სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად უნდა ასეირნოთ ბავშვი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში - პედიატრის რეკომენდაცია მშობლებს
სად უნდა ასეირნოთ ბავშვი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში - პედიატრის რეკომენდაცია მშობლებს

ჰა­ე­რის მძი­მე მე­ტა­ლე­ბი­თა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვით და­ბინ­ძუ­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ - უამ­რა­ვი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მად რჩე­ბა. პე­დი­ატ­რე­ბი მშობ­ლებს აძ­ლე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რე­გუ­ლა­რუ­ლად ასე­ირ­ნონ ბავ­შვე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე, თუმ­ცა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის - თბი­ლის­ში ჰა­ე­რი სუფ­თა დიდი ხა­ნია, აღარ არის.

აქვს თუ არა აზრი ბავ­შვის სა­სე­ირ­ნოდ ქუ­ჩა­ში გაყ­ვა­ნას და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის პი­რო­ბებ­ში, AMBEBI.GE "სას­წრა­ფო პე­დი­ატ­რის" ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, პე­დი­ატრ ეკა ყი­ფი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

"ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მძი­მე მე­ტა­ლე­ბი და გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ზე, 60-80 სმ-ზე ილე­ქე­ბა. ამი­ტომ, არ არის სა­სურ­ვე­ლი, ბავ­შვი ვა­სე­ირ­ნოთ ქუ­ჩა­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბაა. თუ არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ვიყ­ვა­ნოთ პარკში, შეგ­ვიძ­ლია ბავ­შვი ვა­სე­ირ­ნოთ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკვერ­ში, ბაღ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ხე მა­ინც დგას.

თუ ბავ­შვი სო­ფელ­ში გვყავს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ხანს უნდა გვყავ­დეს გა­რეთ. ერ­თა­დერ­თი შე­ზღუდ­ვა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქა­რი­ა­ნი ამინ­დი და - ძლი­ე­რი ყინ­ვაა, რად­გან ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კა არ არის გან­წყო­ბი­ლი -10 გრა­დუს­ზე სე­ირ­ნო­ბის­თვის, ცივი კლი­მა­ტის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

სა­უ­კე­თე­სოა წვი­მი­ან ამინ­დში სე­ირ­ნო­ბა, რად­გან ჰა­ე­რი არის ტე­ნი­ა­ნი და ბავ­შვის სა­სუნ­თქი სის­ტე­მის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა," - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ბა­დე­ებს, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხმა­რო­ბენ, სა­დაც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კულ ზღვარს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით, ან - ასე­უ­ლით აღე­მა­ტე­ბა, ეკა ყი­ფი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. პე­დი­ატ­რის თქმით, ბავ­შვე­ბის­თვის ქუ­ჩა­ში პირ­ბა­დე­ე­ბით გაყ­ვა­ნის რე­კო­მენ­და­ცია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა უნდა გას­ცეს. ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა კი, დღე­ის­თვის არ დგას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სად უნდა ასეირნოთ ბავშვი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში - პედიატრის რეკომენდაცია მშობლებს

სად უნდა ასეირნოთ ბავშვი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქალაქში - პედიატრის რეკომენდაცია მშობლებს

ჰაერის მძიმე მეტალებითა და გამონაბოლქვით დაბინძურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - უამრავი განვითარებული ქვეყნის პრობლემად რჩება. პედიატრები მშობლებს აძლევენ რეკომენდაციას, რეგულარულად ასეირნონ ბავშვები სუფთა ჰაერზე, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის - თბილისში ჰაერი სუფთა დიდი ხანია, აღარ არის.

აქვს თუ არა აზრი ბავშვის სასეირნოდ ქუჩაში გაყვანას დაბინძურებული ჰაერის პირობებში, AMBEBI.GE "სასწრაფო პედიატრის" ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, პედიატრ ეკა ყიფიანს დაუკავშირდა:

"ჰაერზე სეირნობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მძიმე მეტალები და გამონაბოლქვი ბავშვის სიმაღლეზე, 60-80 სმ-ზე ილექება. ამიტომ, არ არის სასურველი, ბავშვი ვასეირნოთ ქუჩაში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. თუ არ გვაქვს საშუალება, გავიყვანოთ პარკში, შეგვიძლია ბავშვი ვასეირნოთ ახლომდებარე სკვერში, ბაღში, სადაც რამდენიმე ხე მაინც დგას.

თუ ბავშვი სოფელში გვყავს, რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა გვყავდეს გარეთ. ერთადერთი შეზღუდვა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით, ქარიანი ამინდი და - ძლიერი ყინვაა, რადგან ჩვენი გენეტიკა არ არის განწყობილი -10 გრადუსზე სეირნობისთვის, ცივი კლიმატის ქვეყნების მოსახლეობისგან განსხვავებით.

საუკეთესოა წვიმიან ამინდში სეირნობა, რადგან ჰაერი არის ტენიანი და ბავშვის სასუნთქი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა," - ამბობს პედიატრი.

რაც შეეხება პირბადეებს, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხმარობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს რამდენიმე ათეულით, ან - ასეულით აღემატება, ეკა ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოში მათი საჭიროება არ არის. პედიატრის თქმით, ბავშვებისთვის ქუჩაში პირბადეებით გაყვანის რეკომენდაცია, საჭიროების შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა გასცეს. ასეთი საჭიროება კი, დღეისთვის არ დგას.

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე