საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე
ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე

"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ბუ­ნე­ბა, ხეზე მუ­შა­ო­ბა. მსი­ა­მოვ­ნებ­და სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რე­ბის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის კე­თე­ბა. ორი წლის წინ კი ჩემი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი აღ­მოჩ­ნდა სა­ა­ხალ­წლო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე, რა­საც ხალ­ხის საკ­მა­ოდ დიდი ინ­ტე­რე­სი მოყ­ვა და რამ­დე­ნი­მე ნივ­თი გა­ი­ყი­და კი­დეც. შე­სა­ბა­მი­სად, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ჰობი, რომ­ლის კე­თე­ბაც მსი­ა­მოვ­ნებ­და და კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, გამ­ხდა­რი­ყო ჩემი პრო­ფე­სია და საქ­მეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­დგო­მო­დი," - იხ­სე­ნებს ნიკო ავა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტარ­ტა­პი "ნიკო" შექ­მნა.

სა­წყის ეტაპ­ზე ნიკო ავა­ლიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლის აი­ვან­ზე მუ­შა­ობ­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებ­ში და ცდი­ლობ­და, სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ე­ტა­ნა გა­სა­ყი­დად. საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში მიხ­ვდა, რომ უნდა შე­ექ­მნა რა­ღაც ახა­ლი, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მო­თხოვ­ნა­დი.

ეს კი ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დუ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი იყო. ამ­ჟა­მად სტარ­ტა­პე­რი ამ­ზა­დებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ბეჭ­დებს, სა­მა­ჯუ­რებ­სა და თმის სარ­ჭებს, რომ­ლე­ბიც კაკ­ლის, ბზის, მა­კა­გო­ნის, აკა­ცი­ის, თუ­თი­სა თუ სხვა ფე­რა­დი ხის მა­სა­ლის­გან იქ­მნე­ბა. პრო­დუქ­ტის გა­სა­ფორ­მებ­ლად ხში­რად იყე­ნებს ვერ­ცხლის, ქვის და ტყა­ვის მა­სა­ლას.

"მუ­შა­ო­ბის დროს ვხვდე­ბი, რომ მარ­ტივ გე­ო­მეტ­რი­ულ ფორ­მებ­ში უამ­რა­ვი ახა­ლი იდეა იბა­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი უსას­რუ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სოა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხის ფაქ­ტუ­რა ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ბუ­ნებ­რივ­სა და უნი­კა­ლურს ხდის. ნივ­თებს ვუ­ტო­ვებ ხის მთა­ვარ ხიბლს და ვაძ­ლევ ახალ-ახალ ფორ­მებს, რო­მელ­საც ხში­რად თვი­თონ­ვე მკარ­ნა­ხობს," - გან­მარ­ტავს ნიკო ავა­ლიშ­ვი­ლი.

"ვა­პი­რებ პრო­დუქ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. სა­მო­მავ­ლოდ მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებ სა­ყუ­რეს, ყელ­სა­ბამს და სხვა აქ­სე­სუ­ა­რებს. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო და ერ­თობ­ლი­ვი კო­ლექ­ცია შევ­ქმნათ. ძა­ლი­ან მომ­წონს ხის სა­თა­მა­შო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მაქვს გეგ­მე­ბი.

მინ­და, ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან შექ­მნილ­მა ხელ­ნა­კეთ­მა სა­თა­მა­შო­ებ­მა კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს უცხო­ე­თი­დან შე­მო­სულ უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ას," - აღ­ნიშ­ნავს ნიკო ავა­ლიშ­ვი­ლი. სტრა­ტა­პე­რი, ასე­ვე, მუ­შა­ობს ხის ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი­სა და ტექ­ნი­კის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბის ორი­გი­ნა­ლურ იდე­ებ­ზე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე

ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე

"ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, ხეზე მუშაობა. მსიამოვნებდა სხვადასხვა ფიგურების, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების კეთება. ორი წლის წინ კი ჩემი ხელნაკეთი ნივთები აღმოჩნდა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე, რასაც ხალხის საკმაოდ დიდი ინტერესი მოყვა და რამდენიმე ნივთი გაიყიდა კიდეც. შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა, ჰობი, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა და კარგად გამომდიოდა, გამხდარიყო ჩემი პროფესია და საქმეს უფრო სერიოზულად მივდგომოდი," - იხსენებს ნიკო ავალიშვილი, რომელმაც მოგვიანებით სტარტაპი "ნიკო" შექმნა.

საწყის ეტაპზე ნიკო ავალიშვილი საკუთარი სახლის აივანზე მუშაობდა. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში და ცდილობდა, საკუთარი პროდუქცია მაღაზიებში შეეტანა გასაყიდად. საქმიანობის პროცესში მიხვდა, რომ უნდა შეექმნა რაღაც ახალი, უფრო საინტერესო და მოთხოვნადი.

ეს კი ხისგან დამზადებული თანამედროვე მოდური აქსესუარები იყო. ამჟამად სტარტაპერი ამზადებს სხვადასხვა სახის ბეჭდებს, სამაჯურებსა და თმის სარჭებს, რომლებიც კაკლის, ბზის, მაკაგონის, აკაციის, თუთისა თუ სხვა ფერადი ხის მასალისგან იქმნება. პროდუქტის გასაფორმებლად ხშირად იყენებს ვერცხლის, ქვის და ტყავის მასალას.

"მუშაობის დროს ვხვდები, რომ მარტივ გეომეტრიულ ფორმებში უამრავი ახალი იდეა იბადება. ეს პროცესი უსასრულო და საინტერესოა. მრავალფეროვანი ხის ფაქტურა ჩემს ნამუშევრებს ბუნებრივსა და უნიკალურს ხდის. ნივთებს ვუტოვებ ხის მთავარ ხიბლს და ვაძლევ ახალ-ახალ ფორმებს, რომელსაც ხშირად თვითონვე მკარნახობს," - განმარტავს ნიკო ავალიშვილი.

"ვაპირებ პროდუქციის გაუმჯობესებას და შეთავაზებების გამრავალფეროვნებას. სამომავლოდ მომხმარებელს შევთავაზებ საყურეს, ყელსაბამს და სხვა აქსესუარებს. დიდი სურვილი მაქვს, ტანსაცმლის დიზაინერებთან კოლაბორაცია ჩამოვაყალიბო და ერთობლივი კოლექცია შევქმნათ. ძალიან მომწონს ხის სათამაშოებზე მუშაობა. მომავალში ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები.

მინდა, ბუნებრივი მასალისგან შექმნილმა ხელნაკეთმა სათამაშოებმა კონკურენცია გაუწიოს უცხოეთიდან შემოსულ უხარისხო პროდუქციას," - აღნიშნავს ნიკო ავალიშვილი. სტრატაპერი, ასევე, მუშაობს ხის ხელნაკეთი ნივთებისა და ტექნიკის ერთმანეთთან შეთავსების ორიგინალურ იდეებზე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი