Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ვორქშოპი სტარტაპერების დასახმარებლად
”ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ვორქშოპი სტარტაპერების დასახმარებლად

"ლურ­ჯი ოკე­ა­ნე სტარ­ტა­პე­ბის­თვის" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვორ­ქშო­პი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ სტარ­ტა­პებს მი­ე­ძღვნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დილ­მა სტარ­ტა­პე­რებ­მა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს. სპი­კე­რებ­მა ისა­უბ­რეს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­სა და ასე­ვე, შეც­დო­მებ­ზე, რომ­ლებ­საც სტარ­ტა­პე­ბი ხში­რად უშ­ვე­ბენ.

"ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" - ეს არის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. "პა­ლიტ­რა L-ის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის ნა­თია ზაქ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მათი ბიზ­ნეს­გა­მო­ცე­მე­ბის სე­რია სტრა­ტა­პე­ბის წარ­მა­ტე­ბას მუდ­მი­ვად შე­უ­წყობს ხელს.

"ღო­ნი­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ, ასე­ვე, სტარ­ტა­პე­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი უკვე აქვთ და მისი უფრო გან­ვი­თა­რე­ბა და ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დაყ­ვა­ნა სურთ. მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რე­ბი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ესა­უბრნენ. აუ­დი­ტო­რი­ას მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი საქ­მის უფრო წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ," - გან­მარ­ტავს ნა­თია ზაქ­რა­ძე.

ვორ­ქშოპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბი­თა და თე­მე­ბით შემ­დე­გი სპი­კე­რე­ბი წარ­დგნენ:

• გი­ორ­გი ხოშ­ტა­რია - WePark - "იდე­ის ფორ­მი­რე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი"

• ბო­რის კიკ­ნა­ძე - PawwwN - "რო­გორ ჩავფლავ­დეთ"

• ნა­თია სვა­ნი­ძე - TBC სტარ­ტა­პე­რი - "სტარ­ტა­პი, რო­გორც ცხოვ­რე­ბის სტი­ლი"

• ლაშა შა­რი­ქა­ძე - Kedari Ventures - "ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის"

• გაბ­რი­ელ მე­ლი­ვა - Memogram - "გლო­ბა­ლუ­რი თუ ლო­კა­ლუ­რი"

PawwwN-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბო­რის კიკ­ნა­ძემ შეხ­ვედ­რა­ზე სტარ­ტა­პის შექ­მნი­სა და მარ­თვი­სას დაშ­ვე­ბულ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ისა­უბ­რა და დამ­სწრე­ებს მის­ცა რჩე­ვე­ბი, თუ რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ საქ­მის მარ­თვი­სას. მისი გან­მარ­ტე­ბით, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის მთა­ვა­რი სამი კომ­პო­ნენ­ტია გუნ­დი, ბიზ­ნეს­გეგ­მა და მო­ტი­ვა­ცია.

"სტარ­ტაპ­მა პირ­ველ რიგ­ში უნდა შექ­მნას კარ­გად შეკ­რუ­ლი გუნ­დი, რომ­ლის წევ­რებ­საც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ექ­ნე­ბათ გა­მოც­დი­ლე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გუნდს კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მა ჰქონ­დეს. სტარ­ტა­პის ცნო­ბა­დო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი და პიარ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. წარ­მა­ტე­ბის­თვის მუდ­მი­ვი მო­ტი­ვა­ცი­აა სა­ჭი­რო. შეც­დო­მე­ბი ყვე­ლას მოს­დის და ამ დროს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა არ უნდა დავ­კარ­გოთ," - გან­მარ­ტავს PawwwN-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბო­რის კიკ­ნა­ძე.

გი­ორ­გი ხოშ­ტა­რი­ამ ისა­უბ­რა სა­კუ­თარ სტარ­ტაპ WePark-ზე, რო­მე­ლიც არის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია პარ­კინ­გის და­ჯავ­შნის სერ­ვი­სით. ხოშ­ტა­რი­ამ აუ­დი­ოტ­რი­ას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­უ­ზი­ა­რა ის მთა­ვა­რი პუქ­ტე­ბიც, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის შექ­მნის­თვი­საა სა­ჭი­რო.

"ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­ტყვით, რომ მთა­ვა­რი არის იდეა, რო­მე­ლიც კარ­გად გა­ი­ყი­დე­ბა. მისი ფორ­მი­რე­ბი­სას უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ მო­მა­ვა­ლი და ამ მო­მა­ვალ­ში და­ვი­წყოთ საქ­მის კე­თე­ბა. თუ მივ­ხვდე­ბით, რომ ეს იდეა მო­მა­ვალ­ში კარ­გად იმუ­შა­ვებს, მა­შინ უნდა და­ვი­წყოთ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღეს. იდე­ის მო­ფიქ­რე­ბი­სას არ უნდა შე­ვი­ზღუ­დოთ, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში ლი­მი­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. შემ­დეგ უნდა შევ­ქმნათ სხვა­დას­ხვა უნა­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებს. მე­სა­მე ეტა­პი კი იდე­ის პრო­ტო­ტი­პის შექ­მნაა. ეს პრო­ტო­ტი­პი უნდა წარ­ვუდ­გი­ნოთ მომ­ხმა­რებ­ლებს და გა­ვი­გოთ, რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი, გა­და­იხ­დი­ან თუ არა ფულს. ამ ეტა­პის წარ­მა­ტე­ბის გავ­ლის შემ­დეგ იწყე­ბა იდე­ის რე­ა­ლურ ბიზ­ნე­სად ქცე­ვა," - ამ­ბობს WePark-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ხოშ­ტა­რია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა ერიკ რი­სის წიგ­ნის -" წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი" პრე­ზენ­ტა­ცია. "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" სხვა წიგ­ნე­ბი კი 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­და.

ლურ­ჯი ოკე­ა­ნე კვლა­ვაც ჩა­ა­ტა­რებს ბიზ­ნეს­ღო­ნის­ძი­ე­ბებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის კი ინ­ფორ­მა­ცია ლურ­ჯი ოკე­ა­ნის ვებგ­ვერ­დსა და ფე­ის­ბუქ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

ვებგ­ვერ­დი: http://blueocean.palitra.ge/

ფე­ის­ბუ­ქი: https://www.facebook.com/lurjiokeane/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

”ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ვორქშოპი სტარტაპერების დასახმარებლად

”ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ვორქშოპი სტარტაპერების დასახმარებლად

"ლურჯი ოკეანე სტარტაპებისთვის" - ამ სახელწოდებით "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში "ლურჯი ოკეანის" მიერ ორგანიზებული ვორქშოპი გაიმართა. ღონისძიება ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეძღვნა. ამ მიმართულებით გამოცდილმა სტარტაპერებმა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებმა ისაუბრეს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე, განვითარების გზებსა და ასევე, შეცდომებზე, რომლებსაც სტარტაპები ხშირად უშვებენ.

"ლურჯი ოკეანე" - ეს არის გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, მათი ბიზნესგამოცემების სერია სტრატაპების წარმატებას მუდმივად შეუწყობს ხელს.

"ღონიძიებას ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ საკუთარი საქმის დაწყებას გეგმავენ, ასევე, სტარტაპერები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი უკვე აქვთ და მისი უფრო განვითარება და ახალ საფეხურზე გადაყვანა სურთ. მათ წარმატებული სტარტაპერები და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. აუდიტორიას მიღებული ინფორმაცია კი საქმის უფრო წარმატებით წარმართვაში დაეხმარებათ," - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

ვორქშოპზე საინტერესო მოხსენებითა და თემებით შემდეგი სპიკერები წარდგნენ:

• გიორგი ხოშტარია - WePark - "იდეის ფორმირება და პირველი ნაბიჯები"

• ბორის კიკნაძე - PawwwN - "როგორ ჩავფლავდეთ"

• ნათია სვანიძე - TBC სტარტაპერი - "სტარტაპი, როგორც ცხოვრების სტილი"

• ლაშა შარიქაძე - Kedari Ventures - "ასაფრენი ბილიკი სტარტაპერებისთვის"

• გაბრიელ მელივა - Memogram - "გლობალური თუ ლოკალური"

PawwwN-ის დამფუძნებელმა ბორის კიკნაძემ შეხვედრაზე სტარტაპის შექმნისა და მართვისას დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა და დამსწრეებს მისცა რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ საქმის მართვისას. მისი განმარტებით, წარმატების მიღწევის მთავარი სამი კომპონენტია გუნდი, ბიზნესგეგმა და მოტივაცია.

"სტარტაპმა პირველ რიგში უნდა შექმნას კარგად შეკრული გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა სფეროში ექნებათ გამოცდილება. აუცილებელია გუნდს კარგად ჩამოყალიბებული ბიზნესგეგმა ჰქონდეს. სტარტაპის ცნობადობის ასამაღლებლად აუცილებელია სწორი მარკეტინგული და პიარ აქტივობების განხორციელება. წარმატებისთვის მუდმივი მოტივაციაა საჭირო. შეცდომები ყველას მოსდის და ამ დროს მიზანდასახულობა არ უნდა დავკარგოთ," - განმარტავს PawwwN-ის დამფუძნებელი ბორის კიკნაძე.

გიორგი ხოშტარიამ ისაუბრა საკუთარ სტარტაპ WePark-ზე, რომელიც არის მობილური აპლიკაცია პარკინგის დაჯავშნის სერვისით. ხოშტარიამ აუდიოტრიას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაუზიარა ის მთავარი პუქტებიც, რაც წარმატებული სტარტაპის შექმნისთვისაა საჭირო.

"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ მთავარი არის იდეა, რომელიც კარგად გაიყიდება. მისი ფორმირებისას უნდა წარმოვიდგინოთ მომავალი და ამ მომავალში დავიწყოთ საქმის კეთება. თუ მივხვდებით, რომ ეს იდეა მომავალში კარგად იმუშავებს, მაშინ უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება დღეს. იდეის მოფიქრებისას არ უნდა შევიზღუდოთ, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ლიმიტები არ არსებობს. შემდეგ უნდა შევქმნათ სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებისგან დაბალანსებული გუნდი, რომელიც იდეის განხორციელებას შეძლებს. მესამე ეტაპი კი იდეის პროტოტიპის შექმნაა. ეს პროტოტიპი უნდა წარვუდგინოთ მომხმარებლებს და გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი, გადაიხდიან თუ არა ფულს. ამ ეტაპის წარმატების გავლის შემდეგ იწყება იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა," - ამბობს WePark-ის დამფუძნებელი გიორგი ხოშტარია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ერიკ რისის წიგნის -" წარმატებული სტარტაპი" პრეზენტაცია. "ლურჯი ოკეანის" სხვა წიგნები კი 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

ლურჯი ოკეანე კვლავაც ჩაატარებს ბიზნესღონისძიებებს. დაინტერესებული პირებისთვის კი ინფორმაცია ლურჯი ოკეანის ვებგვერდსა და ფეისბუქზე განთავსდება.

ვებგვერდი: http://blueocean.palitra.ge/

ფეისბუქი: https://www.facebook.com/lurjiokeane/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს