პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ
პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

დი­ზა­ი­ნერ­მა ზვი­ად ცი­კო­ლი­ამ სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი შექ­მნა. ერ­თად­გი­ლი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვის შექ­მნის იდეა მე­გობ­რებს რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­უჩ­ნდათ, თუმ­ცა ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გამო მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აქამ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი პა­ტა­რა, ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი თვითმფრი­ნა­ვის პრე­ზენ­ტა­ცია მალე შედ­გე­ბა - მას ცი­კო­ლი­ამ "ლიზი" უწო­და, თა­ვი­სი პა­ტა­რა ძმის­შვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად...

კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი - დე­მურ კე­ზუა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა, AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სწო­რედ ის უამ­ბობს, რო­გორ შე­იქ­მნა პირ­ვე­ლი, სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე თვითმფრი­ნა­ვი.

"ეს იდეა ზვი­ად ცი­კო­ლი­ას და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ გა­უჩ­ნდა. მე­გობ­რე­ბი ის­ხდნენ, ლუდს სვამ­დნენ და მო­ა­ფიქ­რდათ თვითმფრი­ნა­ვი შე­ექ­მნათ... ზვი­ად­მა მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჯერ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და­ი­წყეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ლი­თო­ნის თვითმფრი­ნა­ვი ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და და შემ­დეგ კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლით შექ­მნა გა­და­წყვი­ტეს... მე ამ პრო­ექ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ ჩა­ვერ­თე. ზვი­ადს რომ შევ­ხვდი, იმ პე­რი­ოდ­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო პრო­ექ­ტი მა­სა­ლე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ­ქო­ნის გამო. ისევ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, გა­ვა­ცო­ცხლეთ იდეა და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ იან­ვარ­ში უკვე ავფრინ­დე­ბით!

- რო­გო­რი თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა?

- ვერ ვი­ტყვით, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და რა­ღაც სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა... პერ­სო­ნა­ლუ­რი, სა­სე­ირ­ნო, ერ­თად­გი­ლი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა. მსუ­ბუ­ქი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი. თვითმფრი­ნა­ვი არ იჟან­გე­ბა და კო­რო­ზი­ას არ გან­ცდის... იმ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რა­საც 21-ე სა­უ­კუ­ნე მო­თხოვს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვი­ყე­ნებთ. დი­ზა­ი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ზვი­ად ცი­კო­ლი­ას ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნია. მე­ო­რეს ზუს­ტად ასეთს ვერ­სად ნა­ხავთ... ჯერ თვითმფრი­ნა­ვი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან უკვე გა­მოთ­ქვეს და­ინ­ტე­რე­სე­ბა ინ­ვეს­ტო­რებ­მა...

- ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნად იყო მხარ­და­ჭე­რა?

- სა­ხელ­მწი­ფო გვერ­დით დაგ­ვიდ­გა იმ მხრივ, რომ სა­მუ­შა­ოდ ტე­რი­ტო­რია გა­მოგ­ვიყ­ვეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით 31-ე ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თი მოგ­ვცეს... ქარ­ხა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­ვაც გვეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან იქ ბევ­რი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­სა­ლებს და სხვა­დას­ხვა ხარ­ჯებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ბან­კი დაგ­ვეხ­მა­რა. თვითმფრი­ნავს კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლე­ბით ვქმნით, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე არის დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

30 წლის შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვის­თვის მა­სა­ლე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ მო­თხოვ­ნებს, რა­საც ამ წუთ­ში ვა­კე­თებთ... ამი­ტო­მაც მა­სა­ლე­ბის ჩა­მო­ტა­ნა უცხო­ე­თი­დან გვი­წევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტა­პის­თვის არ არის მზად­ყოფ­ნა ასე­თი რა­მე­ე­ბის­თვის. არ არის მო­მარ­თუ­ლი ამ­დე­ნად დიდი წარ­მო­ე­ბის­თვის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­ლა­გე­ბე­ლია მა­სა­ლე­ბის ლო­ჯის­ტი­კა. კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი გვიჯ­დე­ბა იმ მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ძა­ლი­ან დიდი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა მოგ­ვიხ­და, რომ­ლის მსგავ­სიც სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვენს პარტნი­ო­რებს არ გა­აჩ­ნი­ათ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც მო­უ­წყო­ბე­ლია და ვერ ვხე­დავ ამ წუთ­ში ქვე­ყა­ნა­ში პერ­სპექ­ტი­ვას, თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა რომ და­ი­წყოს...

ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კა­ში შექ­მნა თვითმფრი­ნა­ვი, თო­რემ იმ დრო­ში რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი რამ ეცა­და, ან დახ­ვრეტ­დნენ, ან ვე­რა­ფერ­საც ვერ შექ­მნი­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო და წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ინ­ტრი­გე­ბი ამ სფე­რო­ში. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს ინ­დუსტრია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, თუ რამე კარ­გს ქმნი, დიდი ხელ­შე­წყო­ბაა და ყვე­ლა­ფე­რი გე­ყი­დე­ბა. აქ კი ისე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა გი­წევს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს მწარ­მო­ე­ბელს... მა­გა­ლი­თად, მე რო­გორც მწარ­მო­ე­ბელს ოდ­ნა­ვაც არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა...

ამ თვითმფრი­ნა­ვის შექ­მნა­ზე ვინც კი მუ­შა­ობს, ზვი­ად ცი­კო­ლი­ას თა­ოს­ნო­ბით, ყვე­ლა პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ, მხო­ლოდ ენ­თუ­ზი­აზმზე დამ­ყა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი ენერ­გი­აა აქ და­ხარ­ჯუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად დაგ­ვირ­გვინ­დეს!

ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით ჯო­ბია ჯერ უცხო­ეთ­ში წა­ვი­დეთ, წარ­მო­ე­ბა გა­ვა­კე­თოთ, გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნოთ, ფული და­ვაგ­რო­ვოთ და შემ­დეგ ჩა­მო­ვი­დეთ. აქ კი ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით და ძა­ლე­ბით გა­ვა­კე­თებთ რა­მეს... და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის ემი­რა­ტე­ბი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან...

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

პირველი ქართული თვითმფრინავი "ლიზი" - როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სრულიად ქართული დიზაინის, პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება - მას ციკოლიამ "ლიზი" უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის პატივსაცემად...

კომპოზიციური მასალების სპეციალისტი - დემურ კეზუა წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, AMBEBI.GE-ს მკითხველს სწორედ ის უამბობს, როგორ შეიქმნა პირველი, სრულიად ქართული დიზაინის მქონე თვითმფრინავი.

"ეს იდეა ზვიად ციკოლიას დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩნდა. მეგობრები ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და მოაფიქრდათ თვითმფრინავი შეექმნათ... ზვიადმა მეორე დღესვე დაიწყო იდეის განხორციელება. ჯერ ინფორმაციის მოპოვება დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ლითონის თვითმფრინავი ძალიან მძიმე იქნებოდა და შემდეგ კომპოზიციური მასალით შექმნა გადაწყვიტეს... მე ამ პროექტში დაახლოებით ორი წლის წინ ჩავერთე. ზვიადს რომ შევხვდი, იმ პერიოდში შეჩერებული იყო პროექტი მასალების და ტექნოლოგიების არქონის გამო. ისევ დავიწყეთ მუშაობა, გავაცოცხლეთ იდეა და ორი წლის განმავლობაში იმდენი მოვახერხეთ, რომ იანვარში უკვე ავფრინდებით!

- როგორი თვითმფრინავი იქნება?

- ვერ ვიტყვით, რომ სხვებისგან განსხვავებული და რაღაც სასწაული იქნება... პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი იქნება. მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, კომპოზიციური მასალებით დამზადებული. თვითმფრინავი არ იჟანგება და კოროზიას არ განცდის... იმ ტექნოლოგიებს, რასაც 21-ე საუკუნე მოთხოვს, შეძლებისდაგვარად ვიყენებთ. დიზაინი აბსოლუტურად განსხვავებულია, ზვიად ციკოლიას ძალზედ საინტერესო დიზაინია. მეორეს ზუსტად ასეთს ვერსად ნახავთ... ჯერ თვითმფრინავი დასრულებული არ არის და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე გამოთქვეს დაინტერესება ინვესტორებმა...

- ჩვენი ქვეყნიდან რამდენად იყო მხარდაჭერა?

- სახელმწიფო გვერდით დაგვიდგა იმ მხრივ, რომ სამუშაოდ ტერიტორია გამოგვიყვეს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისი ინიციატივით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფართი მოგვცეს... ქარხანაში მომსახურების მხრივაც გვეხმარებიან, რადგან იქ ბევრი ჩვენი მეგობარია. რაც შეეხება მასალებს და სხვადასხვა ხარჯებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ბანკი დაგვეხმარა. თვითმფრინავს კომპოზიციური მასალებით ვქმნით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არის დამყარებული.

30 წლის შემდეგ თვითმფრინავისთვის მასალები მოძველებულია და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ამ წუთში ვაკეთებთ... ამიტომაც მასალების ჩამოტანა უცხოეთიდან გვიწევს. საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის მზადყოფნა ასეთი რამეებისთვის. არ არის მომართული ამდენად დიდი წარმოებისთვის. აბსოლუტურად დაულაგებელია მასალების ლოჯისტიკა. კოლოსალური თანხები გვიჯდება იმ მასალების მოპოვება, რომელიც უცხოეთში ადვილად ხელმისაწვდომია. ძალიან დიდი ბარიერების გადალახვა მოგვიხდა, რომლის მსგავსიც საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებს არ გააჩნიათ. ინფრასტრუქტურაც მოუწყობელია და ვერ ვხედავ ამ წუთში ქვეყანაში პერსპექტივას, თანამედროვე თვითმფრინავების წარმოება რომ დაიწყოს...

ქართველიშვილმა ამერიკაში შექმნა თვითმფრინავი, თორემ იმ დროში რომ საქართველოში მსგავსი რამ ეცადა, ან დახვრეტდნენ, ან ვერაფერსაც ვერ შექმნიდა. საბჭოთა კავშირი იყო და წარმოუდგენლად დიდი ინტრიგები ამ სფეროში. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინდუსტრია განვითარებულია, თუ რამე კარგს ქმნი, დიდი ხელშეწყობაა და ყველაფერი გეყიდება. აქ კი ისეთი წინააღმდეგობების გადალახვა გიწევს, რომელიც საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს მწარმოებელს... მაგალითად, მე როგორც მწარმოებელს ოდნავაც არ მაინტერესებს პოლიტიკა...

ამ თვითმფრინავის შექმნაზე ვინც კი მუშაობს, ზვიად ციკოლიას თაოსნობით, ყველა პატრიოტები არიან. აბსოლუტურად უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმზე დამყარებულია ყველაფერი. ძალიან დიდი ადამიანური ენერგიაა აქ დახარჯული. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად დაგვირგვინდეს!

ჩვენი გათვლებით ჯობია ჯერ უცხოეთში წავიდეთ, წარმოება გავაკეთოთ, გამოცდილება შევიძინოთ, ფული დავაგროვოთ და შემდეგ ჩამოვიდეთ. აქ კი ჩვენი ხარჯებით და ძალებით გავაკეთებთ რამეს... დაინტერესება არის ემირატებიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან...

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ