვი­დე­ო­საც ვი­ღებ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვე იქ, შემ­დეგ კი წა­მო­ვე­დი. რა თქმა უნდა, შე­მო­სა­ვა­ლი და­მაკ­ლდა, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მა­შინ დავ­ფიქ­რდი იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, ბევრ რა­მეს ით­მენ­და. ასეთს ბევ­რს ვიც­ნობ­დი, მათი დიდი ნა­წი­ლი შა­ბათ-კვი­რა­საც მუ­შა­ობ­და და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა­ზე ოც­ნე­ბობ­და... ერთხე­ლაც ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ერთი დღით მა­ინც შევ­ცვა­ლო ეს ადა­მი­ა­ნე­ბი-მეთ­ქი. ვცა­დე ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რო­ბა - იმან, ვინც უნდა "შე­მეც­ვა­ლა~, ერთ დღე­ში მას­წავ­ლა სა­მუ­შაო სპე­ცი­ფი­კა და მე­ო­რე დღეს მე ის "შევ­ცვა­ლე~.

ასე­ვე, ერთი დღით "შევ­ცვა­ლე~ ჩემი მე­გო­ბა­რი, ბუ­ღალ­ტე­რი გო­გო­ნა, ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თულ ან­გა­რი­შებს არ შევ­ჭი­დე­ბი­ვარ, მაგ­რამ ინ­ვო­ი­სებ­სა და ზედ­ნა­დე­ბებს მშვე­ნივ­რად გა­ვარ­თვი თავი. გა­და­რი­ცხვე­ბიც გა­ვა­კე­თე და სხვა წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბიც... კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, ის ბიჭი მთლი­ა­ნად ვერ "შევ­ცვა­ლე~, მაგ­რამ მი­ვეხ­მა­რე და 3 დღის საქ­მეს დღე-ნა­ხე­ვარ­ში მოვ­რჩით. ჰოდა, ის ბიჭი ლაშ­ქრო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­ვი­და... რო­დე­საც ადა­მი­ანს ბუ­ნე­ბა გულ­წრფე­ლად უყ­ვარს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს, შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რო, ოღონ­დაც მან სუ­ლი­ე­რად დას­ვე­ნე­ბა შეძ­ლოს. ასე მგო­ნია, ასეთ ადა­მი­ა­ნებს ცუ­დის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კაცო...
0

ხეზე კი არა, ქალზე იქორწინე და შენნაირი ბუნებისმოყვარული ბავშვები აღზარდე! ეს საქმე ყველას და ყველაფერს უფრო მეტად წაადგება! ჯანმრთელობა შენ და სიხარული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"

გაიცანით ქართველი მოლაშქრე, რომელიც ხეზე დაქორწინებას აპირებს - "სახლში იციან როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ"

როგორც თავად ამბობს, მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და რაც უფრო მეტს დადის, უფრო მეტ პრობლემას აწყდება ბუნებაში, მოსახლეობაში, ყოველდღიურობაში და წუხს, რომ რაც უფრო პოპულარული ხდება ესა თუ ის ადგილი, მით უფრო სწრაფად იცვლება იქაურობა, ოღონდ - ცუდისკენ. ახალგაზრდა მოლაშქრემ, მირიან თედორაძემ ტყის განადგურებისგან გადასარჩენად, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო, ხეზე დაქორწინებას აპირებს, რათა საზოგადოებას დაანახვოს, რომ მცენარე ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია და მწვანე საფრის განადგურებით, საკუთარ თავსაც ვანადგურებთ...

მირიან თედორაძე:

- თუ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს არ ჩავთვლით, მართლა მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი... ბევრ ადგილას, მართლაც ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ავედით პირველად. ჩვენ გავავრცელეთ, რომ ამა და იმ ადგილას ულამაზესი ლანდშაფტი, ჩანჩქერი ან კანიონი იყო. თავდაპირველად, ეს გვიხაროდა, მაგრამ შემდეგ, სანანებელიც გაგვიხდა.

- რატომ?

- ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ის ადგილები თვალის დახამხამებაში დანაგვიანდა, შემდეგ, იქაურობას ვიღაც კერძო მეპატრონეები გამოუჩნდნენ და უსახური ფაცხები ჩადგეს, იქაურობა საქეიფო ადგილად აქციეს... რა თქმა უნდა, პოპულარიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ყველაფერს კომერციული, გამოყენებითი კუთხით უყურებენ... სახელმწიფო, ასეთი ადგილების დაცვისთვის, თავისებურ გზას მიმართავს - იქაურობას დაცულ ტერიტორიად აცხადებენ და ეს ერთადერთი გამოსავალია... ერთი სიტყვით, რასაც ადამიანის ხელი ეხება, ყველაფერი იცვლება და უმეტესწილად, ცუდისკენ. თუნდაც, კინჩხის მაგალითი ავიღოთ: იმ სოფელში ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ყველა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ბუნებას, 2004 წლამდე იქ თევზაობაც კი აკრძალული იყო. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ფოტოები გავავრცელეთ, იქაურობა ერთბაშად შეიცვალა - მთელი საქართველოდან დაიწყო ხალხმა დინება. თევზაობას ვინ ჩივის, მხოლოდ კალმახს იჭერდნენ, სხვას არც კადრულობდნენ... გზა გაიჭრა. თანდათან ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, ადგილობრივებიც... ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ბუნებაზე. სახელმწიფოც, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ჯებირებით შემოღობა იქაურობა. რამდენიმე ადგილას შესვლა ფასიანიც გახადეს, რამაც ტურისტების რაოდენობა შეამცირა.

- გარდა იმისა, რომ მუდმივად `ველად გაჭრილი ხარ~, ვიცი, რომ ცდილობ, ეს სიამოვნება სხვამაც მიიღოს...

- დიახ, მთელი ზაფხული ბევრი ადამიანისგან მესმოდა, რომ ერთი დღით მაინც უნდოდა ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ლაშქრობებზე სიარულთან ერთად, ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის პროდუქციაც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა და იმავდროულად, მთელი ქვეყნის გამორჩეულად ლამაზ ადგილებში, ვიდეოს იღებდნენ. მე გამყოლი ვიყავი, თან ვიდეოსაც ვიღებდი. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავე იქ, შემდეგ კი წამოვედი. რა თქმა უნდა, შემოსავალი დამაკლდა, მაგრამ თავისუფლებით ბედნიერი ვიყავი. მაშინ დავფიქრდი იმ ადამიანებზე, ვინც სამსახურის დაკარგვის შიშით, ბევრ რამეს ითმენდა. ასეთს ბევრს ვიცნობდი, მათი დიდი ნაწილი შაბათ-კვირასაც მუშაობდა და ქალაქიდან გასვლაზე ოცნებობდა... ერთხელაც ვიფიქრე, იქნებ ერთი დღით მაინც შევცვალო ეს ადამიანები-მეთქი. ვცადე ავტოიმპორტიორობა - იმან, ვინც უნდა `შემეცვალა~, ერთ დღეში მასწავლა სამუშაო სპეციფიკა და მეორე დღეს მე ის `შევცვალე~.

ასევე, ერთი დღით `შევცვალე~ ჩემი მეგობარი, ბუღალტერი გოგონა, ძალიან ჩახლართულ ანგარიშებს არ შევჭიდებივარ, მაგრამ ინვოისებსა და ზედნადებებს მშვენივრად გავართვი თავი. გადარიცხვებიც გავაკეთე და სხვა წვრილმანი საქმეებიც... კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს, ის ბიჭი მთლიანად ვერ `შევცვალე~, მაგრამ მივეხმარე და 3 დღის საქმეს დღე-ნახევარში მოვრჩით. ჰოდა, ის ბიჭი ლაშქრობაში ჩვენთან ერთად წამოვიდა... როდესაც ადამიანს ბუნება გულწრფელად უყვარს და მასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, შემიძლია, ყველაფერში დავეხმარო, ოღონდაც მან სულიერად დასვენება შეძლოს. ასე მგონია, ასეთ ადამიანებს ცუდის გაკეთება არ შეუძლიათ... განაგრძეთ კითხვა