პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ
 "იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მე­დი­ის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სა და სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბი გა­კეთ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა "მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ლებს ვეტო უნდა და­ა­დოს.

"არ შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა, ჰქონ­დეს ბევ­რად უფრო მეტი ფი­ნან­სე­ბი, ვიდ­რე ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას. ეს არას­წო­რია. ბევ­რი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი ამ კა­ნონ­ში და მე იმე­დი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­ა­დებს ვე­ტოს. თუ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ექ­ნე­ბათ დიდი პრო­ტეს­ტი ამ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პარ­ლა­მენ­ტი მათ მო­საზ­რე­ბებს გა­ი­ზი­ა­რებს. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის ცუდი, შე­ი­ცავს კო­რუფ­ცი­ულ რის­კებს, და­ან­გრევს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარს, მი­მარ­თუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი არ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს კა­ნო­ნი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უშ­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს", - გა­ნა­ცხა­და ტუ­ღუშ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ვე­ტოს და­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი:

"პრე­ზი­დენტს ვუ­თხა­რით ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი ყვე­ლა ას­პექ­ტში - და­წყე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბით და ა.შ. პრე­ზი­დენ­ტმა მო­ის­მი­ნა ეს არ­გუ­მენ­ტე­ბი, შეხ­ვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის, რომ მან ვეტო და­ა­დოს კა­ნონპ­რო­ექტს",- გა­ნა­ცხა­და ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლის, თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი მზად არის, რომ ის კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რა­ზე და­ფიქ­სირ­და, დას­ვას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

"ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამ სა­ხით აზა­რა­ლებს ყვე­ლა კო­მერ­ცი­ულ და კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ას. ის მორ­გე­ბუ­ლია მხო­ლოდ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ვი­თომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით ირ­ღვე­ვა კონ­კუ­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს. ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ხდე­ბა მხო­ლოდ ერთ ჭრილ­ში - "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ხელ­შე­წყო­ბის ჭრილ­ში და ამის ფონ­ზე ხდე­ბა კერ­ძო მა­უ­წყებ­ლე­ბის და­ჩაგ­ვრა",- გა­ნა­ცხა­და მუ­რა­დაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის დი­რექ­ტორ­მა ნატა ძვე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო ბაზ­რის­თვის, რაც დღეს არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში":

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი არის, რომ ევ­რო­პის რიგ ქვეყ­ნებ­ში ნამ­დვი­ლად დაშ­ვე­ბუ­ლია სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის. მაგ­რამ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს აქვს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იქ ბი­უ­ჯე­ტი­დან მისი და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცე­მუ­ლო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა სა­ერ­თო სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის ნა­ხე­ვარს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­შია. კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს შე­უძ­ლია გა­ზარ­დოს არა სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბით, არა­მედ იმ პრო­ექ­ტე­ბით, რაც კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტის­თვის იმი­ტომ იღებს ამ­ხე­ლა ოდე­ნო­ბის თან­ხას, რომ შექ­მნას ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რაც კო­მერ­ცი­უ­ლი არ­ხე­ბის­თვის არ არის მიმ­ზიდ­ვე­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის რე­ი­ტინ­გი უნდა იყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის ხარ­ჯზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­ცე­მე­ბის ხარ­ჯზე და არა გა­სარ­თო­ბი კონ­ტენ­ტის ხარ­ჯზე, რო­მე­ლიც სავ­სე იქ­მე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ძვე­ლიშ­ვილ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა" ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე კი "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით აკ­რი­ტი­კებს.

სულ­ხან სა­ლა­ძის კრი­ტი­კა ეხე­ბა შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, სტარ­ტა­პებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას და ბორ­დის უფ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა მო­მა­ვალ წელს და­ახ­ლო­ე­ბით 53 მლნ ლა­რია. ეს თან­ხა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­მო­დის მთე­ლი სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მო­თხოვ­ნა, რომ გა­ე­ზარ­დოს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის დრო, მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­მა­ვალ წელს სა­ხელ­მწი­ფო უფრო ნაკ­ლებს და­ხარ­ჯავს დაზ­ვერ­ვა­სა და გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე. როცა ეკო­ნო­მი­კის ზრდის პი­რო­ბებ­ში მა­უ­წყე­ბელს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ეზ­რდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, არ უნდა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის­თვის დრო­ის გაზ­რდის თა­ო­ბა­ზე. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სუს­ტდე­ბა ბორ­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 14 დე­კემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტმა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო. კენ­ჭისყრას წინ დე­ბა­ტე­ბი და დის­კუ­სია უძღვო­და, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით. ცვლი­ლე­ბე­ბით, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უფარ­თოვ­დე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი დამ­წყე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის (სტარ­ტე­პე­ბი) წა­ხა­ლი­სე­ბის, (ტელე, რა­დიო და ონ­ლა­ინ პრო­დუქ­ცი­ის) ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მი­მარ­თოს.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, გარ­და სა­უ­კე­თე­სო დრო­ი­სა (19:00-24:00). "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის", სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს არ­ხებ­ზე და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა სპონ­სო­რო­ბა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის/კონ­კურ­სის და გა­სარ­თო­ბის გა­და­ცე­მის, სე­რი­ა­ლე­ბის დროს.

პრო­ექ­ტით იმიჯ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტსა და სა­მე­ურ­ვე საბ­ჭოს შო­რის. დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯეტს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ამ­ტკი­ცებს და ასე­ვე მას შე­აქვს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წარ­დგი­ნე­ბით შე­ი­ტა­ნოს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაც მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის წარ­დგე­ნე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ

 "იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს" - მედია და არასამთავრობოები "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილელებს ვეტო უნდა დაადოს.

"არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს", - განაცხადა ტუღუშმა.

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების აუცილებლობაზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

"პრეზიდენტს ვუთხარით ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში - დაწყებული კომერციული ნაწილით, დამთავრებული გამჭვირვალეობით და ა.შ. პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები, შეხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსაც და საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არის, რომ მან ვეტო დაადოს კანონპროექტს",- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზად არის, რომ ის კითხვები, რომელიც შეხვედრაზე დაფიქსირდა, დასვას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

"ეს კანონპროექტი ამ სახით აზარალებს ყველა კომერციულ და კერძო ტელევიზიას. ის მორგებულია მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვითომ განვითარებაზე. ამ კანონპროექტით ირღვევა კონკურენციის მთავარი პრინციპი, რისი ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს. ამ საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ ერთ ჭრილში - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელშეწყობის ჭრილში და ამის ფონზე ხდება კერძო მაუწყებლების დაჩაგვრა",- განაცხადა მურადაშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ "ამ კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება სამაუწყებლო ბაზრისთვის, რაც დღეს არსებობს საქართველოში":

"რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არგუმენტი არის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ნამდვილად დაშვებულია სარეკლამო შემოსავლის მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კომერციული რეკლამის მიღების შესაძლებლობა, იქ ბიუჯეტიდან მისი დაფინანსების მოცემულობა არ აღემატება საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარს, როგორც საქართველოშია. კონკურენტუნარიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია გაზარდოს არა სარეკლამო შემოსავლებით, არამედ იმ პროექტებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტისთვის იმიტომ იღებს ამხელა ოდენობის თანხას, რომ შექმნას ისეთი პროდუქტები, რაც კომერციული არხებისთვის არ არის მიმზიდველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უნდა იყოს ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქმება კომერციული შემოსავლებით", - განაცხადა ძველიშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის თავმჯდომარე კი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს.

სულხან სალაძის კრიტიკა ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სტარტაპებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებამოსილების მინიჭებას და ბორდის უფლებების შემცირებას.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს დაახლოებით 53 მლნ ლარია. ეს თანხა ნახევარზე მეტი გამოდის მთელი სარეკლამო ბაზრის საქართველოში. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა, რომ გაეზარდოს კომერციული რეკლამის დრო, მიუღებელია. მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. როცა ეკონომიკის ზრდის პირობებში მაუწყებელს გარანტირებულად ეზრდება დაფინანსება, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია კომერციული რეკლამისთვის დროის გაზრდის თაობაზე. წარმოდგენილი ცვლილებებით სუსტდება ბორდის უფლებამოსილებებიც", - განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრას წინ დებატები და დისკუსია უძღვოდა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით. ცვლილებებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). "საზოგადოებრივი მაუწყებლის", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი