პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს
კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს

სწრაფ­მა კვე­ბამ უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე უფრო და უფრო ჩა­ა­ნაც­ვლა ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლი. ამ ტი­პის საკ­ვებს ნაკ­ლე­ბი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, ანუ არ შე­ი­ცავს სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნებ­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს, გა­ჯე­რე­ბუ­ლია ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბით, ტრან­სცხი­მე­ბით, შაქ­რით, მა­რი­ლით და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლია. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ჯან­მრთე­ლო­ბის დარ­ღვე­ვის მან­კი­ე­რი წრე - ცხი­მის ჭარ­ბი დაგ­რო­ვე­ბა, ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, თან­მდე­ვი მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­მა კი გა­მო­იწ­ვია და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთე­ლი სპექტრი: გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ძვალ-სახ­სარ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ცხი­მო­ვა­ნი ღვიძ­ლი, ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა ნე­ი­რო­დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი (რო­გო­რე­ბი­ცაა ალ­ცჰე­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა, პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა და სხვ.) და ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბაც კი.

ამ ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე კი არა­ჯან­სა­ღი კვე­ბაა. კვე­ბის რა­ცი­ო­ნი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ორ­გა­ნიზმს მი­ვა­წო­დოთ სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი.

რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას და რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მებს - ამ სა­კი­თხებ­ზე "დი­ა­ბე­ტის, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და გულ-ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ცენ­ტრი - დი­ა­კო­რის" ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ბო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლალი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა და რამ გა­მო­იწ­ვია ბოლო პე­რი­ოდ­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გახ­ში­რე­ბა?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი მსოფ­ლი­ო­ში გა­ორ­მაგ­და 1980 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით. მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ცხოვ­რობს ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბი წო­ნის მსხვერ­პლი უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა, ვიდ­რე წო­ნის დე­ფი­ცი­ტის.

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პირ­თა რი­ცხვი 1980 წლი­დან 2014 წლამ­დე 108 მლნ-დან 422 მლნ-მდე გა­ი­ზარ­და. შემ­თხვე­ვე­ბის 80% ჭარ­ბი წო­ნი­სა და სიმ­სუქ­ნის გამო ვი­თარ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის რის­კის ფაქ­ტო­რებს სიმ­სუქ­ნე, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და დი­ის­ლი­პი­დე­მია წა­მო­ად­გენს, მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლო­ბის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზია.

რაც შე­ე­ხე­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს, მარ­ტო 2012 წელს 14 მლნ ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მო­მა­ვა­ლი 20 წლის მან­ძილ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ რი­ცხვის 70%-ით გაზ­რდა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი შე­მოს­ვლე­ბის ქვეყ­ნებ­ში. სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ავა­დო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფაქ­ტო­რია მსოფ­ლი­ო­ში.

ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვარ სა­წყის მი­ზეზს კი არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა წარ­მო­ად­გენს. და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ქრო­ნი­კუ­ლი, არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მათი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი კვე­ბით, მხო­ლოდ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბით, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რა­დი მწე­ვე­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბით, გა­რე­მო­ში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბით, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნით და მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბით, რე­გუ­ლა­რუ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სკრი­ნინ­გით და და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­თა და მკურ­ნა­ლო­ბით.

რო­გორ უნდა ვიბ­რძო­ლოთ სიმ­სუქ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ?

სა­ჭი­როა მოქ­მე­დე­ბა სიმ­სუქ­ნის გა­მომ­წვე­ვი გა­რე­მოს შემ­ცი­რე­ბის­კენ. ამი­სათ­ვის ეფექ­ტუ­რია მრა­ვა­ლი სფე­როს შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა. ესე­ნია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გა­რე­მოს დაც­ვა, ტრან­სპორ­ტი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, მა­ს­მე­დია. შე­დე­გად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს, რე­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი რა ხა­რის­ხის პრო­დუქტს იძენს, უნდა შე­იქ­მნას ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, ზო­გა­დად, უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ნაკ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­თა და ნარ­ჩე­ნე­ბით ჰა­ე­რის, წყლი­სა და ნი­ა­და­გის და­ბინ­ძუ­რე­ბას შე­ამ­ცი­რებს, შე­დე­გად საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში მოხ­ვდე­ბა ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის მძი­მე მე­ტა­ლე­ბი. სა­ჭი­როა ბავ­შვე­ბის დაც­ვა მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი, არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის მქო­ნე რეკ­ლა­მის­გან.

კვე­ბის არა­ჯან­საღ წეს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად კლი­ნი­კა "დი­ა­კორ­ში" ჯან­სა­ღი კვე­ბის სკო­ლა გა­იხ­სნა. მოგ­ვი­ყე­ვით სკო­ლის შე­სა­ხებ.

ჯან­სა­ღი კვე­ბის სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი კვე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ზო­გა­დი, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ანუ უნდა ვის­წავ­ლოთ, რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ, იმი­სათ­ვის, რომ არ და­ვა­ა­ვად­დეთ და ვი­ცო­დეთ, რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბოთ უკვე და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ჩა­ი­ტა­რონ მოს­ვე­ნე­ბის ენერ­გე­ტუ­კუ­ლი და­ნა­ხარ­ჯის გა­მოკ­ვლე­ვა და ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვრონ, თუ რო­გო­რია დღის მან­ძილ­ზე მათ მიერ საკ­ვებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. დღე­ი­სათ­ვის მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სა­ჭი­რო­ზე მეტი, თუნ­დაც ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ის მი­ღე­ბა იწ­ვევს სიმ­სუქ­ნეს, აგ­რო­ვებს მეტ ტოქ­სინს, აი­ძუ­ლებს ორ­გა­ნიზმს იმუ­შა­ოს გა­და­ძაბ­ვის რე­ჟიმ­ში, იწ­ვევს თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის ჭარ­ბწარ­მოქ­მნას და მრა­ვალ და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად - ნა­ად­რევ და­ბე­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის ცოდ­ნა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუ კა­ლო­რი­ე­ბის რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს კონ­კრე­ტუ­ლად თვი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ორ­გა­ნიზმს, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"კვე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ფქ­ტო­რე­ბის მარ­თვის სკო­ლა­ში" ლექ­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, დღე­ში 2, თი­თო­სა­ა­თი­ა­ნი ლექ­ცია, ხოლო შა­ბათს 12-დან 16 სთ-მდე. ყო­ვე­ლი ლექ­ცია მი­ე­ძღვნე­ბა სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კას, რომ­ლე­ბიც კვი­რის დღე­ებ­ში გა­მე­ორ­დე­ბა, ხოლო შა­ბა­თო­ბით ტარ­დე­ბა ყვე­ლა ლექ­ცია.ლექ­ცი­ებ­ზე ჩა­სა­წე­რად ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:00-დან 18:00-მდე, ხოლო შა­ბათს 10:00-დან 16:00-მდე­და­რე­კეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 558 21 96 96.

ლექ­ცი­ე­ბის თე­მა­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

• ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა;

• ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და სი­თხის ბა­ლან­სი;

• ენერ­გი­ის ბა­ლან­სი, კა­ლო­რი­ე­ბის გა­მოთ­ვლა, ეტი­კე­ტის წა­კი­თხვა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ლო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის გან­სა­ზღვრა;

• ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი;

• საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის ჯან­სა­ღი წესი;

• კვე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სხვა­დას­ხვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს;

• ორ­სულ­თა კვე­ბა;

• შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ქრო­ნი­კუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და მათი მარ­თვა

კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და სა­სურ­ველ თე­მა­ზე ჩა­წე­რა მო­ცე­მულ ლინკზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

http://www.diacori.com/432143124304433443144308430843054312/9353906

კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს

კვების რაციონი და ჯანმრთელობა - როგორ დავიცვათ თავი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებსაც არასწორი კვება იწვევს

სწრაფმა კვებამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უფრო და უფრო ჩაანაცვლა ტრადიციული ოჯახური სადილი. ამ ტიპის საკვებს ნაკლები კვებითი ღირებულება აქვს, ანუ არ შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, გაჯერებულია ნაჯერი ცხიმებით, ტრანსცხიმებით, შაქრით, მარილით და მაღალკალორიულია. შედეგად მივიღეთ ჯანმრთელობის დარღვევის მანკიერი წრე - ცხიმის ჭარბი დაგროვება, ჭარბი წონა, სიმსუქნე, თანმდევი მეტაბოლური დარღვევებით. აღნიშნულმა კი გამოიწვია დაავადებების მთელი სპექტრი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნური დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, ცხიმოვანი ღვიძლი, ოსტეოპოროზი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევები (როგორებიცაა ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და სხვ.) და ნაადრევი დაბერებაც კი.

ამ ყველაფრის სათავე კი არაჯანსაღი კვებაა. კვების რაციონი პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმს მივაწოდოთ საჭირო და სასარგებლო საკვები.

როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას და როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემებს - ამ საკითხებზე „დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი - დიაკორის” ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლალი ნიკოლეიშვილი გვესაუბრება.

როგორია დღევანდელი სტატისტიკა და რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ქრონიკული დაავადებების გახშირება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, სიმსუქნით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში გაორმაგდა 1980 წლის მონაცემებთან შედარებით. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სიმსუქნისა და ჭარბი წონის მსხვერპლი უფრო მეტი ადამიანი ხდება, ვიდრე წონის დეფიციტის.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთა რიცხვი 1980 წლიდან 2014 წლამდე 108 მლნ-დან 422 მლნ-მდე გაიზარდა. შემთხვევების 80% ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო ვითარდება. დაავადების გავრცელება კატასტროფულად იზრდება საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის რისკის ფაქტორებს სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და დიისლიპიდემია წამოადგენს, მსოფლიოში სიკვდილობის პირველი მიზეზია.

რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, მარტო 2012 წელს 14 მლნ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მომავალი 20 წლის მანძილზე მოსალოდნელია ამ რიცხვის 70%-ით გაზრდა, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი შემოსვლების ქვეყნებში. სიმსივნური დაავადებები ავადობისა და სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია მსოფლიოში.

ამ ყველაფრის მთავარ საწყის მიზეზს კი არაჯანსაღი კვება წარმოადგენს. დამაიმედებელი ინფორმაციაა, რომ ზემოჩამოთვლილი ქრონიკული, არაგადამდები დაავადებებისა და მათი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი კვებით, მხოლოდ საჭირო რაოდენობით კალორიების მიღებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, პირველადი და მეორადი მწეველობის შემცირებით, გარემოში მძიმე მეტალების რაოდენობის შემცირებით, ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორების გამოვლენით და მათზე ზემოქმედებით, რეგულარული პროფილაქტიკური სკრინინგით და დაავადების შემთხვევაში გართულებების ადრეული გამოვლენითა და მკურნალობით.

როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიმსუქნის წინააღმდეგ?

საჭიროა მოქმედება სიმსუქნის გამომწვევი გარემოს შემცირებისკენ. ამისათვის ეფექტურია მრავალი სფეროს შეთანხმებული, ერთობლივი მოქმედება. ესენია ჯანდაცვის სისტემის მესვეურები და პროფესიონალები, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, არქიტექტურის სამსახური, მასმედია. შედეგად უნდა გაკონტროლდეს შემოტანილი პროდუქტის ხარისხი, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს, რეალურად გააკეთოს არჩევანი რა ხარისხის პროდუქტს იძენს, უნდა შეიქმნას ფიზიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის, ზოგადად, უნდა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ნაკლები გამონაბოლქვითა და ნარჩენებით ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას შეამცირებს, შედეგად საკვებ პროდუქტებში მოხვდება ნაკლები რაოდენობის მძიმე მეტალები. საჭიროა ბავშვების დაცვა მაღალკალორიული, არასასურველი პროდუქციის ძლიერი ზეგავლენის მქონე რეკლამისგან.

კვების არაჯანსაღ წესთან საბრძოლველად კლინიკა ”დიაკორში” ჯანსაღი კვების სკოლა გაიხსნა. მოგვიყევით სკოლის შესახებ.

ჯანსაღი კვების სკოლაში ისწავლება ყველაფერი კვების შესახებ, როგორც ზოგადი, ასევე დაავადებების მიხედვით. ანუ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიკვებოთ, იმისათვის, რომ არ დავაავადდეთ და ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიკვებოთ უკვე დაავადების შემთხვევაში. ჩვენს პაციენტებს საშუალება აქვთ, ჩაიტარონ მოსვენების ენერგეტუკული დანახარჯის გამოკვლევა და ზუსტად განისაზღვრონ, თუ როგორია დღის მანძილზე მათ მიერ საკვებზე ინდივიდუალური მოთხოვნილება. დღეისათვის მიჩნეულია, რომ საჭიროზე მეტი, თუნდაც ჯანსაღი საკვებით ზედმეტი კალორიის მიღება იწვევს სიმსუქნეს, აგროვებს მეტ ტოქსინს, აიძულებს ორგანიზმს იმუშაოს გადაძაბვის რეჟიმში, იწვევს თავისუფალი რადიკალების ჭარბწარმოქმნას და მრავალ დაავადებასთან ერთად - ნაადრევ დაბერებას. აქედან გამომდინარე, იმის ცოდნა და გათვალისწინება, თუ კალორიების რა საჭიროება აქვს კონკრეტულად თვითოეული ჩვენგანის ორგანიზმს, მეტად მნიშვნელოვანია.

„კვებისა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკის ფქტორების მართვის სკოლაში“ ლექციები ტარდება ყოველ სამუშაო დღეს, დღეში 2, თითოსაათიანი ლექცია, ხოლო შაბათს 12-დან 16 სთ-მდე. ყოველი ლექცია მიეძღვნება სხვადასხვა თემატიკას, რომლებიც კვირის დღეებში გამეორდება, ხოლო შაბათობით ტარდება ყველა ლექცია.ლექციებზე ჩასაწერად ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00-მდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 16:00-მდედარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 558 21 96 96.

ლექციების თემატიკა ასე გამოიყურება:

• ბალანსირებული კვება;

• ფიზიკური აქტივობა და სითხის ბალანსი;

• ენერგიის ბალანსი, კალორიების გამოთვლა, ეტიკეტის წაკითხვა, ინდივიდუალური კალორიული მოთხოვნილების განსაზღვრა;

• ვიტამინები და მინერალები;

• საკვების მომზადების ჯანსაღი წესი;

• კვება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა გავრცელებული დაავადებების დროს;

• ორსულთა კვება;

• შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები და მათი მართვა

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სასურველ თემაზე ჩაწერა მოცემულ ლინკზეა შესაძლებელი:

http://www.diacori.com/432143124304433443144308430843054312/9353906

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი