სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის "გოსფილმოფონდიდან" საქართველოს კიდევ 11 ქართული ფილმი დაუბრუნდა
რუსეთის "გოსფილმოფონდიდან" საქართველოს კიდევ 11 ქართული ფილმი დაუბრუნდა

რუ­სე­თის ფილ­მსა­ცავ "გოს­ფილ­მო­ფონ­დი­დან" სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ 11 ქარ­თუ­ლი ფილ­მი და­უბ­რუნ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მე­ბი 1925 წლი­დან 1975 წლამ­დე პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი: რე­ჟი­სორ მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის - "ქორ­წი­ლი", "ქოლ­გა", "მუ­სი­კო­სე­ბი"; ბა­ა­დურ წუ­ლა­ძის "ფე­ო­ლა", ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "შე­რე­კი­ლე­ბი"; ლეო ესა­კი­ას "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი", კოტე მი­ქა­ბე­რი­ძის "ქა­ჯე­თი", ალ. წუ­წუ­ნა­ვას "ვინ არის დამ­ნა­შა­ვე", კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის - "ამო­კი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი"; ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას "ელი­სო".

ფილ­მე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. კი­ნო­მემ­კვიდ­რე­ო­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის, "თი­ბი­სი ბან­კის", "ჯი-ემ-თი ჯგუ­ფი­სა" და "IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია კერ­ძო სექ­ტო­რიც.

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და "გოს­ფილ­მო­ფონდს" შო­რის გა­ფორმ­და შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოს­კოვ­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი სამ­შობ­ლოს უბ­რუნ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და დღე­ის­თვის უკვე 15 ფილ­მია ჩა­მო­სუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცეს­ში კერ­ძო სექ­ტო­რი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვალ წელს ბი­უ­ჯე­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­სამ­მაგ­დე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ უფრო მეტი ფილ­მი და­უბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლოს და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დამ­თავ­რდეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ფილ­მებს შო­რი­საა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "შე­რე­კი­ლე­ბიც". რე­ჟი­სო­რის თქმით, "დღეს სა­ზე­ი­მო დღეა, რად­გან და­ი­წყო ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ჩა­მო­ტა­ნა მოს­კო­ვი­დან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს არ ხდე­ბო­და. რო­გორც იქნა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ და ეროვ­ნულ­მა კი­ნო­ცენ­ტრმა და­ი­წყეს ეს პრო­ცე­სი", - გა­ნა­ცხა­და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ.

სწო­რედ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ფილმ "შე­რე­კი­ლე­ბის" სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­ა­ფი­ნან­სა "თი­ბი­სი ბან­კმა". რო­გორც "თი­ბი­სი ბან­კის" სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ კირ­ვა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი კი­ნო­მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე დიდი ხა­ნია. ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო და ამას ყვე­ლამ უნდა შე­უ­წყოს ხელი. ვთვლით, რომ ეს ჩვე­ნი ვა­ლიც არის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმე­დი გვაქვს, რომ ყვე­ლა ფილ­მი დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ ოქ­როს ფონ­დებ­შია გაბ­ნე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ კირ­ვა­ლი­ძემ.

მეგი ნარ­სა­ვი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რუსეთის "გოსფილმოფონდიდან" საქართველოს კიდევ 11 ქართული ფილმი დაუბრუნდა

რუსეთის "გოსფილმოფონდიდან" საქართველოს კიდევ 11 ქართული ფილმი დაუბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ "გოსფილმოფონდიდან" საქართველოს კიდევ 11 ქართული ფილმი დაუბრუნდა.

აღნიშნული ფილმები 1925 წლიდან 1975 წლამდე პერიოდშია გადაღებული: რეჟისორ მიხეილ კობახიძის - "ქორწილი", "ქოლგა", "მუსიკოსები"; ბაადურ წულაძის "ფეოლა", ელდარ შენგელაიას "შერეკილები"; ლეო ესაკიას "ფრთოსანი მღებავი", კოტე მიქაბერიძის "ქაჯეთი", ალ. წუწუნავას "ვინ არის დამნაშავე", კოტე მარჯანიშვილის - "ამოკი", "სამანიშვილის დედინაცვალი"; ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო".

ფილმების დაბრუნებასთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, "თიბისი ბანკის", "ჯი-ემ-თი ჯგუფისა" და "IDS ბორჯომი საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია კერძო სექტორიც.

"კულტურის სამინისტროსა და "გოსფილმოფონდს" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსკოვში დაცული ქართული ფილმები სამშობლოს უბრუნდება. ეს პროცესი დაწყებულია და დღეისთვის უკვე 15 ფილმია ჩამოსული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში კერძო სექტორი დაგვიდგა გვერდით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მისივე თქმით, მომავალ წელს ბიუჯეტი ამ მიმართულებით გასამმაგდება, იმისათვის, რომ უფრო მეტი ფილმი დაუბრუნდეს სამშობლოს და რაც შეიძლება მალე დამთავრდეს აღნიშნული პროცესი.

სამშობლოში დაბრუნებულ ფილმებს შორისაა ელდარ შენგელაიას "შერეკილებიც". რეჟისორის თქმით, "დღეს საზეიმო დღეა, რადგან დაიწყო ქართული ფილმების ჩამოტანა მოსკოვიდან. წლების განმავლობაში ეს არ ხდებოდა. როგორც იქნა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნულმა კინოცენტრმა დაიწყეს ეს პროცესი", - განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

სწორედ ელდარ შენგელაიას ფილმ "შერეკილების" საქართველოში დაბრუნება დააფინანსა "თიბისი ბანკმა". როგორც "თიბისი ბანკის" საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ განაცხადა, "ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია უკვე დიდი ხანია. ეს პროცესი დაიწყო და ამას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი. ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალიც არის. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ყველა ფილმი დაბრუნდება საქართველოში, რომელიც საქართველოს გარეთ ოქროს ფონდებშია გაბნეული", - განაცხადა თამარ კირვალიძემ.

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი