სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ
ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ

30 წლის ბრი­ტა­ნელ ქალს, ჰე­ი­ლი მარ­ტინს ორ­სუ­ლო­ბის მე­ო­ცე კვი­რას უთხრეს, რომ ბავ­შვი ან მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, ან - და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვლე­ბა.

ექი­მებ­მა ჰე­ი­ლის ურ­ჩი­ეს, შე­ე­წყვი­ტა ორ­სუ­ლო­ბა, თუმ­ცა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ბავ­შვი, რათა შვი­ლის ორ­გა­ნო­ე­ბი მის­ცეს ახალ­შო­ბი­ლებს , რომ­ლებ­საც გა­დარ­ჩე­ნის­თვის სას­წა­ფოდ სჭირ­დე­ბათ ტრან­სპლან­ტა­ცია.

ჰე­ი­ლი და მისი ქმა­რი, სკო­ტი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მათი შვი­ლი სხვა ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნას შეძ­ლებს.

ჰე­ი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე­ში იმ­შო­ბი­ა­რებს, გო­გო­ნას ავა-ჯოის და­არ­ქმე­ვენ. ამას­თან, ქალი ამ­ბობს, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თირკმელ­საც დო­ნა­ცი­ის­თვის გა­ი­ღებს.

"ჩვე­ნი შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გარ­და­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ თუ შევ­ძლებთ, სხვას ავა­რი­დოთ თა­ვი­დან ის სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი, რა­საც ჩვენ ახლა გავ­დი­ვართ, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ გან­ცდამ, რომ სხვა ახალ­შო­ბი­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბით, შე­მიმ­სუ­ბუ­ქა სა­ში­ნე­ლი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი," - ამ­ბობს ჰე­ი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ეს სხვა, მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა.

თუ ავა-ჯოი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს არ გარ­და­იც­ვლე­ბა, ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ჰე­ი­ლი და სკო­ტი გო­გო­ნას ნახ­ვას რამ­დე­ნი­მე წუ­თის მან­ძილ­ზე მა­ინც მო­ას­წრე­ბენ.

წყა­რო dailymail.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ

ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ

30 წლის ბრიტანელ ქალს, ჰეილი მარტინს ორსულობის მეოცე კვირას უთხრეს, რომ ბავშვი ან მშობიარობის დროს, ან - დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვლება.

ექიმებმა ჰეილის ურჩიეს, შეეწყვიტა ორსულობა, თუმცა ქალმა გადაწყვიტა, ბოლომდე შეინარჩუნოს ბავშვი, რათა შვილის ორგანოები მისცეს ახალშობილებს , რომლებსაც გადარჩენისთვის სასწაფოდ სჭირდებათ ტრანსპლანტაცია.

ჰეილი და მისი ქმარი, სკოტი იმედოვნებენ, რომ მათი შვილი სხვა ბავშვების გადარჩენას შეძლებს.

ჰეილი რამდენიმე დღეში იმშობიარებს, გოგონას ავა-ჯოის დაარქმევენ. ამასთან, ქალი ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ საკუთარ თირკმელსაც დონაციისთვის გაიღებს.

"ჩვენი შვილი აუცილებლად გარდაიცვლება, მაგრამ თუ შევძლებთ, სხვას ავარიდოთ თავიდან ის საშინელი განსაცდელი, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბედნიერები ვიქნებით. გადაწყვეტილება ძალიან რთულია, მაგრამ განცდამ, რომ სხვა ახალშობილებს დავეხმარებით, შემიმსუბუქა საშინელი გულისტკივილი," - ამბობს ჰეილი.

მისივე თქმით, ეს სხვა, მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო საჩუქარი იქნება.

თუ ავა-ჯოი მშობიარობის დროს არ გარდაიცვლება, ექიმები იმედოვნებენ, რომ ჰეილი და სკოტი გოგონას ნახვას რამდენიმე წუთის მანძილზე მაინც მოასწრებენ.

წყარო dailymail.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს